Home სხვადასხვა დაიჯესტი ეკლესიის საკურთხეველში ადამისა და ევას ნაცვლად გეები გამოსახეს

ეკლესიის საკურთხეველში ადამისა და ევას ნაცვლად გეები გამოსახეს

2549
ეკლესიის საკურთხეველში ადამისა და ევას ნაცვლად გეები გამოსახეს

შვედეთის ქალაქ მალმიოს კათოლიკურ ეკლესიაში გაჩნდატოლერანტულისაკურთხეველი, რომელშიც ადამის, ევასა და მათი შემცდენი გველის ნაცვლად გამოსახულია ერთნაირსქესიანთა წყვილი, რომლებსაც ტრანსგენდერი აკრძალულ ნაყოფს აწვდის.

“ლგბტ-სამოთხის” ამ სურათის ავტორია ფოტოგრაფი და მხატვარი ელიზაბეტ ოლსონ ვალინი, რომელიც სექსუმცირესობის წარმომადგენელია. ეს “შედევრი” მან 2012 წელს შექმნა. და, საერთოდ, მისი “შემოქმედება”, თუ შეიძლება ამ ქალ-კაცას ავადმყოფური წარმოსახვანი ასე მოვიხსენიოთ, რელიგიურ თემატიკაში ტრიალებს და გახრწნილი ურთიერთობების რწმენად ჩამოყალიბებას ემსახურება.

შვედეთში პოპულარულია “მხატვრის” გამოფენა Ecce Homo, რომელზეც წარმოდგენილია იესო ქრისტეს გამოსახულებანი ჰომოსექსუალებსა და ტრანსგენდერებს შორის.

ვალინი აცხადებს, რომ მისი ნახატები შთაგონებულია აღორძინების ეპოქის ოსტატ ლუკას კრანახის (უფროსის) შემოქმედებით. ამტკიცებს, რომ “სექსუალური უმცირესობანი მოხვდებიან არა ჯოჯოხეთში, არამედ სამოთხეში”.

პრესა იუწყება, რომ “მხატვარს” თავდაპირველად სურდა, სურათი “ლგბტ-სამოთხე” ეჩუქებინა თავისი მშობლიური ქალაქ სკარასთვის იმ დღეებში, როცა ეკლესია თავის 1000-წლიან ისტორიაში პირველად აპირებდა ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების კურთხევას. “ჰომოაქტივისტი” ნადედაკაცარის სიტყვით, მას სურდა, შეემოწმებინა, მართლა არის თუ არა ეკლესია ტოლერანტული ერთი და ერთი იმავე სქესის პირთა ურთიერთობის მიმართ.

ეკლესიამ ზრდილობიანად აირიდა საჩუქარი და განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა რწმენასთან, არამედ პოლიტიკურ აქტივობასთან.

მალმიოს წმინდა პავლეს ეკლესიამ კი მიიღო მირთმეული ნახატი და საკურთხევლის გასაფორმებლადაც გამოიყენა.

აქტივისტი ლგბტ-ელის ნამუშევარმა სოცქსელში აღშფოთების ტალღა ააგორა. მორწმუნენი მიიჩნევენ, რომ “ტოლერანტულმა” შვედურმა ეკლესიამ, რომელიც ამაყობს თავისი “პროგრესული” შეხედულებებით, ძალიან ღრმად შეტოპა. გამოკითხვის შედეგები მოწმობს, რომ მრევლს ეკლესიის ასეთი პოზიცია არ მოსწონს და ამიტომაა, რომ ბოლო დროს მასობრივად მიატოვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here