მთავარი საზოგადოება ერის გარყვნისა და გადაგვარების გეგმა განათლების რეფორმის ეგიდით

ერის გარყვნისა და გადაგვარების გეგმა განათლების რეფორმის ეგიდით

1153
გააზიარეთ
ერის გარყვნისა და გადაგვარების გეგმა განათლების რეფორმის ეგიდით

განათლების სამინისტრო რეფორმებს განაგრძობს. არადა, რა კარგად დაიწყეს, როცა იაკობ გოგებაშვილისდედა ენისდაბრუნება გადაწყვიტეს სკოლებში (მართალია, საზოგადოების ზეწოლით, მაგრამ მაინც), მერე დაიწყო და ჯერაც გრძელდება: აქეთ _ სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმება, იქით _ უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების გაუქმება და მომავალი თაობის გამოთაყვანებისკენ გადადგმული რამდენიმე ნაბიჯი.

ჰო, გამოთაყვანებისკენ, აბა, ბავშვმა რომ იცის, ატესტატისთვის გამოცდა არ სჭირდება, თავს სწავლით რატომ მოიკლავს?! ყველა ვიყავით ბავშვები და უმრავლესობა სწორედ იმას ფიქრობს, იოლად როგორ გამოძვრეს. მერე ის ეცოდინება, რომ უმაღლესში მისაღებად გამოცდები არ არის საჭირო და არც მაგის გამო დაიწყებს თავის მოკვლას სწავლაზე. აი, მერე ისიც ეცოდინება, რომ ფულს თუ გადაიხდის, ბევრ რამეზე თვალს დახუჭავენ უმაღლეს სასწავლებელში და, საბოლოო ჯამში, დიპლომს, რომელმაც მისი მომავალი კვალიფიკაცია უნდა განსაზღვროს, ცოდნით კი არა, იმ გადასახადით აიღებს, რომელსაც ყოველწლიურად გადაიხდის. ეს არის ის რეალობა, რომელიც განათლების სამინისტრომ დღეს დაგვიხატა და ამ რეალობას ვერ გავექცევით.

იმაზე აღარაფერს ვამბობთ, ჩინეთის ელჩთან ხელშეკრულება რომ გააფორმა განათლების სამინისტრომ და მომავალი წლიდან ჩინურად რომ ალაპარაკდებიან ქართველი ბავშვები. ჰოდა, ამ ყველაფრის გვირგვინი ის ინიციატივაა, რომელიც უკვე წამოაყენეს და რამდენიმე არასამთავრობო მხარს უჭერს. საუბარია სკოლებში სექსუალური განათლების შეტანაზე. პრინციპში, რაღა შეტანაზე, საჯარო გაკვეთილები უკვე აქტიურად იმართება და სოციალური ქსელებიც “ააფეთქა”.

გაკვეთილების ავტორია გენდერის მკვლევარი ხატია ახალაია, რომელიც აღშფოთდა იმით, რომ მოსახლეობის ნაწილმა მისი გაკვეთილები დაგმო და მკვლევარს დაემუქრა კიდეც. სამაგიეროდ, არასამთავრობო ორგანიზაციები ალესილი მახვილივით დადგნენ “გაკვეთილების თავისუფლების” სადარაჯოზე და ხატიას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. რა თქმა უნდა, ყოველგვარ ძალადობას ვეწინააღმდეგებით და ვგმობთ, მაგრამ… დიდი ბოდიშის მოხდით, უნდა დავწეროთ ის, რითაც ეს ადამიანები თავს იმართლებენ და ბავშვების (სწორედ ბავშვების, რადგან გაკვეთილები 8-10 წლის ბავშვებზეა გათვლილი) გადაგვარებას “აპრავებენ”.

პატარა ბიჭებმა უნდა იცოდნენ, რომ ანუსის ხვრელი არსებობს იმისთვის, რომ იქიდან სიამოვნების მიღება შეიძლება. მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი შეიძლება გააუპატიურონ, ანუ მოძალადემ ანუსის ხვრელიდან მიიღოს სიამოვნება”, _ ეს არის მცირე ამონარიდი იმ გაკვეთილიდან, რომელიც სწორედ 8-10 წლის ბავშვმა უნდა მოისმინოს.

ალბათ, დროს ჩამოვრჩით, ალბათ, ძალიან უკან ვართ და ვერ ვხვდებით, რატომ უნდა ვუთხრათ მეორე და მესამეკლასელ ბიჭებს ის, რომ ანუსის ხვრელით შესაძლოა ვინმემ სიამოვნება მიიღოს. ამ პრობლემის გამოსავალს ქვემოთ გეტყვით, მანამდე კი ჩვენს ვარაუდს გაგაცნობთ, რა ხდება რეალურად. რეალურად კი, ბიჭების მომზადება ხდება იმისთვის, რომ მათში მამათმავლური მიდრეკილებები გააღვივონ და ეს _ მამათმავლობა _ შემდგომში ნორმად აქციონ. რომ მათთვის სიტყვა გეი შემდგომში მარტივი მისაღები და მარტივად აღსაქმელი გახდეს. ანუ მომავალმა თაობამ, ბავშვობიდანვე, პრაქტიკულად პირველი კლასიდან, უნდა იცოდეს, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომ ამის გამო ტრაგედიის შექმნა საჭირო არ არის.

ანალოგიური რამ ითქმის გოგონებზე _ მათაც ასწავლიან განსხვავებას სასქესო ორგანოებს შორის, მათაც ეუბნებიან, საიდან და როგორ შეიძლება სიამოვნების მიღება და ესეც შორსმიმავალი გეგმა გვგონია. იდეის ავტორები იმასაც აცხადებენ, რომ ბავშვებს სამომავლოდ უფრო ბევრ რამეს ასწავლიან და აღარ მოხდება ის, რაც ორი თვის წინათ მოხდა. თურმე, ორი თვის წინათ ერთ-ერთი 15 წლის მოზარდი, რომელიც ქუჩაში ცხოვრობს, ექიმთან მუცლის ტკივილის ჩივილებით მივიდა და აღმოჩნდა, რომ ორსულად იყო. ანუ, იდეის ავტორები, გაკვეთილების ჩამწერები, ამბობენ, რომ მოზარდებს თავის დაცვასაც ასწავლიან. იმას კი არ ასწავლიან, რომ 15 წლისამ სექსუალური ცხოვრება არ უნდა დაიწყო, არამედ იმას, როგორ უნდა დაიცვან თავი არასასურველი ორსულობისგან.

რეალურად კი, ის კი არ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, ვინ როგორ დაიცვას თავი და საიდან მიიღონ სიამოვნება, არამედ აუცილებელია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით კანონის გამკაცრება. პედოფილიაში ბრალდებულებისთვის სასჯელი უნდა იყოს სამუდამო პატიმრობა და ყველა ვნახავთ, როგორ ეტაპობრივად მოგვარდება პრობლემა. რომ ეცოდინებათ, ამის გამო სამუდამო სასჯელი ელით, დაფიქრდებიან, თავს შეიკავებენ. არაერთხელ დამტკიცებულა, რომ კანონის გამკაცრება ყოველთვის ამართლებს. ასე იყო ნაციონალთა ხელისუფლების დროს, ნარკოტიკების მოხმარებაზე უზარმაზარი სასჯელები რომ დააწესეს და… ახლა კი ადვილად ვსაუბრობთ, რომ ნარკომანები ავადმყოფები არიან და მათ უნდა ვუმკურნალოთ, მაგრამ რეალურად, სწორედ ერთიზახოდისგამო ხდება უამრავი დანაშაული და იმას ვამბობთ, რომ კანონის გამკაცრებამ მაშინ ნარკომანები გააქრო. დანაშაულმაც იკლო და ეს იყო ერთერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც იმ სისხლიანმა რეჟიმმა მიიღო.

იგივე უნდა მოხდეს ახლა და არ გვეგულება ადამიანი, რომელიც პედოფილებისთვის სამუდამო პატიმრობის დადგენას გააპროტესტებს. მაშინ საჭირო აღარ იქნება ბავშვებისთვის არაფრის ახსნა. სამაგიეროდ დიდებს აუხსნიან, რა შეიძლება მოჰყვეს არასწორი სიამოვნებისკენ ლტოლვას. სხვა ვარიანტში კი რა გამოვა? დაიწყებენ თეორიით სწავლებას, შემდეგ გადავლენ პრაქტიკაზე და სკოლებშიც ზუსტად ისე დაიქირავებენ ნატურებს, როგორც ამას სამხატვრო აკადემიაში აკეთებენ. თუმცა, იქ შიშველ ადამიანებს ხატავენ, სკოლაში კი შიშველ ადამიანებს ბავშვებს დაათვალიერებინებენ, აჩვენებენ ყველა ხვრელს, საჭიროს და არასაჭიროს; აუხსნიან, სად, რა და როგორ ხდება და მერე, ამ ყველაფრით გაბრუებული ბავშვი, შინ რომ მივა, რა გუნებაზე იქნება, თავად განსაჯეთ.

რაც მთავარია, ეს ბავშვი აღარ იფიქრებს სწავლაზე, რადგან ეს, უბრალოდ, არ სჭირდება _ ატესტატი უგამოცდოდ, უმაღლესი _ უგამოცდოდ და რა საჭიროა სწავლა?! შემდეგ, ანატომიაში გათვითცნობიერებული ახალგაზრდა თავისი სპეციალობით ვერსად დაიწყებს მუშაობას, რადგან დიპლომის შესაბამისი ცოდნა არ ექნება მიღებული და წავა შავ მუშად. შავ მუშად წასვლის ორი ვარიანტი არსებობს _ ან უცხოელ ინვესტორთან, რომელთანაც მუშაობა უმრავლეს შემთხვევაში მონობის ტოლფასია, ან მაღალჩინოსნების შვილების კომპანიებში, რადგან ისინი შვილებს საქართველოში კი არა, უცხოეთში ასწავლიან.

რაც უნდა გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ, ეს ერის გადაგვარებისა და დამონების კარგად გაწერილი გეგმაა; გეგმა, რომელსაც საფუძვლიანად მიჰყვებიან სოკოებივით მომრავლებული არასამთავრობოები, რომლებიც ევროპიდან და ამერიკიდან ფინანსდებიან. თუ დააკვირდებით, საკმარისია, ერთმა არასამთავრობომ ხმაური ატეხოს, მაშინვე სხვებიც აჰყვებიან, აქციებსაც ერთად გამართავენ, ლოზუნგებსაც ერთად მოიგონებენისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ერთმანეთის მიმართ ვალდებულება აქვთ და, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ხშირ შემთხვევაში მათი დაფინანსების წყარო ერთი და იგივე უცხოური ორგანიზაციებია, სოლიდარობის მიზეზიც ნათელი გახდება.

საბოლოო ჯამში, ამ გაკვეთილების ავტორი მსხვერპლად გამოიყვანეს და ახლა ისე ხატავენ, რომ ამ სიბინძურის ავტორი ჩვენი გადამრჩენელია, ჩვენ კი ვგმობთ. ისე გამოდის, თითქოს ჩვენ, მოსახლეობის უმრავლესობა, ნოვაციებს ვეწინააღმდეგებით და ფეხს ვერ ვუწყობთ თანამედროვეობას. ისე, თუ ეს არის თანამედროვეობა, არ გვინდა, ბატონო, მართლა არ გვინდა და, თუ ჩვენი არ გჯერათ, ქუჩაში გადით. მაგრამ, ქუჩაში გასვლის უკვე გეშინიათ, რადგან თურმე გემუქრებიან და არაფრისგან სკანდალიც შეიქმნა, თემაც აქტუალური გახდა და, თუ ეს გაკვეთილები ვინმეს არ ჰქონდა ნანახი, ახლა აუცილებლად ნახავს, რადგან ტელევიზიებით თოქ-შოუები მიუძღვნეს, ივიშვიშეს, უფრო მეტი სიმძაფრე შესძინეს, ის ადამიანები დაგმეს, რომლებიც ამ ყველაფრის წინააღმდეგ წავიდნენ.

ნამდვილდ ვერ გეტყვით, რატომ არ აქვს მძაფრი რეაქცია ამ ყველაფერზე განათლების სამინისტროს, რატომ არ გმობენ პოლიტიკოსები ამ “სიახლეს”… ეჭვი გვაქვს, ორივე მხარე იმედოვნებს, რომ ამას ხალხი არ დაუშვებს და მათი პროტესტის ფონზე აიცილებენ მარაზმს. თვითონ კი ევროპელ პარტნიორებთან ხელებს გაშლიან: ჩვენ რა შუაში ვართ, აგერ, ხალხმა თქვა უარი, თორემ ჩვენ მხარს ვუჭერდითო. ასეა, ორმაგი სტანდარტი ბავშვებზეც ვრცელდება, ჩვენს მომავალზე და იმიტომ ვართ მრავალსტანდარტიანები ბოლოს!

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. batono beso, amden vish-vishs rom tavi daanebot kvelam da sakmeze gadaxvidet ar jobia??
    yvelas kargad gvesmis rac xdeba sakartveloshi.imaze kargad vidre carmogidgeniat , tkven , jurnalistebs politikosebs da tvit “chvens mama marchenal(ar caxvidet gevedrebit” bidziniesac! ki) ase rom exla sakmis droa da moeshvit ase ikneba da ise ikneba.-aravin araperi ar icit ra ikneba upali gmertis garda(dideba upals)

    xeli gavandzriot da goneba movikripot kartvelebma rom martlac monebad ar vikcet. ra ikot , ra kiurebi chamogikriat-arasamtavroebi ase da ise rom gaidzaxit.–dadgnen da ikviron, chven agvudget cin mat imsgavso kmedebebs, xalxis dzalas tvis “ar caxvide batono bidzinie da modi misha gvishvelec” ki verapers daakleben! es kargad icodet da sheignet kvelam visac samshobloze da momavalze guli shgvtkiva! dzala ertobashia, xalxis ertobashi da urkev rcmenashi!!!!

  2. ani gaixare, mec mase vfiqrob, ra bizdina da ra misha, sad banaoben es vitom ,,politikuri elita” sinamdvileshi eshmak-qajta dasayrdeni zdakla tavis opozicioner-pozicioner bandastan erta, fu rogor mezizgebit rom icodet, aravis ar ainteresebs tqveni sisxliani gza politikosebo, amogicanit ukve, tqveni adgilia cixe dausrulebeli wameba da tanjva, radgan amdeni wlebia tanjavt dayidit adamianebs… vicit tqveni,,sagmiro ” saqmeebi da

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here