Home რუბრიკები პოლიტიკა ერთპოლუსიანი მსოფლიოს დასასრული

ერთპოლუსიანი მსოფლიოს დასასრული

316

წინა ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში აღვნიშნე, რომ აშშის ჯარების ავღანეთიდან სამარცხვინო გაქცევას აშშისმარაზმატიკმაპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ურცხვად უწოდა ამერიკის ისტორიაში ერთერთი ბრწყინვალედ ჩატარებული სამხედრო ოპერაცია, მაგრამ არაფერი მითქვამს იმაზე, რომ ბაიდენის განცხადება, აშშ აღარასოდეს ეცდება ძალისმიერი სამხედრო ქმედებებით სხვა ქვეყნებში ამერიკული ღირებულებაფასეულობის დამკვიდრებასო, როგორც ჩვენში იტყვიან, “ყინულზე დაწერილი პირობა”, ანუ მტკნარი სიცრუეა და სხვა არაფერი.

სხვა ქვეყნებში სამხედრო ძალით ამერიკული დემოკრატიის ექსპორტზე ანგლოსაქსებმა შეიძლება მართლა თქვან უარი, რადგან, ჩვენგან განსხვავებით, ამერიკაში ხელისუფლებამ საზოგადოებრივი აზრი ძნელად შეიძლება უგულებელყოს. ამიტომაც უჭირს ჯო ბაიდენს, საზოგადოებას აუხსნას, რისთვის დაიღუპა ავღანეთში 20 წლის განმავლობაში 2 ათასზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი _ ბოლოს დანარჩენ სამხედროებს კურდღლებივით რომ მოეცოცხათ იქიდან, იმისთვის?

ჯერ ერთი, რბილად რომ ვთქვათ, სოლიდური ასაკის გამო პრაქტიკულად გამორიცხული იყო, როგორც დონალდ ტრამპმა უწოდა, “მძინარა ჯოს” მეორე ვადით არჩევა. ახლა კი, ავღანეთში განცდილი კრახის შემდეგ, ისე დაეცა მისი რეიტინგი, რომ თეორიულადაც კი გამორიცხულია ოვალურ კაბინეტში მისი მეორე ვადით ძილი. ანალოგიური რეპუტაციული ზიანი (ახლო პერსპექტივის გათვალისწინებით, იქნებ უფრო მნიშვნელოვანიც კი) მიადგა ბაიდენის “მშობლიურ” დემოკრატიულ პარტიას, რომელიც, დიდი ალბათობით, შუალედური არჩევნების შედეგად, კონგრესსა და სენატში უმცირესობაში შეიძლება აღმოჩნდეს, რაც ლიბერალური დემოკრატიის აპოლოგეტებისთვის გადამწყვეტი დარტყმა იქნება.

ვლადიმერ ზელენსკის თეთრ სახლში ვიზიტის მრავალგზის გადატანა-გადმოტანის შემდეგ, როგორც იქნა, აღსრულდა მისი ნატვრა და ავღანეთის შოკიდან ჯერ კიდევ ვერგამოსულმა ჯომ ოვალურ კაბინეტში მიიღო უკრაინის აბეზარი პრეზიდენტი. აბეზარი იმიტომ, რომ თვეების განმავლობაში მართლაც თავი მოაბეზრა ბაიდენის ადმინისტრაციას, აუდიენციის თხოვნა-მუდარით, რომელიც, როგორც იქნა, გაიმართა და თანაც თეთრი სახლისთვის ყველაზე უხერხულ მომენტში _ ჯო ბაიდენი ჯერ კიდევ არ იყო ავღანეთის შოკიდან გამოსული და ამიტომ თეთრ სახლში ზელენსკისთვის არავის სცხელოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონში ვიზიტამდე უკრაინის კლოუნი პრეზიდენტი ბევრს ბაქიბუქობდა, ჯო ბაიდენს ყირიმზე, დონბას-ლუგანსკზე, “ჩრდილოეთოს ნაკადი-2”-ზე კატეგორიული ტონით დაველაპარაკები და უფრო მეტიც, ულტიმატუმის სახით მოვთხოვ, ნატოში უკრაინის გაწევრების კონკრეტული თარიღი დამისახელოსო, რა თქმა უნდა, მსგავსი არაფერი მომხდარა _ ზემოთ დასახელებულ თემებზე აშშ-ის პრეზიდენტს “სიტყვაც არ დაუსველებია”.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზელენსკიმ უკრაინის მთავარი საექსპორტო საქონელირუსოფობიასასურველ ფასად ვერ გაყიდა (თუ საერთოდ გაყიდა), არადა, რამდენიმე მილიარდის მიღება სურდა _ ანუ, ყოველივე ეს ზელენსკისთვის შეხვედრა შეხვედრისთვის იყო და სხვა არაფერი. რაც შეეხებამძინარე ჯოს”, წამიერად გაღვიძებულმა, უკრაინის პრეზიდენტს უსაყვედურა, _ შენს ქვეყანაში ლგბტ პირების უფლებები ჯეროვნად არ არის დაცულიო. პასუხად უკრაინის პრეზიდენტი პატრონს შეჰპირდა, რომ ამიერიდან პირადად გააკონტროლებდა ლგბტ თემის პარპაშის უფლებას. არ ყოფილა ერთობლივი პრესკონფერენციაც, მხოლოდ გამოქვეყნდა 5-პუნქტიანი კომუნიკე, რომლის პირველი 4 პუნქტი ქართველებისთვისაც ნაცნობ “უმნიშვნელოვანეს” თემებს ეხებოდა _ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერით დაწყებული და სხვა არაფრისმთქმელი სიტყვებით დამთავრებული. რაც შეეხება მე-5 პუნქტს, კომუნიკეს მართლაც გვირგვინად ადგა ლგბტ პირების უფლებათა დაცვა-პროპაგანდის გარანტირება. აი, ასეთი “ხელდამშვენებული” დაბრუნდა კიევში უკრაინის კლოუნი პრეზიდენტი, რომელმაც არ დაახანა და ბაიდენისთვის მიცემული პირობის ერთგულების საილუსტრაციოდ 19 სექტემბერს ლგბტ-თა გრანდიოზული აღლუმი დანიშნა კიევის მთავარ გამზირ ხრეშატიკზე.

წინამდებარე წერილის ეს პასაჟი ასე ხაზგასმით იმის საილუსტრაციოდ გავშალე, რომ საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ შემეხსენებინა: ე.წ. ლიბერალური დემოკრატიის უმთავრესი “ღირებულება” თუ “ფასეულობა” ე.წ. ადამიანის უფლებათა დაცვის ნიღბით ლგბტ გარყვნილების აგიტაცია-პროპაგანდა, ანუ მსოფლიოს ლგბტზაციაა.

სწორედ ამ “ღირებულება-ფასეულობათა” (რომლებითაც უკვე მოწამლულია ე.წ. კოლექტიური დასავლეთი) მიღება-აღიარებას უშლის ხელს მართლმადიდებელი ქრისტიანობა და მართლმადიდებლობის დამცველი რუსეთი. მესამე რომად წოდებული რუსეთი რომ არა, დღეს მართლმადიდებელი ეკლესია არ იარსებებდა.

9 სექტემბერს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის კიდევ ერთი რამ მოხდა _ მოსკოვს, ეს უკვე მერამდენედ, ბელარუსის პრეზიდენტი, ლიბერასტული კოლექტიური დასავლეთის მიერ ევროპის უკანასკნელ დიქტატორად შერაცხილი ალექსანდრე ლუკაშენკო ეწვია. ვისურვებდი, “ბატკასავითსაკუთარ ქვეყანაზე მზრუნველი პრეზიდენტი, თუნდაც დიქტატორი, ჩვენც გვყავდეს, ქართველებს. ორი ქვეყნის ლიდერთა მოლაპარაკება ღამის 2 საათამდე გაგრძელდა, რომლის შემდეგაც ლოდინით გათანგული ჟურნალისტების წინაშე პრეზიდენტები ერთობლივი პრესკონფერენციით წარდგნენ. გაირკვა, რომ ლუკაშენკომ და პუტინმა რუსეთბელარუსის პოლიტიკურეკონომიკური ინტეგრაციისთვის საჭირო 28 თემაზე სრულ კონსენსუსს მიაღწიეს. თემებზე, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგიყვანს, ხოლო კოლექტიურ დასავლეთს “გულს გაუხეთავს”, რადგან ზემოხსენებული შეთანხმებები ერთობლივი ისტორიული წარსულისა და კულტურის მქონე ერთი ეთნოსის კვლავ ერთ სახელმწიფოში _ რუსეთის იმპერიაში _ გაერთიანებას ნიშნავს, თორემ ბელარუსებს (თეთრ რუსებს) სახელმწიფო არასოდეს ჰქონიათ, ისევე, როგორც უკრაინელებს

ზემოთქმულმა ორი ნიშანდობლივი რამ გამახსენა:

პირველი _ სიმღერადქცეული ლექსი, რომლის ლაიტმოტივი ასეთია: “Россия, Украина, Белоруссия. Племен  славянских три богатиря”. სამ გოლიათში იგულისხმება _ რუსი ილია მურომეცი, უკრაინელი დობრინია ნიკიტიჩი და ბელარუსი ალიოშა პოპოვიჩი ასე რომ, მოსკოვის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულისა და დონბასის ოლქის “ანექსია” ისტორიული სამართლიანობის აღდგენაა. მეორე _ პირველიდან გამომდინარე, სიმღერა და ლექსი არა, მაგრამ ზბიგნევ ბჟეზინსკის “პროზა” გამახსენდა: უკრაინის გარეშე რუსეთი რეგიონულიდერჟავაა”, ხოლო უკრაინასთან ერთად _ მსოფლიო იმპერია”…

დავით მხეიძე

P.S. ბოლო საუკუნეების განმავლობაში ავღანეთს ერთი დღეც არ უცხოვრია ომის გარეშე და ამიტომაც ისტორიკოსები ამ ქვეყანას იმპერიების სასაფლაოს უწოდებენ. ვინ აღარ სცადა ამ ვაჟკაცი ერის დამონება _ “ველურიიმპერიებით დაწყებული, ბრიტანეთითა და აშშით დამთავრებული, მაგრამ ყველამცხვირი წაიტეხა”…

კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ყველაზე თავისუფალი მედიაავტორიტარული მმართველობისრუსეთშია, რადგან პოლიტიკურ ტოქშოუებში ამერიკელ, უკრაინელ თუ, ვინც გნებავთ, რუსეთისადმი აშკარად მტრულად განწყობილ ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში საშუალება აქვთ, აკრიტიკონ პუტინისდიქტატორობა”, განსხვავებითთავისუფალი სიტყვის ციტადელაშშის ტელევიზიებისა, ამერიკის პრეზიდენტს მიკროფონს რომ უთიშავენ.

რუსეთის მთავარი მოკავშირე სიმართლეა, ამიტომაც მსგავსი ტელედებატები თუ ტოქშოუები ყოველთვის რუსეთის პოზიციის გამარჯვებით მთავრდება. ამას წინათ ავღანეთის საკითხზე კუთხეში მიმწყვდეულმა ერთმა რუსოფობმა პოლონელმა ჟურნალისტმა აშშის ავღანეთიდან გაქცევის გასამართლებადდაახეთქა”: რას ერჩით ამერიკელებს, მათ ავღანელებს სამშობლო დაუტოვეს და რა ანგლოსაქსების ბრალია, თუ თალიბებმა ქვეყნის მართვა ვერ შეძლეს? სამწუხაროდ, სტუდიაში არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც ამ ამაზრზენ დემაგოგიას საკადრის პასუხს გასცემდარატომ არ დაანებეს საკუთარი ქვეყნების მართვა ანგლოსაქსებმა ერაყს, ეგვიპტეს, ტუნისს, ლიბიას, იუგოსლავიას, რომლის დედაქალაქი ბელგრადი საავიაციო დაბობვებით მიწასთან გაასწორეს, ქვეყანა კი დაშალეს. სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს, რომ არა გაძლიერებული რუსეთი, სადამ ჰუსეინის ან მუამარ კადაფის ბედი ელოდა; ხოლო სირია, როგორც სახელმწიფო, დღეს პოლიტიკურ რუკაზე აღარ იარსებებდა.

ცივი ომი აშშმა კი არ მოიგო, არამედ მოღალატე გორბაჩოვშევარდნაძეიაკოვლევის მეცადინეობით სსრკმა წააგო და, რაც მათ დააკლეს საბჭოეთს, ბორის ელცინმა აუსრულა უკვე კაპიტალისტურ რუსეთს; იქამდეც კი, რომ .. ბუშის ქათმების ბარკლების სანაცვლოდ უზარმაზარი ბირთვული სახელმწიფო აშშის საელჩოდან იმართებოდა; მეტიც, რუსეთის კონსტიტუცია ელცინის კაბინეტში აშშის ელჩის ზედამხედველობით იწერებოდა. აი, სწორედ მაშინ, 1990-იან წლებში იყო ელცინის რუსეთი ამერიკელებისთვის კარგი, სანამ ხელისუფლებაში მოულოდნელად არ მოვიდა ლენინგრადში ქუჩის დაუწერელი კანონებით აღზრდილი ვლადიმერ პუტინი, რომელმაც სასწაულებრივად ფეხზე დააყენა, ანგლოსაქსების აზრით, სამუდამოდ დაჩოქებული რუსეთი, შემდეგ კი ისე გააძლიერა სამხედრო თვალსაზრისით, რომ მისი შიშით მთელიცივილიზებულიკოლექტიური დასავლეთი ძრწის. ამას წინათ პუტინმა კონსტიტუციაში ისეთი ეროვნული ცვლილებები შეიტანა, რომ ვერც ერთი დასავლელი ლიბერასტი რუსეთის საშინაო საქმეებში ვეღარ ჩაერევა

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ავღანეთი ერთპოლუსიანი მსოფლიოს მესაფლავე გამოდგა

ზემოთ აშშის მიმართ ტერმინიყინულზე დაწერილიგამოვიყენე და, სამწუხაროდ, რუსეთის პრეზიდენტის მიმართაც უნდა გავიმეორო _ სად არის, რატომ არ სრულდება რუსეთის სახელმწიფო მეთაურის დაპირება, რომ, ვინც სსრკში დაიბადა და საბჭოეთში ცხოვრობდა, შეუძლია, რუსეთის მოქალაქეობა მიიღოს? ესეც ყინულზე დაწერილი პირობა ხომ არ არის?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here