Home რუბრიკები პოლიტიკა ელჩი მიდის, ელჩი მოდის… ნატო მაინც არ შემოდის!

ელჩი მიდის, ელჩი მოდის… ნატო მაინც არ შემოდის!

3134
ელჩი მიდის, ელჩი მოდის... ნატო მაინც არ შემოდის!

როდესაცბედნიერ ქართველ ერსამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო ადმინისტრაციამ საქართველოში აშშის ელჩის დანიშვნის, უფრო ზუსტად კი, მისი კანდიდატურის დასახელების შესახებ აუწყა. რატომღაც რომელიღაც ძალიან ძველ იუმორისტულ ჟურნალში ამოკითხული ასეთი მინი იუმორესკა გამახსენდა.

ამ იუმორესკაში პოეტობის მოწადინე ერთი უნიჭო ტიპი სხვა ნიჭიერ პოეტს უთვალთვალებდა, _ ნეტავ, ასეთ კარგ ლექსებს როგორ წერსო?! რამდენჯერმე დაინახა, რომ ის შემაღლებულ ადგილზე ავიდა, იქიდან მიდამოს მოავლო თვალი, შემდეგ კი ჩამოვიდა და წიგნაკში ლექსი ჩაიწერა. “აჰა, ესე იგი, მაღლიდან უყურებს გარემოს და, რასაც ხედავს, იმას წერს ლექსადო”, _ გაიფიქრა უნიჭომ და მომდევნო საღამოს თვითონაც ასე მოიქცა. ავიდა მაღლობზე და იქიდან დაიწყო ცქერა. დაინახა, რომ ეტლი მიდის, და ჩაიწერა. მერე დაინახა, რომ ეტლი მოდის, ესეც ჩაიწერა. მთელი დღე უყურა, როგორ მიდი-მოდიოდა ეტლები და ბოლოს გამწარებულმა ჩაწერა უბის წიგნაკში: “ეტლი მიდის, ეტლი მოდის, ეტლი მიდის, ეტლი მოდის… მე ამისი დედაც მოვ..ან ლექსი მაინც არ გამოდის!”

აი, ასეა ჩვენი, ანუ ქართველი საზოგადოების საქმეც. იმ უნიჭო ტიპივით ვუმზერთ, აგერ უკვე 30 წელიწადია, როგორ მიდიმოდიან ჩვენს ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები და ყოველი მათი წასვლამოსვლა ისე გვიხარია, როგორც ზაფხულზე ეზოში მოთამაშე ბავშვებს მენაყინე ბიძიას დანახვა და მისი შეძახილის _ “აბა, კარგი ესკიმო შოკოლადნი მაროჟნიიიი” _ გაგონება გვიხაროდა იმბნელსაბჭოთა პერიოდში.

ჰოდა, ამ დღეებში კიდევ ერთხელ შემოგვესმა “თეთრი სახლიდან” მორიგი შეძახილი: “აბა, ახალთახალი ესკიმო-შოკოლადნი ელჩი” და ავტეხეთ კიდეც სიხარულის ჭყლოპინი.

მთავარი კი ის არის, რომ ზოგს სხვა კუთხით გაუხარდა ამერიკის ელჩის დანიშვნა, ზოგს კი _ პირველთაგან რადიკალურად განსხვავებული მიზეზით. “ქართული ოცნების” წევრებმა და აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ამით უკვე საჯაროდ გამოხატა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ ნდობა და მხარდაჭერა, ხოლო ელჩის დანიშვნა ნიშნავს, რომ საქართველო მალე ნატოს წევრიც გახდება.

ოპოზიციის მხარეს მყოფნი კი თავგადადებით ამტკიცებენ, რომ აშშის მთავრობის მიერ ელჩობის კანდიდატის დასახელება უპირობოდ ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებისდასასრულსდა ასეთ პირობებში ნატოს კონტიგენტი საქართველოში არ შემოვა.

ყველაზე საინტერესო კი მაინც ის არის, რომ ეს ზუსტად იგივე ხალხია, რომელიც აქამდე მთელი სერიოზულობით გვიმტკიცებდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოში ელჩის არდანიშვნა მოასწავებდა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასასრულს და ნატოს საქართველოში არშემოსვლას.

დიახ, დიახ! არაფერიც არ მეშლება!

ეს ნამდვილად ასეა _ ამერიკის შეერთებული შტატები ამდენ ხანს საქართველოში ელჩს რომ არ ნიშნავს, ეს არაფერს გეუბნებათ? _ ბრძნული სახით აცხადებდნენ ქართველი ძაან ექსპერტები, ძაან ჟურნალისტები და ძაან პოლიტიკოსები და იქვე დასკვნასაც დებდნენ: ელჩის ამდენი ხანი არდანიშვნა პირდაპირი სიგნალია იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია მხარს აღარ უჭერს საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას. ეს კი პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ სულ მალე ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი საქართველოში დასრულდებაო.

ჰოი, საოცრებავ! და, მას შემდეგ, რაც გაცხადდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ საქართველოში დასანიშნი ელჩის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა, ზუსტად იგივე ძაან ექსპერტები, ძაან ჟურნალისტები და ძაან პოლიტიკოსები ზუსტად ისეთივე ბრძნული სახეებით გვეკითხებიან: ნუთუ არაფერს გეუბნებათ ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე დაასახელა საქართველში ელჩის ვინაობა? დიახ, ელჩის დანიშვნით ამერიკა პირდაპირ მიუთითებს, რომ იგი უკმაყოფილოა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებით და ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა სულ მალე დასრულდებაო.

ესე იგი _ თუ ამერიკა ელჩს არ ნიშნავს, ეს ივანიშვილის დასასრულია; ხოლო, თუ ნიშნავს, მაინც ივანიშვილის დასასრულია.

აი, სწორედ ამ ზეუცნაური “ლოგიკის” გამო არც კი ვასახელებთ იმ ადამიანის სახელსა და გვარს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოში ელჩად შეარჩია. ჯერ ერთი, ამას ინტერნეტით უჩვენოდაც კარგად ნახავს დაინტერესებული ადამიანი; და მეორე და მთავარი _ სახელსა და გვარს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. აქ უმთავრესი მისი წოდებაა: “ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების გამომხატველი და დამცველი ელჩი”. ჯონი ერქმევა მას, მაიკლი თუ სილვია, სულერთია.

ფაქტი და უბედურება არის ის, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი ამხელა მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და მის ელჩს საქართველოში. არა, ნებისმიერი ძლიერი და განვითარებული ქვეყნის საელჩოსა და პირადად ელჩის მუშაობა ჩვენს ქვეყანაში უმნიშვნელო ფაქტორი რომ არ არის, ეს უდავოა, მაგრამ ასეთი გადაჭარბებული მნიშვნელობის მიცემა, უკვე ჩვენი სახელმწიფოსა და ამ ქვეყნის, როგორც ოფიციოზის, ასევე ოპოზიციის საცოდაობასა და, ბოდიში და, “ფარჩაკობაზემიუთითებს. ბევრი რამ შეიძლება იყოს დამოკიდებული უცხო ქვეყნის საელჩოებსა და ელჩებზე ამა თუ იმ ქვეყანაში: საგარეო-პოლიტიკური მიმართულებები, კონკრეტული ტრანშებისა თუ გრანტების შემოდინება და ა.შ., მაგრამ ქვეყნის როგორც მთავრობა, ასევე ოპოზიცია პირდაპირ და დაუფარავად რომ აკავშირებდნენ რომელიმე ქვეყნის ელჩის დანიშვნა-არდანიშვნას იმასთან, “დაერხევა” თუ არა ამ ქვეყნის ხელისუფლებას, ეს უკვე მართლაც მეტისმეტია.

არადა, აშშ-ის ელჩის არდანიშვნა მართლაც მოასწავებდა თუ არა ივანიშვილის ხელისუფლების დამხობას, ან მისი დანიშვნა მართლაც მოასწავებს თუ არა იმევეს, ეს ერთი საკითხია; მეორე და აშკარა თემა არის ის, რომ საქართველოს როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია სწორედ ასე “ბრუტალურად” აღიქვამენ აშშ-ის ელჩსა და საელჩოს და ყოველივე ამას ღიად, საჯაროდ, ხმამაღლა გამოხატავენ _ რომ ამერიკის ელჩზეა დამოკიდებული (გინდ _ დადებითად და გინდ_ უარყოფითად) საქართველოს ხელისუფლების ყოფნა-არყოფნა (დამოუკიდებლობაც ამას ჰქვია, არა?)!

მეტიც _ გიორგი ვაშაძე, მაგალითად, უფრო შორს წავიდა და ამერიკის ელჩის მოსალოდნელი დანიშვნა საქართველოში ასე შეაფასა: “ძალიან კარგია! ჩვენ, როგოც იქნა, ვეღირსებით ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურ საელჩოს საქართველოში. აქამდე, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, ამერიკის საელჩო ამ ქვეყანაში არ იყო აქტიური და ამიტომაც მივიღეთ ოლიგარქიული რეჟიმის გაძლიერება და ბიძინა ივანიშვილის გათავხედება”.

აბა, როგორ მოგწონთ ტერმინი აქტიური საელჩო”?

ნეტავ, რომელია ეს “აქტიური საელჩო”, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა გემოსა თუ სხვადასხვა ყვავილების სახელობის რევოლუციებს რომ აწყობს?

დიახ, მსოფლიოში აქტიურადმოძრაობსასეთი ანეკდოტი:

_ დაასახელეთ ქვეყანა, რომელშიც არასოდეს არ მოხდება არანაირი რევოლუცია!

_ ასეთი ქვეყანაა ამერიკის შეერთებული შტატები, რადგან იქ არ არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო!

ფაქტობრივად, ყველამ ძალიან კარგად იცის, რასაც ნიშნავს “გააქტიურებული ამერიკის საელჩო” ამა თუ იმ ქვეყანაში, მაგრამ ქვეყნის როგორც მმართველ ძალას, ასევე ოპოზიციას საჯაროდ ეღიარებინოს, _ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნა-არყოფნა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოზეა დამოკიდებულიო, ასეთი პრეცედენტი, მგონი, პირველად სწორედ საქართველოს პოლიტიკური ისტებლიშმენტის წარმომადგენლებმა შექმნეს.

აქვე აუცილებლად სათქმელია, რომ ნამდვილად არ მახსოვს ამ დონის მონური დამოკიდებულებაპატრონი ქვეყნისადმისაბჭოთა კავშირის პირობებშიც კი.

ასე მლიქვნელურად და ასე თავმოყვარეობაზე დაბიჯებით საქართველოს კომუნისტური პარტიის სახელმწიფო მოხელეებიც კი არ ეგებოდნენ ფიანდაზად სსრკ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივან ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევს.

საბოლოოდ რა მოხდება და რა შედეგს მოიტანს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის დამტკიცება და შემდეგ უკვე ჩამოსვლა საქართველოში, ამას მომავალი დაგვანახვებს.

ბიძინას ხელისუფლებას “დაერხევა” თუ პირიქით _ უფრო მოძლიერდება, ნამდვილად საკითხავია და კიდევ ბევრი სხვა საშინაო თუ საგარეო თემაც დეტალურად გასავლელი და დასალაგებელია.

თუმცა, რაც დროს გადის, საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნე მოქალაქე უფრო და უფრო რწმუნდება, რომ ფასეულობები, რომელთა გამოც 30 წლის წინათ ჩვენი თაობა (განსაკუთრებით, ჩვენზე ცოტა უფროსი თაობა) რუსთაველის პროსპექტზე შეუდრეკლად იდგა და ქართველი ახალგაზრდების სისხლიც კი დაიღვარა 1989 წლის 9 აპრილს, ანუ სრული ეროვნული დამოუკიდებლობა, თავისუფლება და თვითგამორკვევა მხოლოდ ერთი დიდი სახელმწიფოს მიერ მეორე დიდი სახელწიფოს დასაშლელად, მისთვის ძირის გამოსათხრელად მოგონილი ფანდი იყო და სხვა არაფერი.

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here