მთავარი საქართველო “ენ-დი-აი”: გამოკითხულთა 39 %-ის აზრით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

“ენ-დი-აი”: გამოკითხულთა 39 %-ის აზრით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

1088
გააზიარეთ
ენ-დი-აი

ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 39 % ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 32 % კი მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება.

უფრო კონკრეტულად, კითხვაზე, როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: გამოკითხულთა 26 % მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 32% _ საქართველო საერთოდ არ იცვლება, 39% _ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 3%-მა უპასუხა, რომ არ იცის.

ამასთანავე, კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს ევროკავშირში შესვლას მოსახლეობის 60%  უჭერს მხარს, ევრაზიული კავშირის წვრობას კი _ 29 %. ეს კვლევა, რომელიც 16 იანვარს გამოქვეყნდა, ასახავს საქართველოს მოსახლეობის განწყობებს 2017 წლის ნოემბერ-დეკემბერში.  ამავე წლის მაისში გამოქვეყნებული ანალოგიური კვლევის შემდეგ ევროკავშირში გაერთიანების მომხრეთა რაოდენობა 5 %-ით შემცირდა, ევრაზიულ კავშირში გაერთიანების მხარდამჭერთა რაოდენობამ კი 8 %-ით მოიმატა.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here