მთავარი პოლიტიკა ესენი სააკაშვილს არ დაიჭერენ!

ესენი სააკაშვილს არ დაიჭერენ!

1013
გააზიარეთ
ესენი სააკაშვილს არ დაიჭერენ!

რამდენიმე დღის წინათ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ერთმანეთს ესაუბრებიან უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი და მისი ქართველი კოლეგა გიორგი მღებრიშვილი. მალე გაირკვა, რომ, ავაკოვის ნაცვლად, პრანკერი, მეტსახელადლექსუსი”, საუბრობს, რომელიც ავაკოვს კარგად ბაძავს, ქართული მხრიდან კიარაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ, ძალიან დიდი ალბათობით, ეს მართლა გიორგი მღებრიშვილია. სხვათა შორის, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს შს მინისტრს ახლოს იცნობენ, ამბობენ, რომ ეს მისი ხმა და ტერმინებია, მაგრამ მთავარი, ხმა და ტერმინები კი არა, საუბრის შინაარსია. სამწუხაროდ, ისე ჩანს, რომ ვიღაცლექსუსმაცკი იცის, რომ უკრაინელი მინისტრი ქართველ კოლეგას ტოლსწორად არ უყურებს და ეს ამ საუბრიდანაც ჩანს

სანამ უშუალოდ საუბარზე გადავალთ, იმ განცხადებას გავიხსენებთ, რომელიც პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ზემოხსენებული ჩანაწერის გავრცელებამდე ერთი დღით ადრე დიდგორობას დიდგორის ველზე გააკეთა: “დღეს არის ქართველთა უდიდესი გამარჯვების დღე, სიმბოლო ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და ძლიერების. დავით აღმაშენებელმა ამ გამარჯვებას მიაღწია მიზანმიმართული და თანმიმდევრული შრომით და ჩვენ, ქართველებს, უნდა გვახსოვდეს, რომ, თუ ვიქნებით ერთიანი, საქართველო იქნება ძლიერი. მინდა, საქართველოს ვუსურვო გაძლიერება, გამთლიანება და ჩვენ აუცილებლად გავმთლიანდებით. საქართველო იქნება ძლიერი, ჩვენ აღარ ვიმღერებთ “ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველოს”, ვიმღერებთ, რომ საქართველო არის დიდი, ძლიერი და ერთიანი”.

მაგას რა სჯობს, ბატონო გიორგი, საქართველო ერთიანი და ძლიერი თუ იქნება, მაგრამ საამისო წინაპირობა ხომ უნდა არსებობდეს?! და რა არის ამის წინაპირობა? _ ის, რომ, როცა უკრაინის შს მინისტრის სახელით ვიღაც რეკავს და ჩვენი მინისტრი მაშინვე ფეხქვეშ ეგება? ეს არის სიძლიერის ნიშანი? თუ ის, რომ მეორე ზარზე, როცა უკრაინელი კოლეგა “ეკაიფება” და ეუბნება, “მილოსტინიუ პროსიტე?”, მღებრიშვილი პასუხსაც ვერ უბრუნებს?! თუ ის არის სიძლიერის ნიშანი, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, რასაც ერი ითხოვს, გამწარებული ერი, ძალადობის მსხვერპლი ერი, იმის ასრულების შანსი ახლა გაქვთ და უარს ამბობთ დესტაბილიზაციის შიშით? და რას ეძახის თქვენი მინისტრი სტაბილურობას, ხომ ვერ მეტყვით? იმას ეძახის სტაბილურობას, რომ ქვეყანაში კრიმინალად გამოცხადებული კაცის ჩამოყვანა სიტუაციას არევს? თუ იმას, რომ ვიღაცბომჟისააკაშვილის გამო აქ რევოლუცია დაიწყება?! შინაგან საქმეთა მინისტრს ვიღაცბომჟისეშინია, ბატონო პრემიერო, თუ რა ხდება?! არ გრცხვენიათმეთქი, არ გკითხავთ, რადგან ეს სირცხვილზე მეტია.

ჯერ ის გავისხენოთ, პეტრე პოროშენკომ ქართულ მხარეს თბილისში ვიზიტისას რომ მიახალა, _ სააკაშვილი რატომ უნდა გადმომეცა, ჩვენთვის მისი ექსტრადაციის მოთხოვნა ერთხელაც არ გამოგიგზავნიათო… მერე იყო, ჩვენებმა რომ თქვეს, გავგზავნეთ და ყველაფერი რიგზეაო, მაგრამ ახლა, როცა საქმე საქმეზე მიდგა, როცა ფაქტის წინაშე დადექით, როცა გაირკვა, რომბუა სააკაშვილი”, შესაძლოა, შეფუთული გამოგზავნონ საქართველოში, უკან დაიხიეთ, საკუთარი კეთილდღეობის გამო, საკუთარი სკამების დაკარგვის შიშით, საერთაშორისო დამნაშავედ გამოცხადებული ექსპრეზიდენტის მიღებაზე უარს ამბობთ, მის ციხეში ჩასმას ვერ ბედავთ და ეს მაშინ, როცა სააკაშვილი, ხელისუფლებაში რომ დაბრუნდეს, ცალცალკე საკნებსაც კი არ მოგცემთ, ერთად შეგყრით ნახირივით და, საჭმლის ნაცვლად, სალაფავს მოგიტანთ და სულ არ შეეშინდება იმის, რომ ვინმე რამეს გააპროტესტებს. ხვდებით განსხვავებას?! ისე კი არ გაიგოთ, რომ სააკაშვილის მხარეს ვართ, მაგრამ რა გაგიხდათ ეს ერთი კაცი, ვერაფერს რომ ვერ უხერხებთ? რომ მისი ჩრდილიც კი გაშინებთ, ადამიანის, რომელსაც ერი ვერ იტანს, რომელიც ერს ეზიზღება, მაგრამ მაინც ვერაფერს უბედავთ.

ცალკე საუბრის თემაა ის, რომ ჩვენი სახელოვანი მინისტრი უკრაინელ კოლეგას ოკუპანტების ენაზე ესაუბრება. ხომ თქვენ დაარქვით რუსულს ოკუპანტების ენა და კატეგორიულად აკრძალეთ მისი გამოყენება?! ახლა რა მოხდა, ახლა რატომ შეიქნა საჭირო, ინგლისური არ იცის მღებრიშვილმა თუ ავაკოვს სომხურად რომ დაეწყო საუბარი, სომხურადვე უპასუხებდა მღებრიშვილი, “ცავატანემ!”, რადგან სომხურზე მიდგა საქმე, დაურეკეთ ავაკოვს და გეტყვით, რას ნიშნავს ძერ იმანერე, ჰაიტარაკუმენ რესპუბლიკა!”

რაღა თქმა უნდა, ვიდეოს გავრცელების შემდეგ, კომენტარი მინისტრმაც გააკეთა და ისედაც ჩახლართული სიტუაცია, უფრო დახლართა.

“მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა არც უკრაინის შს მინისტრთან და არც სხვა პირთან. საერთოდ, იმის დაშვებაც კი, რომ ორი ქვეყნის შს მინისტრები სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ დაუცველი სატელეფონო კავშირის მეშვეობით, არასერიოზულია”, _ განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

რა გამოდის? _ შსს-ს პირველ პირს ეჭვი აქვს, რომ მისი სატელეფონო საუბრები ისმინება?! კი მაგრამ, ვისგან? არ თქვათ ახლა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები მუშაობენ აქტიურადო… რისთვის სჭირდებათ? რომელი უცხო ქვეყანა?! ამერიკელები, რასაც უნდა, იმას გვაკეთებინებენ, რუსებს საქართველოსთან რეალურად პრობლემა აღარ აქვთ: რაც სურდათ, გააკეთეს; აზერბაიჯანსა და სომხეთს კიდევ სადავო საზღვრები უმტკივნეულოდ ვაჩუქეთ, თურქეთსაც… რომელი ქვეყანა დარჩა?! არც ერთი, ანუ აბსურდია, რომ მღებრიშვილს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა მოუსმინონ და რჩება ჩვენი სპეცსამსახურები, რომლებისაც თურმე ეშინია შს მინისტრს. ეს კიდევ ერთი აღიარება გამოუვიდა, აღიარება იმისა, რომ მოსმენებისგან დაცული თვითონაც არ არის და, რიგითი მოქალაქეები როგორ იქნებიან, ნამდვილად ვერ გეტყვით.

ისევ ჩანაწერს დავუბრუნდეთ. ავაკოვცრუ ეუბნება მღებრიშვილს, _ პოროშენკომ და კვირიკაშვილმა ხომ მოილაპარაკეს მიშას ექსტრადიციაზე და, მე რომ დავიჭერ, რა ვუყო მაგ კაცს, მოქალაქეობა არ აქვს ჩვენი და უნდა გამოვგზავნო ყველა ვარიანტშიო, რაზეც მღებრიშვილს ისტერიკული შეტევა ეწყება და ეაჯება, ეგებ სხვა ქვეყანაში გააგდოთ, კვირიკაშვილსა და პოროშენკოს ეგ შეთანხმება არ ჰქონიათ, ახლა შევამოწმეო. ანუ რა გამოდის: პოროშენკომაც უთხრა კვირიკაშვილს, შემიძლია სააკაშვილი აქ ჩამოგიყვანოთო და მანაც კატეგორიული უარი მიიღო. როგორ არ გავიხსენოთ, ახლანდელი ხელისუფლება ოპოზიციაში ყოფნისას მიშას კურდღელს რომ ეძახდა… ისიც გვახსოვს, მშიშარააო, რომ ამბობდნენ და ვინ გამოდის ახლა მშიშარა და კურდღელი? კაცს, რომელიც სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში, ადამიანების წამებასა და ყველა იმ უბედურებაშია ეჭვმიტანილი, რომელთა გამოც ამომრჩეველმა თქვენ აგირჩიათ, ვერ ასამართლებთ, გეშინიათ მისი აქ ჩამოყვანა, გეშინიათ იმიტომ, რომ თქვენ მიერ წაყენებულ ბრალდებებს ვერ გაამყარებთ, როგორც ვერ გაამყარეთ დათა ახალაიას შემთხვევაში, კეზერაშვილის, ადეიშვილის, უგულავასა და რა ვიცი, კიდევ რამდენის შემთხვევაშიამიტომ გირჩევნიათ, სააკაშვილი საზღვარგარეთ იყოს და მისგან მტრის ხატი შექმნათ, ბუა დახატოთ დაიმას მაინც თუ ხვდებით, რომ წინასაარჩევნოდსუნის დაყენებათქვენს ისედაც შერყეულ ავტორიტეტს კიდევ უფრო შელახავს და ზუსტად ისე აფორთხებს, როგორც სააკაშვილმა იფორთხა აგვისტოს ომის დროს გორში?

ისიც ვთქვათ, მღებრიშვილმა კატეგორიულად რომ უარყო სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება, აქაოდა, მაგ შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყანაში დაბრუნდესო… ანუ სააკაშვილი თავისი ფეხით მართლა რომ მოადგეს საზღვარს, დამიჭირეთ, გბარდებითო, ესენი არ შემოუშვებენ…

და ამ ყველაფრის ფონზე, ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის, უბრალოდ, ეშინია.

რა, არა?!

ბესო ბარბაქაძე

2 COMMENTS

  1. ეგ შენ გეშინია ალბათ,და ილიუზიები გაწუხებს :)0 სააკიანის ეგრე რომ ეშინოდნენ გააგორებდნენ დორჩარივით უკვე დიდი ხანია:)

  2. სადაც არ ჯობს გაცლა ჯობსო? მაგრამ სად?რამდენი ცხენი ვიყიდე იმდენი კუანა გამოდგა.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here