Home ახალი ამბები მსოფლიო ევროსასამართლომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები დაავალდებულა, რომ ოჯახად აღიარონ ერთი და იმავე სქესის...

ევროსასამართლომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები დაავალდებულა, რომ ოჯახად აღიარონ ერთი და იმავე სქესის პირები და მათი შვილები

139

ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლო ორგანომ დაადგინა, რომ ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში აღიარებული უნდა იყოს ერთი და იმავე სქესის მშობლებისა და მათი შვილების უფლებები, ანუ აღიარებული იქნან ოჯახად.

ლუქსემბურგში არსებულმა სასამართლომ განაცხადა, რომ, თუ ერთი სახელმწიფო აღიარებს ასეთ ნათესაობას, მაშინ ასევე უნდა მოიქცეს სხვაც, რათა უზრუნველყოფილი იქნას ბავშვის თავისუფლად გადაადგილების უფლება.

საქმე სასამართლოს მას შემდეგ გადაეცა, რაც ბულგარეთის ხელისუფლებამ უარი უთხრა ერთი და იმავე სქესის წყვილს ბავშვის დაბადების მოწმობის გადაცემაზე იმ მოტივით, რომ ბავშვს არ შეიძლება ჰყავდეს ორი დედა. ამ საკითხზე სასამართლოში სარჩელი შეიტანეს ბულგარელმა და ბრიტანელმა ქალებმა _ ალინა ივანოვამ და ჯეინ ჯონსმა.

სარა ესპანეთში დაიბადა, მისი ერთი “დედა” _ ბულგარეთში, მეორე _ გიბრალტარში. საქმე სასამართლომდე იმიტომ მივიდა, რომ ბულგარეთმა მცირეწლოვან სარას უარი უთხრა მოქალაქეობაზე, რადგან ბულგარეთის კანონმდებლობით ერთი და იმავე სქესის პირთა ოჯახები იურიდიულად აღიარებული არ არის.

ru.euronews.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here