Home რუბრიკები საზოგადოება “ეროვნული ერთიანობის სათათბიროს” მიმართვა ქართველ საზოგადოებას

“ეროვნული ერთიანობის სათათბიროს” მიმართვა ქართველ საზოგადოებას

1426
“ეროვნული ერთიანობის სათათბიროს” მიმართვა ქართველ საზოგადოებას

მოგმართავთ დიდგორის ველიდან, სადაც საქართველოს მეფე დავით IV აღმაშენებელმა 1121 წლის 12 აგვისტოს თურქსელჩუკთა უზარმაზარი არმია გაანადგურა და ამით საფუძველი ჩაუყარაოქროს ხანისდასაწყისს საქართველოს ისტორიაში, მემატიანემ კი დიდგორის ბრძოლასძლევაი საკვირველიუწოდა.

მეომარნო ქრისტესანო!

ჩვენ, ყველამ, ხელების ცისკენ აღპყრობით, ღმერთს აღთქმა მივეცით, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე დავიღუპებით და არ გავიქცევით. და, რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდეც რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესასვლელი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკრათ და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ!” _ ასე მიმართა დავით აღმაშენებელმა ქართულ ჯარს, რომლის შემადგენლობაში 40 000 ქართველი, 15 000 ყივჩაღი, 500 ოსი და დაახლოებით ამდენივე ფრანგი შედიოდა.

ქართველს აღიარება რომ შეეძლოს, მთებს გადადგამდა. აი, ამ სიტყვებით ვიწყებ მიმართვას.

მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო!

მარტივად, რომ ვთქვათ, სამშობლო ითხოვს ჩვენგან, ერისა და ბერისაგან, შველასა და გადარჩენას, ამიტომ საჭიროა ერთად დადგომა ადამის მოდგმის გადასარჩენად. ღვთისმშობელი, სამშობლო და დედამიწაა გადასარჩენი.

საქართველოში არსებული პოლიტიკური სისტემისა და დემოკრატიის პირობებში ნებისმიერი პროგრამა განუხორციელებელია, თუ სახელმწიფოებრივად არ იქნა გადაწყვეტილი და გამოხატული პოლიტიკური ნება.

სამწუხაროა, რომ 24 საათი ჩართულია სიყალბისა და სილაყბის მანქანა, რომელმაც ხალხში უნდობლობა და ნიჰილიზმი გამოიწვია.

ადამიანის ღირსება, პატიოსნება, რელიგია, სინანული, სიყვარული, ერთმანეთის გაფრთხილება და ოჯახი _ ეს არის ის, რამაც ჩვენი ერის ისტორია შექმნა.

არსებული დაძაბულობის ჟამს ჩვენი გუნდი ნელნელა მოემზადა, მოიკრიბა ძალები, გავედით ხალხში და შევეცადეთ, შეგვესწავლა მოსახლეობის პრობლემები და შევკარით თანამოაზრეთა გაერთიანება, რომელიც არ უფრთხის არც ერთ გამოწვევას. პირიქით _ აგრესიულ ძალებს ვთავაზობთ, უკან დაიხიონ და გზა დაუთმონ ღირსეულ საზოგადოებას.

მეგობრებო, საჭიროა გამოღვიძება, რათა არსებულ ვითარებას ბოლო მოეღოს. ჩვენ არ გვინდა დემოკრატიისა და თავისუფლების ისეთი ხარისხი, რომელიც ამახინჯებს ისტორიის ფურცლებს.

“მე ყოველთვის მეგონა, რომ დემოკრატია ხალხის ძალაუფლებაა, მაგრამ მეგობარმა რუზველტმა ამიხსნა, რომ დემოკრატია _ ეს ამერიკელი ხალხის ძალაუფლებას ნიშნავს”, _ ეს ფრაზა ეკუთვნის იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილს _ გენერალისიმუსს, იოსებ სტალინს. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ უინსტონ ჩერჩილს კი დემოკრატია მმართველობის უარყოფით ფორმად მიაჩნდა… იყო სხვა თვალსაზრისიც, რომლის ჩამოთვლისგან ამჯერად თავს შევიკავებ.

მეგობრებო, საქართველო არის მართლმადიდებელი და მრავალეროვანი ქვეყანა. ჩვენი გზა ქრისტეს გზაა, ფარი კი _ ლოცვაკურთხევა, ქადაგება, ზიარება მეომრის იარაღია, ოჯახისა და თითოეული ადამიანის ღირსებაა. მათი შესრულება და დაცვა თითოეულის წმინდა ვალია, რაც მიგვიყვანს სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობამდე და ჭეშმარიტ დემოკრატიამდე.

გაერთიანებული საზოგადოებისთვის მიუღებელია ის აზრი, როგორიც აქვს შვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ კარლ ბილდტს. მისი თქმით, მართლმადიდებლობა ისლამურ ფუნდამეტალიზმზე საშიშია. იგი წარმოადგენს მთავარ მუქარას დასავლური ცივილიზაციისთვის”. ამის გაგონებაც კი ჩვენთვის დიდ ტრაგედიას წარმოადგენს.

ჩვენ მიერ შექმნილი საზოგადოება გაემიჯნა კრიმინალურ პარტიულ კოაბიტაციას. ამ საზოგადოების კოაბიტაცია იქნება მხოლოდ და მხოლოდ ხალხთან, რათა დავიცვათ და ცხოვრებაში გავატაროთ მისი უფლებები და ინტერესები.

დღეს ჩვენ ვართ “ერთიანი ეროვნულ-პატრიოტული მოძრაობის” საინიციატივო ჯგუფთან ერთად და ამ ორგანიზაციის მმართველობის ფორმა საზოგადოების დაკვეთით შეიქმნა. დღეიდან ზემოაღნიშნული ორგანიზაციის მართვის ორგანოს წარმოგიდგენთ “ეროვნული ერთიანობის სათათბიროს” სახით.

“ეროვნული ერთიანობის სათათბიროს” ზემოხსენებული მოთხოვნა განაპირობა საქართველოში არსებულმა მძიმე პოლიტიკურმა და სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ. ქართველი ერი თავისი არსებობის განმავლობაში არაერთხელ ყოფილა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ ქართველი ხალხის სიბრძნემ ჩვენი ქვეყანა გადაარჩინა განადგურებას, განსხვავებით დიდი იმპერიებისა, რომლებმაც ვერ გაუძლეს ისტორიულ ქარტეხილებს. დღეს მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და გლობალიზაციის პირობებში არ დავუშვებთ გარე დესტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივი ძალების მიერ ქვეყნის მართვას და მის საშინაო საქმეებში ჩარევას; არ დავუშვებთ, საშინაო და საგარეო პოლიტიკა მიმართული იყოს ხალხის ნების წინააღმდეგ. საქართველო ისტორიულად არის ტრადიციული ქვეყანა და ქართველ ერს აქვს დიდი პოლიტიკური კულტურა. საქართველო არაერთხელ ყოფილა გამოუვალ მდგომარეობაში, მაგრამ საბოლოოდ არასდროს დამარცხებულა პოლიტიკური ბრძოლის ველზე.

“ეროვნული ერთიანობის სათათბირო” მზად არის, შეხვდეს საქართველოს მეგობარი ქვეყნების პოლიტიკოსებს, მეგობარი ქვეყნების ხელისუფლებებს, აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, აკრედიტებულ ჟურნალისტებს, რომლებიც დაგვეხმარებიან სამართლებრივად და ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, აგრეთვე, მივმართავთ ყველას, მონაწილეობა მიიღონ საქართველოსა და რუსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.

ერთიანი ეროვნული სათათბირომზადაა, შეხვდეს ქვეყნის მთავრობას, პოზიციას, ოპოზიციას და გამართოს ინტესიური შეხვედრები მოსახლეობასთან.

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, პოლიტიკური ბრძოლის სწორად წარმართვისთვის ვაწარმოებთ შეხვედრებს შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირებთან არა მხოლოდ ზემოაღნიშნული, არამედ სხვა საკითხების დასაზუსტებლადაც. საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, გთავაზობთ ურთიერთთანამშრომლობას, რათა საქართველომ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო ქვეყნების თანამეგობრობაში.

დასასრულ, მოგიწოდებთ, გავერთიანდეთ და ერთად ვიზრუნოთ ერისა და ბერის გადარჩენაზე.

პატივისცემით,

თეიმურაზ მაკარიძე,

ეროვნული ერთიანობის სათათბიროსთავმჯდომარე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here