Home ახალი ამბები მსოფლიო ევროპული ღირებულებების დემონსტრირება ევროვიზიის სცენაზე (ვიდეო)

ევროპული ღირებულებების დემონსტრირება ევროვიზიის სცენაზე (ვიდეო)

884

ევროვიზიის 2017 წლის სიმღერის  საერთაშორისო საფინალო კონკურსში, რომელსაც უკრაინის დედაქალაქმა კიევმა უმასპინძლა, საკონცერტო ნომრით გამოვიდა 2016 წლის გამარჯვებული, ცნობილი უკრაინელი მომღერალი ჯამალა. მისი გამოსვლის დროს სცენაზე უცნობი მამაკაცი ამოვიდა, რომელსაც შემოხვეული ჰქონდა ავსტრალიის დროშა, გადაუჭრა მომღერალს სცენა და გვერდზე მდგომმა დამსწრე საზოგადოებას  და დანარჩენ მსოფლიოს შიშველი უკანალი მიუშვირა.


მაყურებელმა ვერც კი მოასწრო იმის გააზრება თუ რა მოხდა სცენაზე, რადგან ეს ამაზრზენი სანახაობა რამოდენიმე წამს გაგრძელდა. ევროვიზიის სცენაზე უკრაინელი მომღერალი ჯამალა ასრულებდა სიმრერას სახელწოდებით I Believe In U (მე მჯერა შენი), როდესაც სცენაზე ამოვიდა მამაკაცი ავსტრალიური დროშით და აჩვენა მთელ მსოფლიოს თავისი უკანალი. ამის შემდგომ ხულიგანი სცენიდან დაცვის წევრებმა გაიყვანეს, ხოლო ჯამალას არ შეუწყვეტია თავისი ნომერი. აღმოჩნდა, რომ მამაკაცი სულაც არ ყოფილა ავსტრალიელი, მეტიც მას არაფერი საერთო არ აქვს ავსტრალიასთან.  ავსტრალიის დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ მამაკაცთან და არც ინციდენტთან მათ არანაირი კავშირი არ ჰქონიათ. ხულიგანი ეროვნებით უკრაინელი პრანკერი ვიტალი სედუკია, რომელის საქმიანობას წარმოადგენს მსგავსი ექსტრაორდინალური გამოსვლებით მიიპყროს მაყურებლის ყურადღება.

პრანკერი საქვეყნოდ ცნობილი 2012 წელს გახდა, როდესაც მოსკოვში „ადამიანები შავებში 3“ პრემიერაზე ჩამოსულ მთავარ გმირს, მსახიობთვის უილ სმიტისთვის შეეცადა ეკოცნა, რის შედეგადაც მსახიობისგან სილა მიიღო.

აი,  ასეთია  ევროპული ღირებულებების მქონე დასავლეთი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here