მთავარი პოლიტიკა ელგებეტური დასავლეთი თუ სუვერენული დემოკრატია?!

ელგებეტური დასავლეთი თუ სუვერენული დემოკრატია?!

2201
გააზიარეთ
ძია სემი

რა უბედურება აღარ უნახავს კულტურულ კაცობრიობას ძველი ეგვიპტიდან, ელადიდან, რომიდან მოყოლებული დღემდე და, მათ შორის, საქართველოსაცრამდენ ბარბაროს დაპყრობელს ნაცარტუტად უქცევია ამა თუ იმ ერის საუკუნეების განმავლობაში ნაშენებნაღვაწი და, მათ შორის, ქართველების; რამდენი რელიგიის თავსმოხვევა არ უცდიათ დაპყრობილი ერებისთვის, მათ შორის ქართველებისთვისაც, მაგრამ არავის, კერპთაყვანისმცემლებით დაწყებული და ქრიატიანობაიუდაიზმისლამით დამთავრებული, არც ერთ რელიგიას არ შეუტანია ეჭვი იმაში, რომ ოჯახი მხოლოდ მამაკაცისა და ქალის ერთობაა.

ქრისტიანულ ზნეობაზე აღმოცენებული ევროპული (დასავლური) ცივილიზაციის ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობა, სულ რაღაც, 40-50 წლის წინათ წარმოიდგენდა, რომ დადგებოდა დრო, როდესაც იმის მტკიცება იქნებოდა საჭირო, ქალი ქალია და მამაკაცი _ მამაკაცი?! რომ ოჯახი არის დედა და მამა და არა ერთი და იმავე სქესის მქონე მშობელი #1 და მშობელი#2? და კიდევ აბსურდამდე მისული ათასი რომ…

სანამ წერილის მთავარ თემას გავშლი, ვიტყვი, რომ გაეროსთან არსებული “მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის” მიერ 1990 წლის 17 მაისს დაავადებების სიიდან მამათმავლობის ამოღების შემდეგ დაიწყო ლგბტ-თა “ტრიუმფალური” სვლა… ჯერ _ ადამიანის უფლებების დაცვის კამუფლაჟით პრივილეგიების მოპოვებისკენ, ხოლო როდესაც მიზანს მიაღწიეს, იმავე კამუფლაჟით დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის ხელისუფლებების მაღალ ეშელონებშიც შეაღწიეს.

აქედან გამომდინარე, დასავლეთში ქალაქის გაცხადებული მამათმავალი მერები, დეპუტატები და მინისტრებიც ჰყავთ. მაგალითად, გერმანიის ყოფილი საგარეო მინისტრი და ყოფილი ვიცეკანცლერი გიდო ვესტერველე ჯერ კიდევ ამ პოსტზე ყოფნისას გათხოვდა.

ამას წინათ ბრიუსელში გამართული ნატოს სამიტის პროტოკოლურ ღონისძიებაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების პირველი პირების ცოლებთან ერთად ფოტო ერთმა გარეგნობით მამაკაცმაც გადაიღო ლუქსემბურგის პრემიერმინისტრ ქსავიე ბეტელის მეუღლის სტატუსით. თავდაპირველად ვიფიქრე, ალბათ, ლუქსემბურგის პირველი პირი ქალია-მეთქი, მაგრამ, თურმე ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების გამო “ბრწყინავდა” მელანია ტრამპის გვერდით ლუქსემბურგის “პირველი ლედი” _ გოტიე დესტენე.

ერთი და იმავე სქესის მქონე პირებს შორის ქორწინება უკვე იმდენ სახელმწიფოშია ლეგალიზებული ან ნაწილობრივ ლეგალიზებული, გაერთიანებული სამეფოთი დაწყებული, აშშ-ბრაზილია კანადამდე, რომ მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ ერთნაირსქიანთა შორის პირველი ქორწინება ოფიციალურად 2001 წელს დარეგისტრირდა ჰოლანდიაში, შემდეგ კი ეს “სიკეთე” ევროკავშირის წამყვან ქვეყნებშიც გავრცელდა.

ერთადერთი, დასავლეთის მმართველმა ნეოლიბერალურმა ელიტებმა მართლმადიდებელ (რომ არაფერი ვთქვათ, ისლამურ სამყაროზე) ქვეყნებს ვერ მოუხერხეს ვერაფერი. არა, აქაიქ გეიაღლუმები კი გაიმართა, მაგრამ ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე ჯერჯერობით ლაპარაკი არ არის და არც იქნება(?), სანამ არსებობს მართლმადიდებელი რუსეთის უდიდესი და უმდიდრესი ეკლესია, როგორც უპირობო ლიდერი მართლმადიდებელი სამყაროსი.

რა იქნება ხვალ, მხოლოდ უფალმა უწყის.

დღეს კი ერთი რამის თქმა თამამად შეიძლება: ევროპის ლგბტების ოკეანეში მხოლოდ საქართველო და რუსეთია ის იშვიათი გამონაკლისი კუნძულები, რომლებზეც, ერთნაირსქესიანი ქორწინებები კი არა, გეიაღლუმიც ვერ ჩაუტარებიათ, საქართველოში _ ეკლესიისა და საზოგადოების ძალისხმევით, ხოლო რუსეთში _ ამ ყველაფერს პლუს რუსეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლის ძალითაც ქვეყანაში აკრძალულია გეიპროპაგანდა არასრულწლოვანთა შორის 99 წლის (იუმორის დეფიციტს ნამდვილად ვერ დავწამებთ რუს დეპუტატებს) ვადით, რაც იმას ნიშნავს, რომ გეიაღლუმის მცდელობასაც კი კანონის ძალითმიბერტყავენ”, რადგან პედერასტების მსვლელობა ისე ვერ ჩატარდება, რომ არასრულწლოვანებმა თვალი ვერ მოჰკრან ქალაქის ცენტრში ლგბტთა ბაირაღების ფრიალსა და მათიკურტუმოებისმურდალ ქნევას, რაც, 2013 წლის 2 ივლისს მიღებული კანონის მიხედვით, გეიპროპაგანდაა.

ეს კანონი, არასრულწლოვანებზე ზრუნვის გარდა, ალბათ, იმიტომაც მიიღეს, რომ ვლადიმერ პუტინი, ქიზიყურად თუ ვიტყვით, “შააღონეს” უცხოელმა ჟურნალისტებმა რუსეთში ლგბტ სექტის შესახებ შეკითხვებით, რომელთა საერთო შინაარსი დაახლოებით ასეთია _ რატომ ჩაგრავენ რუსეთში ჰომოსექსუალებს? თანაც, ასეთ კითხვას აუცილებლად დასვამდა რომელიმე ლიბერასტი ჟურნალისტი, მიუხედავად იმისა, როგორი სერიოზული ვიზიტიც უნდა ყოფილიყო რუსეთის პრეზიდენტისა რომელიმე ქვეყანაში. გავიხსენებ მესამე ვადით პრეზიდენტად ახალარჩეული პუტინის ვიზიტს ფინეთში 2012 წელს, ანუ რუსეთის სათათბიროს მიერ ზემოხსენებული კანონის მიღებამდე.

აბეზარი ჟურნალისტის კითხვაზე _ რატომ შლიან გეიაღლუმებს, რატომ არ აკანონებენ ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინებებს, ეს ხომ დემოკრატიული ნორმების დარღვევაა? _ რუსეთის პრეზიდენტმა დაახლოებით ასე უპასუხა: “ახლა სადმე, ჩეჩნეთში ან რუსეთის რომელიმე გუბერნიაში რომ ჩავიდე და მსგავსი რამ შევთავაზო ადამიანებს, ისინი მიიღებენ თქვენს დემოკრატიულ ნორმებს?” _ კითხვა შეუბრუნა პუტინმა ლიბერასტ ჟურნალისტს და იქვე დასძინა: “ხალხი იარაღს აიღებს ხელში და თქვენს დემოკრატიას არ მიიღებს, რადგან ის, რაც მისაღებია დასავლეთისთვის, ზოგჯერ მიუღებელია ჩვენთვის. ჩვენ ჩვენი სუვერენული დემოკრატია გვაქვს!”, ანუ, ჟარგონით თუ ვიტყვით, “ყველამ თავის მამიდას მოუაროსო”.

მას შემდეგ ფრაზა “სუვერენული დემოკრატია” რეფრენად იქცა და დასავლეთი მიხვდა, რომ მსგავსი მეთოდებით რუსეთის (წაიკითხე, მთელი მსოფლიოს) ლგბტ-ზაცია, რომელიც პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად იქცა, შეუძლებელი იყო და ტაქტიკა შეცვალეს.

წინა სტატიაში ვწერდი, რომ აშშ ყოველწლიურად 70-90 მილიარდი რუბლით (მილიარდ-ნახევარი დოლარი) აფინანსებს პუტინის ე.წ. არასისტემურ ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს, რომელთა მთავარი მიზანი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ბრძოლა და, პარალელურად, ნებისმიერი საბაბით, პედერასტების აღლუმის დარბევა იქნება თუ ძეხვის გაძვირება, ხალხის ქუჩაში გამოყვანა, ე.წ. მაიდნის მოწყობა და პუტინის ხელისუფლების დამხობაა. მსოფლიოს მართლმადიდებელთა ლიდერისა და იმედის, რუსული ეკლესიის, წინააღმდეგ ბრძოლა რითაც დასრულდა, ეს მოსკოვის ერთ-ერთი ეკლესიის საკურთხეველში შევარდნილი “მუსიკოსი პროსტიტუტკების” მაგალითზე მსოფლიომ იხილა და არა მგონია, მსგავსის რამის ჩადენის სურვილი ვინმეს გაუჩნდეს ახლო მომავალში… რაც შეეხება მაიდანს, ესეც უტოპიაა, რადგან არასისტემური ოპოზიციის ლიდერი ნავალნი, ზღაპრული დაფინანსების მიუხედავად, 2-3 ათასი კაცის მობილიზებას თუ ახერხებს. ყოველ შემთხვევაში ასე იყო ახლახან, “რუსეთის დღის” ჩაშლის მცდელობისას. ქვეყანაში არეულობის მოწყობის უშედეგო მცდელობების მთავარი მიზეზი, სამართალდამცველთა სიფხიზლესთან ერთად, მაინც ის მგონია, რომ ნავალნიმ და არასამთავრობო სექტორმა მასობრივად ვერ აიყოლიეს ახალგაზრდობა. ეს კი განათლების შედეგია _ რუსეთის სკოლებში პატრიოტიზმის სულისკვეთებით ზრდიან ყმაწვილებს, რადგან ამ ქვეყნის განათლების მინისტრი, შეურაცხადი და ანტიეროვნული ალექსანდრე ჯეჯელავა კი არა, სამშობლოს სიყვარულით ანთებული ახალგაზრდა კაცია _ ალექსანდრე ავდეევი.

საქართველოშიც ებრძვიან ეკლესიას: არასამთავრობო ხლისტები საქართველოს პატრიარქის გადადგომას მოითხოვენ, საკუთარი დედის მიმართ სექსუალური ფანტაზიებით დაავადებული “მწერალი” ზაზა ბურჭულაძე კი _ პატრიარქის გამომწყვდევას ზოოპარკის ვოლიერში. ეს ყველაფერი დღევანდელი ახალგაზრდების უმრავლესობას ფეხზე ჰკიდია, რადგან განათლების ყველა მინისტრის ხელში (კახაბერ ლომაიათი დაწყებული, ალექსანდრე ჯეჯელავამდე) ჩვენს შვილებს სკოლაში სამშობლოს სიყვარულის, საქართველოს ისტორიის მაგივრად იდიოტურ უნარ-ჩვევებს ასწავლიან.

ახლა კი _ წერილის მთავარ თემაზე.

ძია სემი, ეტყობა, მიხვდა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში პუტინის დასამხობად ფულის გადაყრა უაზრობაა და შემოვლითი, გრძელვადიანი პერსპექტივის გზით სიარულს ეცდება…

გასულ კვირას ევროპის ე.წ. ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი გეიპროპაგანდის შესახებ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად, ხოლო ბავშვებისთვის ადრეული ასაკიდანვე ლგბტ-თა შესახებ ინფორმაციის არმიწოდება ბავშვების დისკრიმინაციად მიიჩნია და რუსეთი 40 ათასი ევროთი დააჯარიმა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დასავლეთს სურს, ჩვენმა შვილებმა (დიახ, ჩვენმა და არა მხოლოდ რუსების) ბაგაბაღებიდანვე იცოდნენ, ვინ არის გეი, ლესბოსელი, მათი გენიტალიები, რათა, როცა გაიზრდებიან, იმის მიუხედავად, ღმერთმა რომელი სქესით გააჩინა, თვითონ აირჩიონ სქესიცა და ცხოვრების წესიც. ანუ სურს, ბაგა-ბაღშივე გაირყვნან ბავშვები და, როდესაც გაიზრდებიან უპრინციპო ნეოლიბერალებად და, როგორც ჩვენს ახალგაზრდობას ჰკიდია ფეხებზე ყველაფერი ეროვნული და ტრადიციული, რუსი ახალგაზრდობაც დაიკიდებს ყველაფერს, აი, მაშინ შეიძლება აუხდეს ძია სემს ოცნება _ რუსეთშიც მოაწყოს მაიდანი, ფერადი რევოლუცია, რომლის შედეგად ეს უზარმაზარი სახელმწიფო მარტივ მამრავლებად დაიშლება.

მაგრამ, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, მანამდე არ აგიდგეს გვერდები, ძია სემ, რადგან რუსეთის ერთიანობას მაღლა უფალი იფარავს, ხოლო დაბლა _ მართლმადიდებელი ეკლესია და უმძლავრესი ბირთვული პოტენციალი. ევროსასამართლოს ეს განჩინება სანქციებით განაწამებ რუსეთზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების უშედეგო მცდელობაა; უშედეგო, რადგან ამის გამგონე რუსეთის ხელისუფალნი სიცილისგან ჩაბჟირდნენ და იმ სიმბოლური თანხის გადახდას არ აპირებენ.

აღსანიშნავია, რომ, როცა მიხეილ ხოდორკოვსკიმ, რომელიც პუტინმა ვადაზე ადრე იმ პირობით გაათავისუფლა პატიმრობიდან, რომ პოლიტიკაში აღარ ჩაერეოდა, რუსეთის ხელისუფლებას უჩივლა იუკოსის გამო, თუ არ ვცდები, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში. რუსეთს ხოდორკოვსკის სასარგებლოდ 40 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრეს, რუსეთი გამოვიდა შესაბამისი კონვენციიდან, ფული არ გადაუხადა ნაძირალა ხოდორკოვსკის, შემდეგ კი მიიღო კანონი, რომლის ძალითაც რუსეთის კანონები უპირატესია ნებისმიერ საერთაშორისო კანონზე. აი, კიდევ ერთი გამოხატულება “სუვერენული დემოკრატიისა”. რუსეთი თავისი ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს და არა ისე, როგორც ჩვენ შევყურებთ სტრასბურგ-ბრიუსელ-ვაშინგტონს, _ რას გადმოგვიგდებენ სამადლოდ და რას გვიბრძანებენ სანაცვლოდ.

ახლა ხელისუფლებაში მოკალათებული შინაური ლიბერასტების გასაგონად, რომლებიც გვეფიცებიან, რომ ევროპა თუ ნატო ძალით არ გაგვაელგებეტებს, ვამბობ: ჯერ _ ვინ გვიღებს ან ერთში, ან მეორეში, მაგრამ ევროატლანტიკურ გაერთიანებაში შეუსვლელადაც ხომ გვაიძულეს ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება?

ამხელა რუსეთს გაუბედა ევროსასამართლომ, _ გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავ და დისკრიმინაციას ეწევიო, და ჩვენ, პატარა საქართველოს, რასაც მოისურვებენ, იმას ვერ გვაიძულებს? ეს რომ არ მოხდეს, მართლმადიდებელი რუსეთის ორბიტას უნდა დავუბრუნდეთ, თუ არადა, სხვა გზა ხსნისა ვინმემ მაჩვენოს…

დავით მხეიძე

 

6 COMMENTS

  1. დამარცხება აღიარეთ! გაიხედეთ ქუჩებში, ბიჭები საყურეებით, უმეტესობა, დასავლური ლგბტ კულტურის აბსოლუტური დომინაცია! ახალი თაობა ჩვენ გავრყვენით და ერთეულები გამოვაცხადეთ ჩამორჩენილ უწიგნურებათ, ჩვენ წინაამღდეგ ვინც იყო უწიგნურ და გაუნათლებელ ჰომოფობებად გამოვაცხადეთ! ყველა ინსტიტუტში ჩვენი რექტორებია, გეები მისაღებებია ახალი თაობისთვის! გეი ქორწინებებს თვითონ ახალი თაობა მოითხოვს! თქვენ ომი წააგეთ! არაპრეზენტაბელური ჩამორჩენილი ჰომოფობებად გამოგაცხადეთ ქართულ იდეალებზე და ტრადიციებზე გაზრდილები და თქვენვე ჩვენი პროპაგანდის მთავარ მოთამაშეებად გაქციეთ! ვისაც გეი ქორწინება არ უნდა ჩამორჩენილია ახალი თაობისთვის! თქვენ კიდევ ვერაფერს ვეღარ შეძლებთ! ჩარჩით თქვენ კულტურულად გამოყოფილ გეტოებში. თქვენი ხელის ჩამორთმევა უკვე თქვენივე შვილების თაობას უტყდება!

  2. დავით,თქვენი პოზიცია ყოველთვის სწორია.ჭეშმარიტებას ღაღადებთ მუდამ.ერთადერთი იმედი დამრჩენია,უფალი ყველას თავის ადგილს მიუჩენს,მხოლოდ ეს გაუთვითცნობიერი ახალგაზრდები მეცოდებიან.

  3. ქალბატონო ლელა, ახალგაზრდები იმიტომ გეცოდებათ, რასისტი და ჰომოფობები რომ არ არიან. ჩვენ კიდევ თქვენ გვეცოდებით. დავრწმუნდი ისეთ სიტყვებსაც იყენებთ როგორიცაა ,,ზანგს” და ,,ქართველობას გვართმევენ” ან ,,გვაპედერასტებენ”

  4. “ლგბტ” სპეციალისტს, ე.ი. ტრაკსაგენდერს რომ კითხო, უკვე გაუმარ ჯვია და უკანა მხარეს ათამაშებს, იშოვეს იოლი შემოსავლის წყარო და ხალისობენ. აბა გამოდი და “მარში” ჩაატარე, ხომ იცი რომ მოგხვდება და შენც ეგ გინდა, შე გაუკუღმართებული სექსის სპეციალისტო. თურმე, სპეციალისტებიც ყოლიათ. აბა გვითხარი გამარჯვებულო შენი სახელი, გვარი, მისამართი და მივხვდებით რა გამარჯვებულებიც ხართ. ტარაკან!

  5. გიორგი ასტრალი გეი აღლუმსაც ჩავატარებთ და 2018 წელს კი გეების დღე ოფიციალურ კალენდარში შევიტანთ, ქართველი ლგბტ დღეთ!

  6. სანამ, სოდომთან ერთად, რამდენიმე “ეგბტ” ქალაქს მიწის პირიდან აღგვიდა ღმერთი, გახსოვთ,- რა გაფრთხილება მისცა ღმრთის ანგელოზმა პატიოსანი ლოტის ოჯახს?! “წადით და უკან არ გაიხედოთ”!!! (ასეთი იყო ბრძანება). ეს არის კაცობრიობის გაფრთხილება!!! გვიღირს კი, უკან გახედვა?! გავიხსენოთ, რა ბედი ეწიათ შემდგომ იმ ცივილიზაციებს, ლოტის ცოლივით, უკან გახედვა რომ გაბედეს… აღიგავენ მიწის პირისაგან… (ლათინების მაგალითიც საკმარისია)… ბიბლია გვაფრთხილებს,- თავისუფალი ნების გამოვლენა ხთონური ინსტინქტების პრიმატით არ არის რეკომენდებული… მე, ვენდობი ბიბლიას… თქვნი საქმისა თქვენ იცით…

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here