Home სხვადასხვა დაიჯესტი ერაყელმა მოხალისეებმა ამერიკელი ჯარისკაცების დახოცვა გადაწყვიტეს

ერაყელმა მოხალისეებმა ამერიკელი ჯარისკაცების დახოცვა გადაწყვიტეს

1311
ერაყი

ინტერნეტპორტალი Kurdistan 24 იუწყება, რომ ერაყის შიიტი მოხალისეებისჰაშდ აშშააბისერთერთი ქვედანაყოფის უფროსმა მოუწოდა შეერთებულ შტატებს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარი ერაყის ტერიტორიიდან.

“სარაია ალ-აშურის” დაჯგუფების ლიდერმა აბდულატიფ ალ-ამიდიმ განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა უნდა დატოვონ ქვეყანა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შიიტი მოხალისეების სამიზნე გახდებიან. ეს განცხადება მოჰყვა ვაშინგტონის გადაწყვეტილებას, გაუთანაბრონ მოხალისეების ქვედანაყოფების ნაწილი ტერორისტულ ორგანიზაციებს.

შიიტების მილიცია ერაყში გაერთიანებულია ორგანიზაციაში “ჰაშდ აშ-შააბი” (“ეროვნული მობილიზაცია”). ისინი გაწვრთნილი არიან ირანელი სამხედროების მიერ, სათავეში ჰყავთ ერაყელი სამხედრო მრჩევლები, აღჭურვილი არიან ირანული იარაღით, არტილერიისა და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რეაქტიული ჭურვებით და იმ ძალების ბირთვს წარმოადგენენ, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებს ებრძვიან.

საერთაშორისო კოალიცია, რომელსაც აშშ უდგას სათავეში, სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციას დამასკოს ოფიციალური ნებართვის გარეშე განახორციელებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here