მთავარი საზოგადოება ენძელა მაჭავარიანი: ამ კომიტეტებში, პარლამენტში რა არის ასეთი მძიმე სამუშაო…

ენძელა მაჭავარიანი: ამ კომიტეტებში, პარლამენტში რა არის ასეთი მძიმე სამუშაო…

2017
გააზიარეთ
ენძელა მაჭავარიანი

პარლამენტარის ხელფასის გარდა, სხვა შემოსავალი არ მაქვს. არ ვწუწუნებ, ამაზეც გმადლობ, უფალო, მაგრამ GDSში ჩემი ანაზღაურება მნიშვნელოვნად მეტი იყო და ჩემი კრედიტის ამ შემოსავალზე მორგება ცოტა გამიჭირდა”, _ ეს ფრაზაქართული ოცნებისერთერთ სახეს, პარლამენტარ ენძელა მაჭავარიანს ეკუთვნის, რომელიც უკბილო ხუმრობით, არაკორექტული თუ არაკომპეტენტური გამონათქვამებით არაერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

ქალბატონი ენძელა მაჭავარიანი მედიის ინტერესის ობიექტი ამჟამად იმ განცხადების გამო გახდა, რომლითაც რიგითი დეპუტატის ხელფასისა და რანგის კომიტეტის თავმჯდომარის რანგთან და შემოსავალთან გათანაბრების ინიციატივით გამოვიდა და იქვე გაკვირვებულმა იკითხა: აი, ამ კომიტეტებში, პარლამენტში რა არის ასეთი მძიმე სამუშაო, რომ ერთით და ხუთით განსხვავდება რიგითი დეპუტატისა და პარლამენტის თავმჯდომარის კოეფიციენტი, ანუ ჩვეულებრივ დეპუტატსა და კომიტეტის თავმჯდომარეს შორის ერთით და ხუთით რატომ უნდა იყოს განსხვავება, მით უმეტეს ამ თანამდებობისთვის კიდევ აქვს უამრავი უპირატესობა, რაღაცით გავათანაბროთ”.

რიგითი დეპუტატის ხელფასის მომატება სურს “ქართული ოცნების” დეპუტატს და ამბობს, განა რა არის კომიტეტებში ისეთი მძიმე სამუშაოო. მძიმე სამუშაო რომ არაფერია და საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების დასაცავად დიდად თავს რომ არ იწუხებენ კანონმდებლები, ფაქტია, მაგრამ, ქალბატონ ენძელას აზრით, ხელფასის მომატების საკითხი მაინც უნდა გადაიხედოს თურმე და ეს მაშინ, როდესაც საქართველოში დაახლოებით 900 ათასი ადამიანი სოციალურად დაუცველია, როდესაც საარსებო მინიმუმი, “საქსტატისბოლო მონაცემით, 174 ლარია, ხოლო პენსია _ 180 ლარი.

“აი, პარლამენტის წევრისა და კომიტეტის თავმჯდომარეების, ანუ პარლამენტის წევრების მდგომარეობას მინდა მივაქციო ყურადღება. პარლამენტის წევრი ხალხის მიერ არის არჩეული, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, როგორიც მე ვარ, კომიტეტის თავმჯდომარე არჩეულია მაქსიმუმ 20 ადამიანის მიერ. მე მინდა ვთქვა ასეთი რამ: პარლამენტარის, როგორც ხელფასი, ასევე რანგი, დაახლოებით უნდა იყოს ისეთი, როგორიც არის კომიტეტის თავმჯდომარის. რას ვამბობ, იცით, ერთზე მეტი კოეფიციენტი არ უნდა იყოს სხვაობა. მთავრობაში პრემიერმინისტრი ხომ არის და მერე _ ვიცეპრემიერები. ვიცეპრემიერები საერთოდ არ განსხვავდებიან, მათ შორის რანგირება არ არის. სახელმწიფო მინისტრსაც კი, რომელიც უპორტფელო მინისტრად ითვლება, იგივე ანაზღაურება აქვს, რაც შს მინისტრს”, _ განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ენძელა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პარლამენტის წევრის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) თანამდებობრივი სარგოსა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხისგან შედგება. პარლამენტის ყველა წევრის თანამდებობრივი სარგო 2 000 ლარს შეადგენს. სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხის ოდენობა პარლამენტის წევრის თანამდებობაზეა დამოკიდებული და 1 790 ლარიდან 3 905 ლარამდე მერყეობს, ანუ, საერთო ჯამში, საქართველოს პარლამენტის წევრის მინიმალური სარგო 3 790 ლარს შეადგენს. სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის ყოველთვიური სახელფასო დანამატი ასე განისაზღვრება: პარლამეტის თავმჯდომარე _ 3905 ლარი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე 3570 ლარი, პარლამეტის თავმჯდომარის მოადგილე _ 3505 ლარი, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, კომიტეტის თავმჯდომარეები _ 2705 ლარი, ფრაქციის თავმჯდომარე _ 2635 ლარი, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარე _ 2105 ლარი, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების მოადგილეები, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეები _ 1970 ლარი, ხოლო კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების მოადგილეები _ 1905 ლარი. ამ მონაცემების გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ენძელა მაჭავარიანის ყოველთვიური შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) 3905 ლარს შეადგენს (2000 + 1905 = 3905) და ეს თანხა _ 3905 ლარი(!) ეცოტავება ქალბატონ პარლამენტარს. სანამ დეპუტატები ხელფასის მომატებაზე ისაუბრებენ, ჯერ საკუთარი უფლებამოსილების შესრულება დაიწყონ, სულ მცირე, სხდომებზე მაინც იარონ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ წლიდან წლამდე ამომრჩევლების პრობლემებზე კრინტსაც არ ძრავენ საკანონმდებლო ორგანოში. მართალია, მათი დუმილი ოქრო არ არის, მაგრამ “ხშირად თქმითაც რომ დაშავდების”, ენძელა მაჭავარიანის ბოლო გამოსვლაც ადასტურებს ამას.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here