მთავარი მსოფლიო ერდოღანი: ამ უნამუსო თავდასხმისას თურქეთი რუსეთის გვერდით დგას

ერდოღანი: ამ უნამუსო თავდასხმისას თურქეთი რუსეთის გვერდით დგას

641
გააზიარეთ
ერდოღანი

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარში ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი, _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამძიმარი გამოუცხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში მომხდარი ტერაქტის გამო და თანაგრძნობის სიტყვები გადასცა დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის, ხოლო დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა. ერდოღანმა მომხდარს უნამუსო თავდასხმა უწოდა.

“ჩვენ ვგმობთ ამ საშინელ თავდასხმას. ამ უნამუსო თავდასხმის დროს თურქეთი რუსეთის გვერდით დგას. ჩვენს ქვეყანას, რომელიც წლების განმავლობაში ებრძვის ტერორიზმს, ესმის ამგვარი თავდასხმების ტკივილი”, _ დასძინა ერდოღანმა.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here