Home ახალი ამბები მსოფლიო ესტონეთი 2014 წლის შემდეგ პირველად მონაწილეობს პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმში

ესტონეთი 2014 წლის შემდეგ პირველად მონაწილეობს პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმში

565
ტაავი აასი

ესტონეთი მონაწილეობას მიიღებს პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში, ქვეყანას წარადგენს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ტაავი აასი. ამის თაობაზე წერს გაზეთი Postimees.

წერილში ნათქვამია, რომ ესტონეთის ეკონომიკის მინისტრის წინადადება პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის თაობაზე რუსეთმა თებერვალში მიიღო, როცა ამ პოსტს ყოფილი მთავრობის წევრი კადრი სიმსონი იკავებდა. ადრე აასმა მოითხოვა, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ჩარჩოებში შეხვედროდა რუსეთის ტრანსპორტის მინისტრ ევგენი დიტრიხს. აასმა წამოაყენა  რკინიგზის საკითხებში თანამშრომლობის წინადადება, აგრეთვე, დამატებითი სატრანზიტო ტვირთნაკადების მოზიდვის თაობაზე.

აასისა და დიტრიხის შეხვედრა 6 ივნისს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ესტონელი მინისტრი ბოლოს 2013 წელს ესწრებოდა პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმს, 2014 წლიდან კი ესტონელმა ბიზნესმენებმა და პოლიტიკოსებმა ფორუმს ბოიკოტი გამოუცხადეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here