მთავარი საქართველო ელისო კილაძე გიგი უგულავას: წადი პოლიტიკიდან გიგი, დრო გავა და გაპატიებთ

ელისო კილაძე გიგი უგულავას: წადი პოლიტიკიდან გიგი, დრო გავა და გაპატიებთ

740
გააზიარეთ
კილაძე უგულავა

ჟურნალისტი ელისო კილაძეევროპული საქართველოსერთერთ ლიდერს, გიგი უგულავას მიმართავს და პოლიტიკიდან წასვლას ურჩევს.

როგორც კილაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“პირად გვერდზე წერს, თუ უგულავა ახლა პოლიტიკიდან წავა მას მიტევების და დაბრუნების შანსი ექნება.

“გამექცევა ხელი, რაღაც მინდა გიგი უგულავაზე დავწერო,მერე გამახსენდება ციხის საკანი და მისი საკნიდან დანახული იასამანი, გამახსენდება ნანუკა, რომელიც საათობით მიყვებოდა რა კარგი ბიჭია მისი მეგობარი გიგი, მერე გამახსენდება, რომ ლომია და ბოლო ბოლო, ერთ დღეს ვართ დაბადებული. მერე გამახსენდება როგორ იდგა მარტო და ელოდებოდა ციხის ბადრაგს სასამართლოს დერეფანში…

მაინც უნდა დავწერო: მაინც უნდა გითხრა – წადი პოლიტიკიდან, გიგი! ნუ იქცევი ასე… ჩვენ მიმტევებელი ხალხი ვართ, დრო გავა და გაპატიებთ.

გაპატიებთ და დაბრუნების შანსს მოგცემთ! ახლა წადი – სახეს ნუ დაკარგავ!”, – წერს ელისო კილაძე.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავამ ყოფილ თანაგუნდელს მიხეილ სააკაშვილს ივანიშვილის საფრთხობელა და ასტრონომიულად დეგრადირებული უწოდა.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here