Home რუბრიკები სამართალი ერთმანეთს რომ გადაუსხან სისხლი და ერთმანეთის დონორები იყვნენ, არ შეიძლება?

ერთმანეთს რომ გადაუსხან სისხლი და ერთმანეთის დონორები იყვნენ, არ შეიძლება?

1596
სისხლის გადასხმა

13 და 14 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ორი გადაწყვეტილება მიიღო და ორივე ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. შესაბამისად, ორივე გადაწყვეტილებაზე სპიკერმოსამართლემ განმარტება გააკეთა და ყველას გასაგონად აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ზევით სხვა ინსტანცია აღარ არის, ანუ გადაწყვეტილებებს ვერავინ გაასაჩივრებსო. ჯერ ორივე გადაწყვეტილებას გაგაცნობთ:

საკონსტიტუციო სასამართლოს 13 ივლისის გადაწყვეტილება: “2017 წლის 13 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქეების _ გოჩა გაბოძისა და ლევან ბერიანიძის _ (კონსტიტუციური სარჩელი #878) მოთხოვნა და ძალადაკარგულად ცნო “სისხლის და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბერის #241/ნ ბრძანების #1 დანართის 24-ე პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, რომელიც კრძალავდა მამაკაცთან სქესობრივი კავშირის მქონე მამაკაცის მიერ სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობას. #878 კონსტიტუციური სარჩელის ავტორები მიუთითებდნენ, რომ სადავო ნორმას ჰქონდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის #2/1/536 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსი და მოითხოვდნენ მის ძალადაკარგულად ცნობას გამარტივებული წესით, საქმის არსებითი განხილვის გარეშე. #2/1/536 გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ჰომოსექსუალი პირებისთვის სისხლის დონაციის უფლების განუსაზღვრელი ვადით აკრძალვა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ დაადგინა, რომ მსმ (მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან) ჯგუფისთვის დაწესებული აკრძალვა იყო აბსოლუტური და არ განსაზღვრავდა კონკრეტულ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც აღნიშნული ქცევა ქმნიდა რისკებს დონაციის პროცესის უსაფრთხოებისთვის…”

საკონსტიტუციო სასამართლოს 14 ივლისის გადაწყვეტილება: “დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელები #701 (“საქართველოს მოქალაქე ჯამბულ გვიანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”), #722 (“საქართველოს მოქალაქე დავით ხომერიკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”) და #725 (“საქართველოს მოქალაქე ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”) და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის დანართი #2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება _ კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისთვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მიმართ; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების “ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე” ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის დანართი #2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (64 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება _ კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მიმართ; გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების “ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე” ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის დანართი #2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (151 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება _ კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მიმართ; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით “ექვსიდან თორმეტ წლამდე” ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის დანართი #2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (266 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება _ კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნისთვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისთვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით “ექვსიდან თორმეტ წლამდე”, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტისნ მიმართ…”

პირველი გადაწყვეტილებით დავიწყოთ. ადრეც ვთქვით და ახლაც გავიმეორებთ, რომ საქართველოში არნახული მასშტაბით ხდება ე.წ. არატრადიციული ორიენტაციის მქონე პირთა პოპულარიზაცია. კარგად მახსოვს, კანონი, რომელიც 2000 წელს მიიღეს, საინტერესოდ დაასაბუთეს: ადამიანმა, რომელსაც სჭირდებოდა სისხლის ხშირი გადასხმა და იშვიათი სისხლის ჯგუფის გამო უსხამდნენ მწეველი ადამიანის სისხლს, გარკვეული პერიოდის შემდეგ მოწევა დაიწყო. ეს ექიმებმა იმით ახსნეს, რომ გადასხმულმა სისხლმა ახალ ორგანიზმს ნიკოტინი მოსთხოვა…”

შედეგად მივიღეთ ნორმა, რომ არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანების სისხლი დონაციისთვის არ გამოეყენებინათ, რადგან არავინ იყო დაზღვეული, რომ განკურნებულ კაცს ერთ მშვენიერ დღეს გული სხვა კაცისკენ გაუწევდა, და ეს მაშინ, როცა მანამდე ჩვეულებრივი, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა (არ თქვათ ახლა, არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებიც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენო). აკრძალვამ 17 წელს გაძლო და, სიმართლე გითხრათ, ისიც არ ვიცი, როგორ ამოწმებდა სისხლის ბანკი სისხლის ჩასაბარებლად მისულ ადამიანებს ორიენტაციაზე, მაგრამ შეზღუდვა არსებობდა. ახლა კი, არ არის გამორიცხული, სისხლის ბანკში ნაყიდი სისხლი არატრადიციული ორიენტაციის ადამიანისა იყოს და ჩვენს შვილებს გადავუსხათ, მერე კიმერე ის, რომ მოზარდის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები ჩვენც შეგვაშინებს და ბავშვსაც; საბოლოოდ კი ვერც მივხვდებით, რა მოხდა და რატომ აერია ცხოვრება თუ გონება შვილს, რომელსაც მანამდე ანალოგიური ნიშნები არ ჰქონდა.

ახლა გამოვლენ უფლებადამცველები და იტყვიან, რომ არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანებსაც აქვთ სიცოცხლის უფლებაო. ამაზე არ ვდავობთ (სოდმ-გომორის ისტორიის მიუხედავად), მაგრამ ერთმანეთს გადაუსხან სისხლი და ერთმანეთის დონორები იყვნენ, არ შეიძლება? მით უმეტეს, ეს არატრადიციული სოლიდარობა მოჭარბებული აქვთ და, ამ ყველაფერს სოროსის ფონდიდან ჩარიცხულ თანხებსაც თუ დავუმატებთ, შეიძლება ითქვას, ისინი სისხლისმიერი ძმებიც კი არიან.

მე… ჩვენ… როგორც რიგითი მოქალაქეები, როგორც რიგითი ქართველები (ჰო, ქართველები!), კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით აღნიშნულ ნორმას და ძალიან მაინტერესებს, ის მოსამართლეები, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, მზად არიან, თავიანთ შვილებს არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების სისხლი გადაუსხან? მზად არიან, რისკის ქვეშ დააყენონ ბავშვები და შემდეგ ამ ბავშვებს ცხოვრება და მომავალი დაუნგრიონ? საეჭვოა, ასე იყოს და, თუ თვითონ არ სურთ ეს, რატომ გვაყენებენ რისკის ქვეშ რიგით ქართველებს (ქართველებს-მეთქი!)… ქართველებს იმიტომ, რომ საქართველო კავკასიის რეგიონისთვის გახრწნილების სინონიმი შეიქნა, იმიტომ, რომ დანარჩენი კავკასია “საგულაოდ” აქ ჩამოდის და ჩვენ კი ტურისტების რაოდენობის მატება გვიხარია, აქაოდა, ბიუჯეტში ფული შედისო. ფული კი არა, რუსეთში რომ დაფრინავდა ხოლმე “საგულაოდ” უფროსი თაობა, ისე დაფრინავს ახლა საქართველოში “საგულაოდ” ლამის მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე, იმიტომ, რომ აქ ყველაფერი იაფი და ხელმისაწვდომია….

რაც შეეხება 14 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებას, საინტერესო ტერმინები გაჩნდა ჩანაწერში. თურმე, მარიხუანის შეძენა-მოხმარების გარდა, მისი კულტივაცია და მოყვანაც დასაშვებია. ჰო, სწორედ ასე წერია, კულტიცივაცია და მოყვანა. სქემა მარტივია _ მოზარდებს შეუძლიათ, ეზოში მარიხუანა დათესონ და მოიყვანონ. და, თუ შემთხვევით მშობელმა გააპროტესტა, ბავშვი არასამთავრობოებს დაურეკავს, ისინი კი მოვლენ ტელევიზიებთან ერთად და ხმაურს ატეხენ, _ მშობელი შვილს კაიფს უშლისო. დარცხვენილ მშობელს მერე ნახევარი საქართველო დაამუნათებს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ ნორმას როგორ უგულებელყოფს ეს არამზადაო, და შეიქნება განხილვის საგანი სოციალურ ქსელში. იმ ქსელში, რომელშიც მარიხუანის მოყვანაკულტივაციაზე უკვე ვიდეოებს აქვეყნებენ ახალგაზრდები და ერთმანეთს ასწავლიან, როგორ უნდა მოუარონ მარიხუანის ნერგს, ძლიერმოქმედი რომ გამოვიდეს და იმაზე მეტად გააბრუოს ახალგაზრდა თაობა, ვიდრე ჩვეულებრივმა მარიხუანამ. ჰოდა, ასე მოვიქცეთ _ გადავუსხათ გეებისა და ლესბოსელების სისხლი მომავალ თაობას, შემდეგ მარიხუანა დავაყოლებინოთ დასაგულაოდჩამოსულ ტურისტს ფიანდაზად გავუფინოთ ფეხქვეშრაღა ფეხქვეშ, ქვეშ და მერე, თრიაქის ნაბახუსევზე ბერშუეთთან ჩავიდეთ და ვიძახოთ, რუსი ოკუპანტითქო. ჩვენი დასავლელი .. პარტნიორების მთავარი დავალება ხომ ეს არის _ ამის ყვირილი და თაობის გამოთაყვანება!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here