Home ახალი ამბები საქართველო ელიზბარ ჯაველიძე: უსუფაშვილი ჩემთვის არის საპნის ბუშტი, რომელიც დიდი ხანია გასკდა

ელიზბარ ჯაველიძე: უსუფაშვილი ჩემთვის არის საპნის ბუშტი, რომელიც დიდი ხანია გასკდა

779
დავით უსუფაშვილი-ირაკლი ალასანია

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელმაც წინა კვირას ახალი ცენტრისტურლი პარტიის შექმნა დააანონსა და მონათესავე იდეოლოგიის სუბიექტებს სათანამშრომლოდ უხმო, მცირე ხნის წინ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს ირაკლი ალასანიას შეხვდა. ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბარში ეს შეხვედრა დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან მას რამე კონკრეტულ პოლიტიკურ გეგმებზე არ უსაუბრია: „პოლიტიკურ გეგმას ეს შეხვედრა არ უკავშირდებოდა. შემთხვევითი შეხვედრა იყო მეგობართან“, – განაცხადა მედიასთან კომენტარში ირაკლი ალასანიამ…

ვიხილავთ თუ არა ახალ კოალიციაში ერთად უსუფაშვილსა და ალასანიას, იყო თუ არა მათი შეხვედრა „შემთხვევითი“ და რა გეგმები შეიძლება მათ სამომავლოდ ჰქონდეთ, „საქართველო და მსოფლიო კომენტარისთვის პუბლიცისტსა და მეცნიერს, აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძეს დაუკავშირდა.

ელიზბარ ჯაველიძე: მე არ ვიცი, რა პარტია იქმნება და ვინ ერთიანდება მასში ან რა უნდათ, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. უსუფაშვილი ჩემთვის არის საპნის ბუშტი, რომელიც დიდი ხანია გასკდა და ალასანია კი არა, ასი ალასანია რომ შეიყვანონ თავიანთ გაერთიანებაში, ვერ უშველით. ისინი პოლიტიკური გვამები არიან.

რაც შეეხება იმ პარტიებს, რომლებიც შეიძლება, გაერთიანდნენ უსუფაშვილთან, დარწმუნებული ვარ, მასთან ისევ მისნაირი პოლიტიკური ბამკროტები დაიჭერენ საქმეს. აბა წარმოიდგინეთ, სერიოზული მხარდაჭერის მქონე პარტიას ან ცალკეულ პოლიტიკოსს, რომელსაც არჩევნებში რამე შანსი აქვს, ამ მოსიარულე მკვდრებთან გაერთიანება რაში აწყობს. აქ სუფთა პოლიტიკურ ინტერესებზეა საუბარი. ცხადია, ის ახლა გაშმაგებული ეძებს მოკავშირეებს და ცდილობს, რაღაც გაერთიანება შექმნას, რომ პოლიტიკურ სპექტრში ამინდს ქმნიდეს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რესპუბლიკელებს, ყოფილი იქნება თუ მოქმედი, საზოგადოებაში დასაყრდენი არ აქვთ. ვერც ვერასოდეს ექნებათ, ამიტომ ნორმალური მათთან გაერთიანებაში არავინ შევა. ეს, რბილად რომ ვთქვათ, პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნება.

– არის საუბარი იმაზეც, რომ ახალ ცენტრისტულ გაერთიანებაში „ნაცმოძრაობის“ გარკვეული ფრთაც შეიძლება ვიხილოთ. ეს რამდენად რეალურია, როგორ ფიქრობთ?

– „ნაციონალურ მოძრაობას“ „რესპუბლიკელებთან“ გასაყოფი არაფერი აქვს, ამიტომ ეგენი ახლა კი არ გაერთიანდებიან, ყოველთვის ერთი იყვნენ. ეს „გირჩი“ და მირჩი და სხვადასხვა განშტოებები რომ შექმნეს, რეალურად ერთი ნაგავია. იგივეა ალასანიაც, ასე რომ არაფერი გასაკვირი და მოულოდნელი აქ არ ხდება.

– თქვენი აზრით, რა პერსპექტივა ექნება ამ გაერთიანებას?

– ისინი ყველანაირად ეცდებიან, ხელისუფლებაში მოსვლას და ამისთვის ძალ-ღონეს არ დაიშურებენ, მაგრამ არაფერი გამოუვათ. ეს ამთავითვე ცხადია, რადგან რა მხარდაჭერაც არ უნდა ჰქონდეთ თავიანთი დასავლელი მარჩენლებისგან, მათ არ აქვთ მთავარი, – საზოგადოების, ქართველი ხალხის მხარდაჭერა. აი, ეს არის გადამწყვეტი და ნებისმიერი მათი მცდელობა იმთავითვე განწირულია კრახისთვის. მათი პერსპექტივა ნულია, ქართველი საზოგადოება ამ პოლიტიკურ ჭიაყელებს საბოლოოდ დაასამარებს…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here