მთავარი მსოფლიო ეკონომია დეპუტატებზე

ეკონომია დეპუტატებზე

292
გააზიარეთ
ეკონომია დეპუტატებზე

იტალიაში ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირეს ქვეყნის პარლამენტში დეპუტატების რაოდენობის შემცირებას. როდის მოხდება ეს საქართველოში?

20-21 სექტემბერს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 70-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა პარლამენტარების რაოდენობის მესამედით შემცირებას.

ცვლილებას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 69,54-მა %-მა, წინააღმდეგი იყო 30,36%. რეფერენდუმში მონაწილეობდა 53,84%. იტალიელი ამომრჩევლების გადაწყვეტილებით, დეპუტატების რაოდენობა 630-დან 400-მდე შემცირდა. ახალი პროექტით, სენატში იქნება 200 დეპუტატი 315-ის ნაცვლად. სტატისტიკის მიხედვით, იტალიაში ამჟამად ყოველ 96 ათას მცხოვრებზე ერთი დეპუტატი მოდის, შემცირების შემდეგ კი 151 ათას კაცზე 1 დეპუტატი იქნება. ექსპერტთა შეფასებით, დეპუტატების რაოდენობის შემცირებით, იტალიის ბიუჯეტი ყოველწლიურად 53 მლნ ევროს დაზოგავს.

ცნობისთვის: ხალხის რჩეულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა ჩინეთი, იქ 2980 დეპუტატია, მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი (1443 დეპუტატი); მესამეზე _ საფრანგეთი (925 დეპუტატი); შემდეგ მოდის ინდოეთი (790 დეპუტატი). აღსანიშნავია, რომ ინდოეთში 1,5 მლნ ადამიანზე 1 დეპუტატი მოდის; გერმანიაში 104 000-ზე _ 1 დეპუტატი.

საქართველოში 3,7 მლნ ადამიანი ცხოვრობს, პარლამენტში კი 150 დეპუტატია. მარტივი გაანგარიშებით, გამოდის, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოველ 24 666 ადამიანზე 1 დეპუტატი მოდის, ეს იტალიის მაჩვენებელზე 6-ჯერ ნაკლებია. ქვეყნის ამჟამინდელი პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და საარჩევნო კამპანიის შემყურე საქართველოს მოსახლეობა, დროა, დაფიქრდეს პარლამენტში დეპუტატების რაოდენობისა და მათთვის ანაზღაურების შემცირებაზე, რაც ნაკლები დეპუტატი იქნება პარლამენტში, მით ნაკლები წურბელა ეყოლება ბიუჯეტს.

rg-rb.deზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. ჩვენს პარლამენტში სრულიად საკმარისი იქნება 30–35 კაცი. დიდი თანხები დაიზოგება. მაგრამ, სამწუხაროდ ახლო მომავალში ეს არ მოხდება. პარლამენტარობა დიდი ტვირთია, რომლის ზიდვა ერთეულებს ძალუძთ.

  2. 150 პარლამენტარი, ეს არის 150 უვიცის უსაფუძვლო ამბიცია. პლუს ამას მათი ბიუროს თანამშრომლები, რომლებიც ძირითადად ახლობლებ, ნაცნობ, მეგობრები არიან! აქედან გამომდინარე ამ უვიცი წურბელების შემცირება 50-მდე სრულიად საკმარისი იქნება კანონების მისაღებად. რაც ასევე დიდ შეღავათს მისცემს ხალხის გატყავებ შევსებულ ბიუჯეტს!!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here