მთავარი საზოგადოება ეროვნული თვითმყოფადობისთვის

ეროვნული თვითმყოფადობისთვის

201
გააზიარეთ
ეროვნული თვითმყოფადობისთვის

საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა და უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები დაბეჯითებით მოითხოვენ ევროპასთან შერწყმადამსგავსებას.

ევროპის ქვეყნებთან (სხვა ქვეყნებთანაც) დიპლომატიური კავშირი აუციელებელია, მაგრამ მათთან შერწყმა, მათი ცხოვრების წესით ცხოვრება და მათი მითითებებით საკუთარი ქვეყნის მართვა აუცილებლად გამოიწვევს ეროვნული თვითმყოფადობის გაქრობას. ეს განსაკუთრებით საშიშია ისეთი მცირერიცხოვანი ერისთვის, როგორიც ქართველები არიან.

მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი!” _ ხშირად იმეორებენ ერთი პოლიტიკოსის ნათქვამ სიტყვას.

“მერე ამაში რა ნახე ცუდი?” ვიცი, შემომწყრებით თვალების პარპალითა და მუშტების ქნევით.

მე გეტყვით მხოლოდ იმას, რასაც თვითონ ევროპელი მოაზროვნენი ფიქრობენ ევროპასა და ევროპელებზე. არც არაფერს მოვაკლებ და არც მივუმატებ გაბოროტებით.

დიდი გერმანელი ფილოსოფოსი ჰეგელი თავისგონის ფილოსოფიაშიწერს: “კავკასიურ რასაშიღა აღწევს გონი აბსოლუტურ იგივეობას თავისთავთან. აქღა შედის გონი სრულყოფილ დაპირისპირებაში ბუნებითობასთან, თავისთავს იმეცნებს თავისს აბსოლუტურ დამოუკიდებლობაში, თავს აღწევს მერყეობას ორ უკიდურესს შორის, აღწევს თავისთავის განსაზღვრას, თავისი თვითობის განვითარებას და მით მსოფლიო ისტორიას წარმოშობს”. (ჰეგელი, “გონის ფილოსოფია”, თბ. 1984 წ. გვ. 63).

ჰეგელი კავკასიელებს (ქართველებს, ჩერქეზებს) სხვებისგან თავის ქალის აგებულებით განასხვავებს. აქედან გამომდინარე, გონებრივი შესაძლებლობებითაც (“გონის ფილოსოფია”, გვ. 61). იცის რა კავკასიური, იგივე მედიტერანული, პალეოკავკასიური, პროტოიბერიული მოდგმის დამსახურება საკაცობრიო ცივილიზაციის განვითარებაში, იგი კავკასიურ რასას უპირატესობას ანიჭებს.

ევროპელი დიდი ენათმეცნიერები კავკასიელებს სხვა რასებისგან ენითაც განასხვავებენ. ევროპელი ერები (სხვებიც) მეტყველებენ ერთმანეთის მონათესავე ინდოევროპულ ენებზე. კავკასიელები მეტყველებენ ერთმანეთის მონათესავე იბერიულკავკასიურ (ქართველურ) ენებზე. ამ ენებს ინდოევროპულ ენებთან არავითარი ნათესაური კავშირი არ აქვს.

ასე და ამგვარად, ევროპელი ფილოსოფები და ენათმეცნიერები გვეუბნებიან: თუ ქართველი ხარ, მაშასადამე ევროპელი არ ხარ!

ჰეგელის თვალსაზრისი კავკასიელებზე მიბიძგებს, ვიფიქრო ის, რომ ორმა კავკასიელმა ქართველმა _ სტალინმა და ბერიამ, მსოფლიო ისტორიას გეზი უცვალა.

ტროცკის გამოქვეყნებული აქვს თავისი გეგმა. მას სურდა, რუსეთი თეთრი ზანგებით დასახლებულ უდაბნოდ გადაექცია, არნახული ტერორით, რეპრესიებით, პერმანენტული რევოლუციებით პლანეტა გაეწითლებინა… რომ არა სტალინი, ტროცკი ამას გააკეთებდა… რომ არა სტალინი, მეორე მსოფლიო ომში ფაშისტური გერმანია გაიმარჯვებდარომ არა სტალინი და ბერია, რომელთა დამსახურებაა საბჭოთა კავშირის ატომური ბომბით შეიარაღება, ამერიკის შეერთებული შტატები საბჭოთა ქალაქებს, მათ შორის თბილისს, ატომური ბომბებით მიწასთან გასწორებდა

ყოველივე ეს რომ მომხდარიყო, მსოფლიო იქნებოდა ისეთი, როგორზეც დღეს გლობალისტები ოცნებობენ და ცდილობენ ამ ოცნების ხორცშესხმას! ასე რომ, ორმა კავკასიელმა ქართველმა მსოფლიო ისტორიას სხვა მიმართულება მისცა!

მეოცე საუკუნის დასაწყისში გერმანელმა ფილოსოფოსმა ოსვალდ შპენგლერმა მსოფლიოს “ევროპის დაისი” აუწყა.

შპენგლერის აზრით, ევროპული, ანუ ფაუსტური კულტურა X საუკუნეში იღებს დასაწყისს და იგი ევროპას დაღუპავს.

შპენგლერზე ადრე რუსი მოაზროვნენი აღნიშნავდნენ ევროპის ზნეობრივ დეგრადაციას. ალექსანდრე გერცენი წერს: საკმაოდ დიდხანს ვსწავლობდით ევროპის ჭიანაჭამ ორგანიზმს. ყველა ფენაში, ყველგან მისი სიკვდილის ნიშნებს ვამჩნევდითევროპა საშინელ კატასტროფას უახლოვდება”.

დიდი მწერალი თევდორე დოსტოევსკი ასე აღწერს ევროპის მდგომარეობას: მე ევროპაში გამგზავრება მსურს და ვიცი, რომ სასაფლაოზე მივემგზავრები…” (ამონარიდი წიგნიდან “სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა” ტ. V, თბ. 1995 წ. გვ. 126).

* ევროპა მართლაც დიდ სასაფლაოდ გადაიქცა… პირველ და მეორე მსოფლიო ომებში მილიონობით დაღუპულთა სასაფლაოდ.

* მსოფლიო ომების გარდა, ევროპაში გაუთავებელი სისხლისმღვრელი ომები მძვინვარებდა თვით ევროპის ქვეყნებს შორის.

* ისტორიას ახსოვს საშინელი ბართლომეს ღამე!

* ისტორიას ახსოვს ინკვიზიციის მძვინვარება, რომელიც ღმერთის სახელით კოცონზე წვავდა მათთვის არასასურველ ადამიანებს ქონების კონფისკაციით!

* ისტორიას ახსოვს ინდულგეციებით ვაჭრობა. ფულს გადაიხდი, იყიდი ინდულგენციას და ეკლესია ნებისმიერ ცოდვას მოგიტევებს.

* ისტორიას ახსოვს რომის პაპების გარყვნილი ცხოვრება.

* დღეს ევროპაში ინკვიზიცია, ინდულგენციებით ვაჭრობა აღარ არის, მაგრამ მძვინვარებს უფრო უარესი საზიზღრობა: რომის პაპი და კათოლიკური ეკლესია ჯვარსა წერს და ოჯახის შექმნას ულოცავს გარყვნილშეყვარებულ მამაკაცებს”, გარყვნილშეყვარებულ ქალებს”.

ასეთი ცოდვისთვის ღმერთმა ორი ქალაქი _ სოდომი და გომორი გაანადგურა, ევროპაში კი მამათმავლობასა და პედოფილიას მწვანე შუქი აუნთეს.

დღეს ევროპელი ფილოსოფოსები სასოწარკვეთით მოთქვამენ გაუცხოების პრობლემაზე. ევროპაში ადამიანები გაუცხოვდნენ, დაკარგეს თანაალმობის განცდა; ერთმანეთს უყურებენ და აფასებენ, მხოლოდ როგორც გამოსადეგ ნივთებს.

აი რას წერს სერბი არქიმანდრიტი იუსტინე პოპოვიჩი თავის ნაშრომში “მართლმადიდებელი ეკლესია და ეკუმენიზმი”. ნივთის მოყვარული ევროპელი ადამიანი თვითონაც ნივთად გადაიქცა. პიროვნება გაუფასურებული და გაცამტვერებულია ევროპაში. დარჩა ოდენ უსიცოცხლო, უსულგულო ადამიანი _ ნივთი. აღარ არსებობს ადამიანი, უკვდავი, ღვთის მსგავსი ადამიანი, დარჩა მხოლოდ ნარჩენები ადამიანისა, მხოლოდ სხეულებრივი ჩენჩო, რომლისგანაც განუდევნიათ სული. მართალია, ეს ჩენჩო დახვეწილი, გარანდულია, ელვარებამდეა გაპრიალებული, მაგრამ ის მაინც ჩენჩოა მხოლოდ და მეტი არაფერი. ევროპულმა კულტურამ სულისგან განძარცვა, გაანივთიერა, გაამატერიალურა ადამიანი, რაღაც საშინელ მანქანად აქცია იგი; და აი, ევროპული კულტურა ახლა ურჩხულისმაგვარ საშინელ მანქანად წარმოდგება ჩვენ წინაშე, რომელიც შთანთქავს ადამიანებს და ნივთებად გადაამუშავებს მათ და ფინალი ამისა არის მძიმე და ტრაგიკული: ადამიანი უსულო საგნად ქცეულა უსულო საგნებს შორის” (წიგნისიტყვა მართლისა სარწმუნოებისა”, თბ. 1995 . გვ. 118).

ფილოსოფოსი შპენგლერი, ცოცხალი რომ ყოფილიყო, რას დაარქმევდა თავის ნაშრომს _ “ევროპის დაისს”? არა მგონია, ალბათ, “ევროპის წყვდიადს”.

ელვარებამდე გაპრიალებულ მდიდარ ევროპას მილიონობით აფრიკელი და აზიელი ლტოლვილი მიაწყდა. ევროპაში მიმდინარეობს არა მხოლოდ ერების შერწყმა-გადაგვარება, არამედ რასებისაც! ფაშისტური გერმანია ანადგურებდა ერთ ერს. დღეს მიმდინარეობს კლონირებული არსების _ “რობოტოიდის” გამოყვანა. ეს არსება გაირჯება ისე, როგორც ადამიანი, მაგრამ სინამდვილეში უსულო მექანიკური არსება იქნება, რომელიც ყველა ბრძანებას დაემორჩილება და უსიტყვოდ შეასრულებს. ამგვარი ადამიანის გამოყვანაზე მუშაობენ კარგად დაფინანსებული სამეცნიერო ინსტიტუტები, მოღვაწეობენ დალესის, ბჟეზინსკის, ჰამილტონის, სოროსის… მსგავსი თეორეტიკოსები.

საუბედუროდ, საქართველოში ბევრია მათი მომხრე და მიმდევარი, რომელთა ძირგამომთხრელ საქმიანობას ფარდას ხდის აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე თავის შესანიშნავ წიგნში ავაჰმე, ჩემო მამულო”!

ევროპა გულგრილად უყურებდა ოსმალეთის იმპერიის ექსპანსიას საბერძნეთში, ევროპის სხვა ქვეყნებში. ხმა არ ამოუღია არც აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებაზე… თხოვნის მიუხედავად, ევროპა საქართველოს არ ეხმარებოდა სპარსეთის, ოსმალეთის, არაბეთის შემოსევების მოგერიებაში. რომ არა საქართველო, ეს აგრესიული ქვეყნები შეძლებდნენ რუსეთის, ევროპის გამუსლიმანებას… კავკასიურმა რასამ, ქართველებმა გადაარჩინეს რუსეთი და ევროპა, შეცვალეს მსოფლიო ისტორია. მიუხედავად ამისა, ევროპა არ წყალობს მართლმადიდებელ ქვეყნებს, მაგალითად საბერძნეთიც და სერბეთიც კმარა…

ნატოში გაწევრებით (საეჭვოა, თუ მოხდება) საქართველო აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ვერ დაიბრუნებს. საქართველო გადაიქცევა დიდ სახელმწიფოთა რაკეტების სამიზნედ, ამიტომ აუცილებელია სამხედრო მიუმხრობლობა.

შეძლებს თუ რა საქართველო დამოუკიდებლად არსებობას?

უძველეს დროში საქართველომ კაცობრიობას მეტალურგია, მედიცინა ასწავლა… ჩვენს დროში ქართველმა მეცნიერებმა ახალი აღმოჩენებით გაამდიდრეს ქიმია, ფიზიოლოგია, ფსიქოლოგია, მედიცინა, მათემატიკა… ძველმა ქართველებმა შექმნეს უნიკალური დამწერლობა, ღვთაებრივი ქართული სიმღერები, ცეკვები, უმდიდრესი ფოლკლორი… გვყავდა და გვყავს დიდი პოეტები, მწერლები, მხატვრები… გვყავდა და გვყავს მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები სპორტის მრავალ სახეობაში… გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებიც უცხოეთში წარმატებით მუშაობენ… ნებისმიერი მრავალმილიონიანი ქვეყანა იამაყებდა ჩვენი ეროვნული სიმდიდრეებით!

საუბედუროდ, არ გვყავს ეროვნული ხელისუფლება!

ქართველი ერის გადარჩენისა და დამოუკიდებლად არსებობისთვის აუცილებელია ეროვნული ხელისუფლება.

თენგიზ კუბლაშვილი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here