მთავარი პოლიტიკა ელიზბარ ჯაველიძე: დასავლეთს საქართველოს ხელისუფლების სათავეში ჰყავს ყურმოჭრილი მონები და მონებს, კი...

ელიზბარ ჯაველიძე: დასავლეთს საქართველოს ხელისუფლების სათავეში ჰყავს ყურმოჭრილი მონები და მონებს, კი არ მოუწოდებენ, უბრძანებენ თითის ქნევით

1428
გააზიარეთ
ელიზბარ ჯაველიძე

ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს, “ანტიდისკრიმინაციულიკანონის ეფექტიანად განხორციელება მომავალშიც მტკიცედ განაგრძოს”, _ ნათქვამია გაერთიანების ოფიციალური წარმომადგენლის, მაია კოსიჯანჩიჩის, მიერ რამდენიმე დღის წინათ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, საქართველომ პრინციპული დემოკრატიული პოლიტიკით უკვე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ეთნიკური უმცირესობების დაცვის, მათი სამოქალაქო ინტეგრაციისა და, საზოგადოდ, გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით, თუმცა ამ მხრივ მთავრობას კიდევ არაერთი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი. განცხადებაში ასევე საუბარია სხვა უმცირესობების უფლებებზე და ხაზგასმულია, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რელიგიური, გენდერული, სექსუალური უმცირესობების დაცვა: “ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, რომ გაგრძელდეს ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტიანად განხორცილება, მათ შორის, კერძო სექტორში. დიალოგის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ადამიანის უფლებების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების ერთგულება, რელიგიური აღმსარებლობის, მრწამსის, რასის, სქესის, ენის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, შესაძლებლობის ან რაიმე სხვა ნიშნის მიუხედავად. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ განხორციელებულ წინსვლას ეთნიკური უმცირესობების დაცვისა და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში და მოუწოდა მთავრობას, გაგრძელდეს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა”, _ ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე, როცა პარლამენტმა, მოსახლეობის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ “ანტიდისკრიმინაციული” კანონი მიიღო, ევროკავშირის მაღალჩინოსნები მას ქვეყანაში ძირეული ცვლილებების დასაწყისად აფასებდნენ. მათი განმარტებით, აღნიშნულ კანონს უახლოეს მომავალში სხვა ცვლილებებიც უნდა მოჰყოლოდა, რომლებიც საბოლოოდ ქართულ კანონმდებლობას სრულ შესაბამისობაში მოიყვანდა ევროპულ “სტანდარტებთან…”

რას ნიშნავსანტიდისკრიმინაციულიკანონის უფრო ეფექტიანად განხორციელება და რა საკანონმდებლო ცვლილებებია მომავალში მოსალოდნელი _ “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება პუბლიცისტი და მეცნიერი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე.

_ ბატონო ელიზბარ, ევროკავშირი უკვე დაუფარავად მიუთითებს საქართველოს ხელისუფლებას, რომანტიდისკრიმინაციულიკანონი უფრო ეფექტიანად უნდა განხორციელდეს. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება ამაში იგულისხმებოდეს? რას ნიშნავს უფრო ეფექტიანად განხორციელება?

_ არაერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ მთელი უბედურება, სრულიად ქართველი ერის ტრაგედია დაიწყო ამ კანონის მიღების დღიდანვე, თუმცა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამას ბოლომდე ვერ აცნობიერებდა და მგონია, რომ ხალხი დღესაც ვერ ხვდება, რა მზაკვრობა დევს ამ ავადსახსენებელ კანონში.

რაც შეეხება ჩვენი “მეგობრებისა” და “კეთილისმსურველი” ევროპელი მაღალჩინოსნების “მოწოდებებს” ამ კანონის ეფექტიანად განხორციელებაზე, თავის დროზე, როცა პარლამენტმა ეს კანონი მიიღო და ხალხის აზრი, აგრეთვე, ეკლესიის პოზიცია, ბოდიში და, ფეხებზე დაიკიდა, ხელისუფლების წარმომადგენლები გვამშვიდებდნენ, რომ არანაირი ანტიეროვნული, ანტიქართული ჩანაფიქრი ამაში არ იყო. პირიქით _ ზოგი ამბობდა, რომ ამით საქართველო თავის ისტორიულ ფესვებს უბრუნდება, რომ ხალხი თავის ბუნებრივ კულტურულ სივრცეში შედის და ამას არ შეიძლება შევხედოთ, როგორც უარყოფით მოვლენას. რეალურად მივიღეთ აგრესიულილიბერალურიპროპაგანდა, რომელიც დემოკრატიისა და თავისუფლების სახელით გარყვნილებას ქადაგებდა და რომელიც კიდევ უფრო გამძაფრდა. საქართველოში პირდაპირ, დაუფარავად დაიწყეს შეტევა ყველაფერზე, რაც ეროვნულ ღირსებას, იდენტობასა და თვითმყოფადობას ეხება. ასევე გამძაფრდა და შეიძლება ითქვას, რაღაც მანიაკური სახე მიიღო ლგბტ-ების უფლებებზე, მათ დაცვაზე და იმაზე საუბარმა, რომ თურმე ეს ადამიანები საშინლად იჩაგრებიან, რომ საქართველო ამ მხრივ ჯერ “შუასაუკუნეობრივ სიბნელეშია” და საჭიროა ერის ფუნდამენტური გარდაქმნა, მენტალური შეცვლა და “განათლება”. სხვათა შორის, ამ სიტყვაში “ლიბერალურმა” პროპაგანდამ უკვე ისეთი მზაკვრული შინაარსი ჩადო, რომ, როცა საუბარია ვინმესთვის განათლების მიცემაზე, უკვე ეჭვი გიჩნდება. იმიტომ, რომ ოცამეერთე საუკუნეში განათლებას ეძახიან, როცა ადამიანი ნორმად აღიქვამს კაცის კაცზე და ქალის ქალზე ქორწინებას, ნორმად აღიქვამს მამაკაცს, რომელიც თავს ქალად მიიჩნევს და თხოვდება, თუმცა ეს კიდევ არ არის ყველაფერი. მაგალითად, ისეთი გავლენიანი ორგანიზაციის მხარდაჭერით, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გარკვეული ძალები ადამიანებს არწმუნებენ, რომ რეალურად 50-ზე მეტი გენდერი არსებობს, ანუ ყველაფერი, რაც წმინდა სამეცნიერო თვალსაზრისით არის ანომალია და ნორმიდან გადახრა, თურმე სრულიად ბუნებრივი ამბავია. თურმე სოდომია და სხვა მსგავსი გარყვნილება, ამორალურობა კი არა, ადამიანის ჩვეულებრივი მდგომარეობაა.

ახლა რა კავშირშია ეს ყველაფერი ევროკავშირის “მოწოდებასთან”. “ანტიდისკრმინაციული” კანონის მიღების შემდეგ საქართველოში შეიქმნა და ჩამოყალიბდა ისეთი გარემო, რომელშიც ყველას და ყველაფრის უფლება დაცულია, გარდა ეროვნულად მოაზროვნე ადამიანისა, ხალხისა, რომელმაც არ მიიღოლიბერალური გარყვნილებადა გაემიჯნა ამ ყველაფერს. ნახეთ, ყველგან, ყველა სფეროში მოკალათებული არიან სწორედ დასავლური აგრესიულილიბერალიზმისყურმოჭრილი მონები. პოლიტიკა, ბიზნესი, ძალაუფლება, მთლიანად მათ ხელშია და სხვა იდეოლოგიის ადამიანს, უბრალოდ, პერსპექტივა არ აქვს. აი, ზუსტად ამის ფონზე “კანონის უფრო ეფექტიანად განხორციელება” გულისხმობს იმას, რომ საქართველომ უფრო თამამი, უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას _ ნელ-ნელა დაიწყოს გადასვლა იმ დასავლურ საკანონმდებლო სტანდარტებზე, რომლებიც თავის დროზე თვით ევროპაშიც დიდი საზოგადოებრივი მღელვარების ფონზე მიიღეს…

_ კონკრეტულად რას გულისხმობთ?

_ რას და, აქ უკვე ნელნელა წავა პროცესები იმ მიმართულებით, რომ საკანონმდებლო ბაზა შეუმზადონ ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინებას. ამას გულისხმობს, პირველ რიგში, ის განცხადება და, თუ ვინმეს ეს ჩვეულებრივი მეგობრული მოწოდება ჰგონია, ძალიან ცდება. დასავლეთს საქართველოს ხელისუფლების სათავეში ჰყავს ყურმოჭრილი მონები და მონებს, კი არ მოუწოდებენ, უბრძანებენ თითის ქნევით…

_ სხვათა შორის, ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის უფლების მინიჭებაზე ამას წინათ სახალხო დამცველიც ალაპარაკდა. ესეც სამზადისია?

_ ცხადია. ახლა გარკვეული ძალები ხელისუფლებაში ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ევროპა არავის არაფერს აძალებს და ყველაფერში თავისუფლები ვართ, მაგრამ ფაქტი ხომ ფაქტად რჩება?! საზოგადოების ნების შესაბამისად რომ ემოქმედათ, არც “ანტიდისკრიმინაციულ” კანონს მიიღებდნენ, არც ნარკოპოლიტიკის “ლიბერალიზაციაზე” დაიწყებოდა საუბარი, არც საპატრიარქოს წინააღმდეგ იქნებოდა ასეთი დისკრედიტაციის გაშმაგებული კამპანია და არც, საზოგადოდ, ეკლესია ეყოლებოდათ მიზანში ამოღებული… რომელი ერთი ჩამოვთვალო, ეს ყველაფერი ხომ გარედან იყო თავსმოხვეული?! გარდა ამისა, როდესაც ხელისუფლების დეკლარირებული პოლიტიკაა, რომ ევროპა და თანამედროვე ევროპული კულტურა, რომელსაც, სხვათა შორის, არაფერი აქვს საერთო ნამდვილ, ისტორიულ ევროპასთან, ჩვენი არჩევანია _ ეს ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების შემოღებასაც გულისხმობს და სხვა რამესაც. თქვენ იცით, რომ გარკვეული ცხელი თავები იქ უკვე ინცესტსა და პედოფილიას ნორმად აღიარებს… ეს არის დღეს საქართველოს არჩევნად გამოცხადებული და ამის ფონზე გასაკვირი ნამდვილად არ არის, რაც ხდება. ისე, ეს რეკომენდაციები, რჩევები, შეშფოთებები და მოწოდებები უკვე ისე ამოვიდა ყელში, ხალხს გული ერევა. იმ ევროპელ მაღალჩინოსნებს კიდევ ურჩევნიათ, თავიანთ მამიდებს მიხედონ და ჩვენ თავი დაგვანებონ.

რაც შეეხება სახალხო დამცველს: როდესაც ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ლომჯარიასნაირ ქალს ნიშნავენ, ის ქვეყანა უკვე დაღუპულია; და ლომჯარია მომავალში უარესს მოითხოვს, სანამ ქართველი ხალხი მას არ მიაბრძანებს საქართველოდან.

_ ფიქრობთ, რომ საზოგადოება, რომელიც დღეს ნიჰილისტურად არის განწყობილი, მისთვის მიუღებელი თანამდებობის პირების გასტუმრებას შეძლებს?

_ გეთანხმებით, “ლიბერალურმა” პროპაგანდამ წლების განმავლობაში ისე იმუშავა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი დღეს სრულიად ინერტულია, მაგრამ არ შეიძლება, ეს უსასრულოდ გაგრძელდეს. მიუხედავად ყველაფრისა, არსებობენ ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც მზად არიან, ყველა საშუალებით დაიცვან თავიანთი ზნეობა, სულიერება და ტრადიცია. ლომჯარიამ ჯერ პომადის წასმა ისწავლოს, ბაგეებს რომ ითხუპნის, და ადამიანის უფლებები მერე დაიცვას; საერთოდ ისტორიულად საქართველოს მოსახლეობა მაშინ კი არ იღებდა ხმას, როცა სოციალურად უჭირდა, არამედ მაშინ, როცა მის ღირსებას, სულიერებასა და სარწმუნოებას შეურაცხყოფდნენ. დღეს, ვფიქრობ, რომ სწორედ ამ სამ რამეს შეურაცხყოფენ ყველაზე მეტად, ამიტომ ხალხი არ უნდა დადუმდეს…

_ ახლოვდება 17 მაისი. ამ დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება, ჩვენსმეგობარევროპაში კი ჰომოფობიასა და ტრანსფობიას ებრძვიან. როგორ ფიქრობთ, რა მოხდება, თუ ხელისუფლება თუნდაც ძალის გამოყენებით მისცემს ლგბტებს მათთვის სასურველი ღონისძიებების ჩატარების საშუალებას?

_ არა მგონია, მსგავსი რამ ასე ადვილად და ერთი ხელისმოსმით გაბედონ, მაგრამ, თუ გაბედავენ, ეს იქნება წყალგამყოფი. ხელისუფლება ძალიან ცდება, თუ თვლის, რომ, ერთი შეხედვით, ინერტული და იმედგაცრუებული საზოგადოება ყველაფერს შეეგუება. ასეთი განცდა ჰქონდა თავის დროზე სააკაშვილს, როცა ყველაფერი გასდიოდა და როგორც დაამთავრა, ვნახეთ. საერთოდ, მგონია და, ალბათ, ბევრს აქვს დღეს ასეთი მოლოდინი, რომ ჩვენი საზოგადოება რაღაც ეტაპზე აფეთქდება. არ შეიძლება, მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ტრადიციების ქვეყანაში ადამიანებმა გამუდმებით ითმინონ შეურაცხყოფა; არ შეიძლება, ხალხი დუმდეს, როცა ქვეყანა აღსასრულის პირასაა…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. ბატონო ელიზბარ ვიზრუნოთ რომ სიტუაცია გამოვასწოროთ!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here