Home რუბრიკები საზოგადოება “ერს დააბერებს მხოლოდ მონება, ისეთი ცხოვრების პირობები, როცა მას საკუთარი ნების, ძალ-ღონის...

“ერს დააბერებს მხოლოდ მონება, ისეთი ცხოვრების პირობები, როცა მას საკუთარი ნების, ძალ-ღონის გამოჩენის საშუალება მოესპობა”

2013
ვაჟა-ფშაველა და ალექსანდრე ყაზბეგი

რა არის თავისუფლება?

რა არის თავისუფლება? _ არაერთ მამულიშვილს უცდია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ ყველაზე თვალსაჩინო პასუხი მათ მიერ განვლილი ცხოვრების გზაა _ კვალი ნათელი, შთამომავლობისთვის გზის მაჩვენებელიმაგრამ რა გინდა ქნა, როცა ირგვლივ, ილიას თუ დავესესხებით, არისყველა მუნჯიყველა ყრუი, ყველა ცრუიყველა ფლიდი, ცუღლუტი და მანკიერიდა ამ ნაკვალევს ვერ პოულობს, ბარაბას გზას ირჩევს და ამას თავისუფლებას არქმევს?!

ილიას წერილში “რა არის თავისუფლება?” დამაჯერებლად ახსნილი და დასაბუთებულია თავისუფლების არსი. ის, როგორც დიდი მოაზროვნე და, ასევე, მოსამართლე, თვლის, რომ ადამიანის თავისუფლებას დემოკრატიული და სამართლიანი წესრიგი იცავს _ მას სწორედ ასეთი წესების დაცვა აძლიერებს და არა თავგასული უწესრიგობა. ილიას სურს, რომ ყოველი ქართველი სამართლიანობისთვის მებრძოლი იყოს, რომ მან “ხელი არავის ახლებინოს” კანონსა და სამართალზე, როგორც “საკუთარი თავისუფლების ციხესიმაგრეზე”. თავისუფლება _ ეს არის კანონისა და სამართლისაგან შედუღაბებული ციხესიმაგრე, რომლის გამძლეობა და ხარისხი მისი მშენებლების კეთილსინდისიერებასა და ოსტატობაზეა დამოკიდებული. და დღეს ჩვენ როგორი კანონი და სამართალიც გვაქვს, როგორადაცაა დაცული ქვეყანაში ადამიანის უფლებები და თავისუფლება, იმაზე მეტყველებს, რამდენად არიან ხელისუფალნი ერის მოძმენი “ჭმუნვასა და სიხარულში”, რამდენად აჩნიათ “ერის წყლული” წყლულად და რამდენად “უდაგავთ გულს” მისი ბედი და უბედობა.…

თავისუფლება იყო ასევე ვაჟა-ფშაველას შემოქმედების მთავარი თემა. თავისუფლება და ბედნიერება ერთი და იგივეა. დატუსაღებული ადამიანი უბედურადა გრძნობს თავსა: ვერა ჰსვამს და სჭამს თავის ნებაზე, ვერ ადგება, ვერც დაწვება ისე, როგორც თვითონ უნდა; ვერც ტანთ იცვამს, რაც მოსწონს იმას; ვერა ჰხედავს იმას, ვინც უყვარს, ვერ აკეთებს იმას, რის გაკეთებაც სულით და გულით სწყურია; თავის ნებაზე ვერ დაილაპარაკებს, თავისუფლად ფეხს ვერ გადასდგამს. უბედურ ყოფაშია ტუსაღი ჩავარდნილი. გვესმის ჩვენც მისი მდგომარეობა და გვებრალება. რაღა უნდა ვსთქვათ, როცა დატუსაღებულია მთელი საზოგადოება, ერი, სახელმწიფო?” _ წერდა პოეტი.

მართლაც, რას ნიშნავს თავისუფლება, როცა დატუსაღებულია მთელი საზოგადოება, ერი, სახელმწიფო? როცა ხელისუფლება ვერ ატარებს ეროვნულ ინტერესებს, იმართება უცხო ძალის მიერ, მონად გახდომია გადამთიელს და ხელს უწყობს ეროვნული ღირებულებების ხელყოფას, ასეთ ქვეყანაში შეიძლება ადამიანი თავისუფალი იყოს?! განა თავისუფლება მხოლოდ იმაში გამოიხატება, რაც გნებავს, ის ილაპარაკო, წერო, აკეთო?! არა! ყოველ სიტყვასა და ქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება უნდა ედოს სარჩულადო, ბრძანებს ვაჟა-ფშაველა, და ქვეყნისთვის, სასარგებლო თუ არა, მავნე მაინც არ უნდა იყოსო, დასძენს. თავისუფალი ადამიანის მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის საბედნიეროდ. ადამიანისთვის ეროვნული თავისუფლება არაფერს წარმოადგენს თუ არ არის სულიერად თავისუფალი, ანუ აღასრულებდეს უფლის ნებას, უანგაროდ თესდეს სიკეთეს და თავისი ქცევით იყოს მართალი საკუთარ თავთანაც და საზოგადოებასთანაც.

პარლამენტი

ამიტომ ამბობდა დიდი ილია: თავისუფლება ცოცხლებისთვისაა ხელსაყრელი და არა მკვდრებისათვისოთავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება, უქმად ყოფნა თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც პიროვნება არაა თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში, რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა, უთავისუფლო, სხვის ხელში სათამაშო ნივთი(“რა არის თავისუფლება”).

ახლა ვაჟა-ფშაველას მოვუსმინოთ:

“ძმობა, ერთობა, თავისუფლება. ამ სიტყვებით გაიჟღენთა არა მარტო ადამიანთა ყურები, არამედ ქვებიც კი; არა დროს ჩვენის ქვეყნის დაარსების შემდეგ, არა გვგონია ასე მძლავრად და საყოველთაოდ როდისმე ჰსმენოდეს საქართველოს ეს სამი სიტყვა, როგორც ესმა მას ამ წარსულ 1904-5 წლებში და დღესაც ესმის და მომავალ წლებშიც გაიგონებს.

მაშასადამე, უნდა ვიცოდეთ, გვესმოდეს თუ რაა ერთი, მეორე ან მესამე. ორს ტერმინს რომ სულაც თავი დავანებოთ და მხოლოდ მესამის ძალა, ე.ი. რას ჰქვიან თავისუფლება, ის შევიგნოთ, ესეც კმარა, რადგან ძმობა, ერთობა მარტოოდენ შტოებია იმ ხისა, რომელსაც თავისუფლება ჰქვიან. საცა არ არის თავისუფლება, იქ ვერ იპოვნით ძმობაერთობას, იქ შეჰხვდებით მხოლოდ მტრობას, ქიშპობას, ჭამაგლეჯას და მგლობას; მგლების ბანაკი ერთის მხრით, ხოლო მეორეს მხრით ცხვრის ფარა, საცა ნავარდობენ მგლები,… საცა მგლები ბუდობენ, იქ ცხვრები რას იხეირებენ? ან რა ძმობა შეიძლება მათ შორის?… თუ შეუძლებელია, მოუთავსებელი და მოუხერხებელი მგლებისა და ცხვრების შაერთება, რადღა ვყვირით, რად ვიძახით ამ ძმობაერთობას? ვიძახით და უნდა ვიძახოთ, მაგრამ მგლებს ხომ არ ვეძახით, არამედ დაქსაქსულ-დაფანტულს, დაწიოკებულს ცხვრებს, რომ მოუყარონ თავითავს, შაერთდენ, მოიფიქრონ როგორ მოუარონ თავისთავს, რათა მგლების საჭმელ ლუკმად აღარა ხდებოდნენ, უნდა გამოძებნონ საფარი და გზა სავალი… მგლებს ამ დროს იქ რა ესაქმებათ? ამ დაძახილზე ისინი თითქოს ყურსაც იყრუებენ, არც მოვლენ, ხოლო თავისიანებს, გაგიმარჯოსთ, რომ მგლებიც კი ძმობა-ერთობას უქადაგებენ. თუ ასე არ მოიქცნენ, ხომ დაეკარგათ ძალა და ცხვრებმა სათითაოდ, თუმც ამ უკანასკნელთ არა აქვთ გაალმასებული კბილები, გაათავეს რქებით და ჩლიქებით?! ძმობა ხომ იმას მოასწავებს, როცა ერთს მგელს გაუჭირდება, მეორე უნდა მიეშველოს. ეგრეთვე თუ ცხვარი-ცხვარს.

მაგრამ, მაგარი ის არის, რომ მგლებს ისე არ ესაჭიროებათ ერთობა, როგორც ცხვრებს, რადგან თვითეულს მგელს საკმაო ძალა აქვს ცხვრებთან საბრძოლველად, _ ძალა, რასაკვირველია, ფიზიკური, რომელსაც ისინი ხმარობენ ცხვრებზე. ცხვრების ძლიერება კი ერთადერთი ზნეობრივი ძალაა.

აქცია

დღესნამდის ჩვენ ცხვრები ვიყავით და ვართ კიდევაც, ხოლო ვინც მგლები არიან, ეს თქვენც კარგად იცით. ჩვენ ვიტანჯებოდით, ვირბეოდით და ამ რბევაცარცვამ გვაფიქრებინა მიგვემართნა ერთობისათვის, ერთი პირი, ერთი ფიქრი მოგვეპოვა და ამით შაგვეძინა ძალაჩვენ მოვისურვეთ თავისუფლება: განუკითხავად არ ეჭამა და ეპარსა ჩვენი თანამოძმენი მოსისხლე მხეცებსჯერჯერობით ამაში გამოიხატება ჩვენი წადილი თავისუფალი სიცოცხლისა, რომ ძალმომრეობას გზა მოვტაცოთ და თანდათან სრულიადაც მოვსპოთ იგი.

თავისუფლება ცოცხლებისთვისაა ხელსაყრელი და არა მკვდრებისთვის. იგი გამოიხატება ადამიანის ნდომა-მისწრაფებაში; თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება, უქმად ყოფნა. თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთიერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში, რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა, უთავისუფლო, სხვის ხელში სათამაშო ნივთი.

იქ რა უნდა თავისუფლებას, საცა ჩემი ნაშრომნაღვაწი სხვას მიაქვს? ჩემი ნაშრომის ნაყოფს ჩემდა უნებურად, ჩემ მიერ ნებადაურთველად სხვა ისაკუთრებს? მე ვტირი, ის იცინის და ჩემში მტაცებლის მიმართ მხოლოდ ზიზღი და გრძნობა შურისძიებისა სდუღს და გადმოდის. მინდა ვისწავლო და ნება არ მეძლევა; მინდა ჩემი საკუთარის ხარჯით დავაარსო უნივერსიტეტი და უარს მეუბნებიან; და სხვ. და სხვ

არ მინდა ვილოცო ის მშვენივრად მორთულ-მოკაზმული კერპი, რომელსაც შენ ჰლოცულობ.

იქ ვინ ნახა თავისუფლება, საცა მე ჩემს დედაენაზე ლაპარაკს მიშლიან: არც მასწავლიან, არც მაუბნებენ, არც მამღერებენ, არც მაგალობებენ?! რა გული უნდა მქონდეს მაშინ? რას უნდა ვგრძნობდეთ?! _ სხვას არაფერს, გარდა ზიზღისა, მძულვარებისა. მოწამლულმოშხამულია ჩემი სიცოცხლე, ვგრძნობ მხოლოდ უსიამოვნებას, სიძულვილს და ვწყევლი იმ ძალებს, იმ მგლებს, რომელნიც ყველა ზემორე აღნიშნულ საქმეში ხელს მიშლიან, წინ მეღობებიან და ვუცდი მარჯვე შემთხვევას შევმუსრო ისინი, როცა ეს დრო დგება და მეც მოქმედებას ვიწყებ ამ ძალთა შესამუსრავად, დასათრგუნად, მაშინვე იწყება ჩემი თავისუფალი ცხოვრება; აქ არის დასაწყისი თავისუფლებისა. და უკეთუ ვითმენ, ხმას არ ვიღებ, არაფერს ვამბობ, მაშინ ვარ მონა, არა მძულს ჩემი მჩაგვრელი ძალა; იქნება მძულს კიდეც, მაგრამ ამ მძულვარებას გულში ვმალავ; მაშინ ვარ ლაჩარი, უფრო საზიზღარი, ვიდრე მონაა. არა, მძულვარება როცა უკიდურესობამდეს მიდის, მაშინ ლაჩრული გრძნობა ისპობა, მაშინ ამბობს ადამიანი: ან მოვკვდები, ან ვძლევ ჩემს მტანჯველთ!..

არ იძლევა, არ დამარცხდება მჩაგვრელი ძალა, არ დაფრთხება მგლის ჯოგი, ვიდრე ამას არ იტყვის უმრავლესობა. იტყვის კი როდისმე ერი გადაჭრით, თავ-გამოდებით “სიკვდილი ან სიცოცხლე” (ე.ი. თავისუფლება)?! – იტყვის და ამბობს კიდევაც, ამას ჩვენის თვალით ვხედავთ. აშკარად ვგრძნობთ ყველანი, მაშასადამე, სჩანს, მისმა მძულვარებამ მგლებისადმი უკიდურესობამდე მიაღწია. თუ ეს ფაქტია, ნამდვილი მოვლენა, მაშინ იცოდეთ, სიკვდილი აღარ შეგვაშინებს, მაშინ ყველა მზად იქნება თავი დასდოს თავისუფლებისათვის და გამარჯვებაც უსათუოა. ამიტომ ვიმეორებ: ვისაც თავისუფლება უყვარს და უნდა მისი დამყარება ქვეყნად, ჯერ უპირველეს ყოვლისა, უნდა შეიძულოს მთელის თავის არსებით, გულით და გონებით მტარვალნი და მტარვალობა. ეს არის მხოლოდ საშუალება, რომლის წყალობით ადამიანს შეუძლიან მედგრად იბრძოლოს და არ დაზოგოს სიცოცხლე თავისუფლების მოსაპოვებლად. და რა არის ეს თავისუფლება, რატომ არ იკითხავთ? უკაცრავად ნუ ვიქნები, რომ მე ჩემებურად განვმარტო ეს სიტყვა: თავისუფლება ხალხისთვის მტარვალთაგან წართმეული ბედნიერებაა. ბედნიერებაწართმეულს რა ჰრჩება უბედურების მეტი? – არაფერი. კიდეც იმიტომ არის, რომ უბედურად ჰგრძნობს თავის თავს ყველა დამონებული, თავისუფლებას მოკლებული ერი და პიროვნება. წამრთმეველნი სარგებლობენ ამ ნაყაჩაღარის ბედნიერებით მხოლოდ ცოტახანს, რადგან ცხოვრების ლოღიკის წყალობით ეს ნადავლი, მოპარული ბედნიერება მტაცებელთათვის უბედურებად ხდება. გადაავლეთ თვალი მთელს რუსეთს და ჩვენს ქვეყანას, აშკარად დაინახავთ, რომ ეს ასეა. დღეს ხალხი იბრუნებს იმას, რაც წაართვეს და წართმეული გახლავთ, მოკლედ რომ ვსთქვათ, ბედნიერება _ წამრთმეველი დღეს ტირის, ხოლო გაცარცული მღერის, მხიარულობს, რადგან დანაკარგს პოულობს. წართმეულს იბრუნებს. თავისუფლების ქურდები ბოლო ჟამს მუდამ დასჯილან. როდისა დგება ეს ბოლო ჟამი? – სწორედ მაშინ, როცა ხალხი თვალებს ახელს, როცა თავის ყოფა-მდგომარეობის აუტანლობასა ჰგრძნობს და ჰხედავს, გაიცნობს იმ შავ ძალებს, რომელთაც წაართვეს ბედნიერება, – სძულს ისინი უსაზღვროდ; სწორედ მაშინ ცდილობს შემუსროს თავის დამმონებელნი.…

რას თხოულობს თავისუფლება ადამიანისაგან? როგორ უნდა იქცეოდეს თავისუფალი ადამიანი? – თავისუფალი ადამიანი უნდა იქცეოდეს ისე, რომ თავის ყოფაქცევით სხვას არ ჰვნებდეს, მით უმეტეს საზოგადოებას, არამედ მისი მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის საბედნიეროდ. თუ ეს პირობა არ იქნება ადამიანისაგან დაცული, მაშინ მისი მოქმედება იქნება ავაზაკური, ვინაიდგან ყოველი ავაზაკი თავისუფლად იქცევა მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის. მაშასადამე, მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო, _ არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისათვის. ყველა ჩვენგანი ხალხისათვის. მოტაცებული თავისუფლება მტაცებელთა ხელში როდია თავისუფლება, იგი იქცევა მტარვალობად. ამ თავისუფლებისას მტარვალნი ათასნაირს ჯაჭვ-ბორკილებს სჭედენ, ხაფანგებს, გაზებს, თავში სცემენ კვერებს და საღრჩობელის ბოძებს სდგამენ… ხალხს ამ თავისუფლებისაგან შეზავებულს შხამ-ნაღველს, საწამლავს უმზადებენ და იმას აწვდიან. ბოლოს კი თითონ რჩებიან მოწამლულნი. ისტორია ამის მაგალითებს უხვად იძლევა. ხალხი იტანს ამ საწამლავს, იგი ისევ ხალხად რჩება, იმარჯვებს, ხოლო მტარვალთა გული მიწაზე ერთხობა. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, თავისუფლების წართმევა უფრო იმათ ჰვნებს, ვინც თავისუფლებას ჰპარავს, ართმევს ხალხს და ჰსურს იმით მარტო თავად ისარგებლოს. თავისუფლების მტაცებლებზეა სწორედ ზედ გამოჭრილი ქართული ანდაზა: ვირმა პალო მოაძრო და იმდენი სხვას არა ჰკრა, რამდენიც თითონ იკრაო”.

ხალხის მმართველნი, რომელნიც ამ უაღრესს უგუნურებას ჰშვებიან და ხალხის მონებად გადაქცევას ცდილობენ, გარდა იმისა, რომ თავიანთ წოდებას ჰხრწნიან ზნეობრივ და ფიზიკურად, ხალხსაც აფუჭებენ. დამონებული ერი მუდამ ბეჩავია შინაურობაში და რა თქმა უნდა ბეჩავი და სუსტი გარეშე მტერთან საბრძოლველად. ამის დამამტკიცებელი მაგალითი დღევანდელი რუსეთია, რომელიც პატარა იაპონიას დაეტაკა და რქები შემოიმტვრია.

მაშასადამე, თავისუფალი უნდა იყოს არა რომელიმე ერთი წოდება, არამედ მთელი ერი. ქვეყანაც მხოლოდ მაშინ იქნება ბედნიერი, როცა მოისპობა წოდებრივი უპირატესობანი, ყველა წოდება იქნება თავისუფალი, ე.ი. ბედნიერი… თავისუფლება და ბედნიერება სინონიმებია.

ნუ ეძებთ იქ თავისუფლებას, სადაც ცხოვრებას ისევ საფუძვლად წოდებრივი განსხვავება აქვს დადებული, საცა ყველას განურჩევლად წოდებისა და გვარიშვილობისა, არ ეძლევა საშუალება პატიოსანი შრომით მოიპოვოს პური არსებობისა, საცა შრომა ღირსეულად არ ფასდება, საცა არ არის თანასწორად განაწილებული ცოდნა, ქონება.

მარტო ქონებრივი უზრუნველყოფა არ არის გარანტია, ერმა შეინარჩუნოს თავისუფლება, უკეთუ მას თან არ ახლავს ერის საერთო გონებრივი სიმწიფე, განათლება და ცოდნა.

კაცის საქმე თავის ქვეყნის რგებაა; თუ თავის ქვეყანას არგებ, მაშინ კაცობრიობისთვისაც სასარგებლო იქნები, თუ არადა, სულ ტყუილია, ვინც კაცობრიობის ერთგულია, ის მუდამ ერთგულია თავის ქვეყნისა, იგი მუდამ სცდილობს, თავის ქვეყანაც იმ განათლების ზომაზე დააყენოს, რა ზომაზედაც სხვა განათლებული ქვეყნებია, რომ სხვებთან იმის ქვეყანასაც შეეძლოს ისარგებლოს იმ მადლითა, რასაც ბუნება აძლევს” (“წერილები მეგობართან”).

და კიდევ:

აზრსაც იმის მიხედვით აქვს ბაზარი და გასავალი, რამდენადაც მტკიცენი და შეუპოვარნი არიან მისი მტვირთველნი, რამდენიც მეტი წამებული ჰყავს. ყველა ჯურის აზრი, სოციალურია თუ სარწმუნოებრივი, იმის მიხედვით იმარჯვებს, თუ რამდენად ნიადაგი აქვს განხორციელებისა და რამდენად თავგამოდებულნი მომხრენი ჰყვანან”; “კერძო კაცი და საზოგადოება ერთხელ რა მსჯელობას დაჩვეულა იმას მისდევს, თუნდა უხეირო, უვარგისი იყოს ეს მსჯელობა; მისდევს იქამდის, ვიდრე სხვაგვარს მსჯელობას არ შეეჩვევა…” “ცხოვრება ერისა უკეთესად წავა მაშინ, როცა ბრმად კი არ მისდევს მოწინავე წოდებას ერი, არამედ ესმის რისთვისაც მისდევს და სადაც მიდის, რისთვისაც ჰხარჯავს ძალღონესა და ხშირად სიხლსაცა ჰღვრის. ყოჩაღის, შეგნებულის ჯარისკაცისაგან შემდგარის მხედრობისათვის მაგრერიგად საჭირო არც კია ბელადი; ყველა იმათგანი ბელადია; მოკლულის ადგილას სხვა დგება ბელადად. ამისთანა მხედრობა ან გაწყდება და ან გაიმარჯვებს

(“წერილები მეგობართან”).

“ერს დააბერებს მხოლოდ მონება, ისეთი ცხოვრების პირობები, როცა მას საკუთარი ნების, ძალ-ღონის გამოჩენის საშულება მოესპობა”.

ზოგის აზრით, პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი ორი რადიკალურად განსხვავებული ცნებაა და დაუშვებელია მათი რაიმე ნიშნით ერთმანეთთან ასოცირება.

კოსმოპოლიტიზმი რეაქციული ბურჟუაზიული იდეოლოგიაა, რომელიც უარყოფს ეროვნულ თვითმყოფობასა და ეროვნულ სუვერენიტეტს, ქადაგებს სამშობლოსადმი, ეროვნული კულტურისადმი გულგრილობას და აყენებს “მსოფლიო სახელმწიფოს” შექმნის, “მსოფლიო მოქალაქეობის” დაწესების იდეას. კოსმოპოლიტიზმი ჩუმად, მალულად, მაგრამ მაინც ძირს უთხრის ერების თვითმყოფადობას, ყველაფერ ეროვნულს. მას და მის მიმდევრებს, ვითომ კოსმოპოლიტებს რომ უწოდებენ საკუთარ თავს, სურთ, შექმნან პლანეტაზე ერთი სახელმწიფო, ერთი კულტურა, ენა, ფასეულობები და კიდევ რაღაც ისეთი, რაც სხვა ერებს მარტო ცხოვრების საშუალებას არ მისცემს. ბიბლიის მიხედვით, სწორედ ეს იქნება ანტიქრისტეს მიერ შექმნილი სამეფო, რომელიც მოიცავს მთელს პლანეტას და ის გაანადგურებს ყველას და ყველაფერს, რაც მას და მის იდეებს წინ აღუდგება. ყველაფერი აღნიშნული ძირს უთხრის პატარა ერებს, რომელთაც სურთ, შეინარჩუნონ თვითმყოფადობა და თავისუფლება.

არსებობს მესამე პოზიციაც, ჯანსაღი აზრი – არა დაპირისპირება, არამედ დაპირისპირებულთა ერთიანობა. ქართული აზროვნების ისტორიაში ეს შეხედულება ერთ-ერთმა პირველმა ვაჟა-ფშაველამ გამოთქვა თავის უკვდავ წერილში “კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი”: “ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე _ რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავისი სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას”. “ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ და კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი”.

საკუთარი ხალხისადმი მსახურება, ცხადია, ამასთანავე არის მსახურებაც კაცობრიობისადმი.

ისევ ვაჟას მოვუსმინოთ: ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოდგება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის. ედისონი ამერიკელია, ამერიკაშივე მუშაობს, მაგრამ მისი შრომის ნაყოფს მთელი კაცობრიობა გემულობს. შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც. ეგრეთვე სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები თავის სამშობლოში, თავის თანამოძმეთათვის იღვწოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად”.

ასე დიდებულად და განსხვავებულად, ალბათ, მხოლოდ “შვლის ნუკრის ნაამბობის”, “ხმელი წიფელისა” და “სტუმარ-მასპინძელის” ავტორს შეეძლო გამოეხატა თავისი დამოკიდებულება მთელი კაცობრიობისადმი.

ჩვენ კი, მის შთამომავლებს, გულის ფიცარზე უნდა გვეწეროს მისი დანაბარები: “ზღვაში ბევრი წყალი ერევა, მაგრამ ზღვას მაინც ზღვა ჰქვიან და ზღვაც იმიტომ არის, რომ ყველა იმ მდინარეთ იტევს, ისისხლხორცებს და საკუთარს დიდებულს სახელს არა ჰკარგავს”.

“საკუთარს დიდებულს სახელს არა ჰკარგავსო”, გესმის, ნეოლიბერალო ქართველო _ შენ, ვისაც მიგაჩნია, რომ ქართული ტრადიციის ნიშნით აღბეჭდილი ღირებულება დრომოჭმულია, “არაევროპულია”, ხოლო მისი მატარებელი და მხარდამჭერი _ “ჩამორჩენილი”, ყველაფერი უცხოური კი კარგია, მისაბაძია და კულტურისა თუ ზოგადადამიანური ღირებულების ნიმუშია?

…”არ ვარგა ერთურთის კილვა, უგზოდ სიტყვების რახუნი”. სწორედ ჩვენზეა ზედგამოჭრილი ეს ანდაზა: “ვირმა პალო მოაძრო და იმდენი სხვას არა ჰკრა, რამდენიც თითონ იკრაო”.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here