Home ახალი ამბები საქართველო ელენე ხოშტარია: ამერიკელი კონგრესმენი საქართველოზე მაღლა დგას

ელენე ხოშტარია: ამერიკელი კონგრესმენი საქართველოზე მაღლა დგას

4819
ელენე ხოშტარია: ამერიკელი კონგრესმენი საქართველოზე მაღლა დგას

ევროპული საქართველოსრუსეთშიდახატულისახე _ ელენე ხოშტარია საქართველოს ხელისუფლებას ემუქრება და აფრთხილებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტზე მაღლა ამერიკელი კონგრესმენების და, საზოგადოდ, ამერიკის სურვილი დგას.

შეთანხმება ორი პაკეტისგან შედგება, რომელზეც ხელი მოეწერა და შესაბამისად, მთლიანად შეთანხმება ჩავარდება, თუ ეს ასე არ მოხდება, მაგრამ ამ სცენარზე საუბარი არ მინდა. იმიტომ, რომ ნოემბერში, როცა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოება მოატყუა, ეგონა, ეს გაუვიდოდა, მაგრამ არც საზოგადოების შიგნით გაუვიდა და, რაც მთავარია, ამას დღეს ახალი ფაქტორი დაემატა, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების უშუალო მედიაცია, რაც კიდევ უფრო ძლიერი ფაქტორია. ვერ წარმომიდგენია, ბიძინა ივანიშვილმა აშშის ელჩთან გატეხოს სიტყვა და პოლიტიკური თვითმკვლელობით დაამთავროს”, _ ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა “კვირის ინტერვიუში” სტუმრობისას განაცხადა.

უნდა გესმოდეს, რომ ეს არ უნდა თქვა შენს პარტნიორებსა და კონგრესმენებზე, მით უმეტეს, აშშში. რა თქმა უნდა, მივიღეთ სრულიად კონსოლიდირებული ამერიკის პოზიცია, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ გადაწყვეტილებაში, რომელიც არის დემოკრატიის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ამერიკელების წონა და ძალა ძალიან დიდია; ფული, რესურსი და .. რა თქმა უნდა, ევროკავშირის ელჩის წვლილიც ძალიან დიდი იყო”, _ აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

ge.news-front.info

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here