მთავარი დაიჯესტი ევროპული სოლიდარობის ფარსი და მიტოვებული, მაგრამ მაინც ოპტიმისტი იტალიელები

ევროპული სოლიდარობის ფარსი და მიტოვებული, მაგრამ მაინც ოპტიმისტი იტალიელები

1362
გააზიარეთ
ევროპული სოლიდარობის ფარსი და მიტოვებული, მაგრამ მაინც ოპტიმისტი იტალიელები

კორონავირუსმა გამოააშკარავა ფარისევლობა. აი ევროპის ჭეშმარიტი სახე”, ამ სათაურით დაბეჭდა იტალიურმა გაზეთმაჯორნალემსტატია, რომელშიც საყვედურობს ევროკავშირს იმის გამო, რომ ზურგი აქცია ეპიდემიის მსხვერპლად ქცეულ იტალიას.

“ევროკავშირის ნამდვილი მტერი, წერს გაზეთი, თვითონ ევროკავშირი აღმოჩნდა, რომელიც სულ რამდენიმე დღის განმავლობაში ისე დაიშალა, თითქოს არასოდეს არსებულა. წლების განმავლობაში გვარწმუნებდნენ, რომ ერთიანი ევროპა ჩვენი ნამდვილი მიზანია; რომ ბრექსიტი ღალატის სიმბოლოა; რომ ჩვენი გაბრწყინებული მომავალი ეს არის ბრიუსელი; რომ ევროპის ლიდერები არიან ისინი, ვინც სხედან პარიზსა და ბერლინში და იციან, როგორ იაროს გაერთიანებულმა ევროპამ ნათელი მომავლისკენ. მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა განგაშის მხოლოდ რამდენიმე დღე, რომ ევროპული კონსტრუქციის ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერებმა ყველანაირი რწმენა დაკარგეს. ევროკავშირში არავინ გამოხმაურებია თხოვნამუდარას ფილტვების ვენტილაციის ახალი აპარატების გადაცემის შესახებ; არავის გამოუგზავნია მედიკოსები და სანიტრები დასახმარებლად; არავის უფიქრია, ებრძანებინა თავიანთიინვესტორებისთვის”, შეეწყვიტათ სპეკულაციები ბირჟებზე, რომლებიც ჩამოიშალა და მტკივნეულად დაარტყა იტალიის სტრატეგიულ რეზერვს. ჩაკეტილი საზღვრები, გაჩერებული ქარხნები, უპასუხო სატელეფონო თხოვნები…”.

“ინგრევა არა მხოლოდ გლობალიზაცია, აღნიშნავს “ჯორნალე”, _ სენმა დაარტყა ლიბერალიზმს, რომლის ყველა წარმატება მყისვე გაცამტვერდა. უოლტ-სტრიტი შეპყრობილია უპრეცედენტო კრიზისით. რამდენიმე ასეული მილიარდი ევრო აორთქლდა ბირჟის მხოლოდ ერთი დღით მუშაობისას. ფინანსებისადმი რწმენა მიინავლა. ევროპა რამდენიმე კვირის განმავლობაში გაქრა, როცა ზურგი შეაქცია ყველას, ვისაც დახმარება სჭირდებოდა”.

იტალია ევროპაში პანდემიის მთავარი მსხვერპლია. ინფიცირებულთა რაოდენობა 50 ათასს მიუახლოვდა, მოიმატა სასიკვდილო შემთხვევების რაოდენობამ, მაგრამ ევროპული სოლიდარობის ნაცვლად ევროკავშირელმა მეზობლებმა იტალიას საზღვრები ჩაუკეტეს, ისევე, როგორც მანამდე ეს გააკეთეს ავსტრიამ და სლოვენიამ.

დღეს ნიღბების წარმოების 90% ჩინეთზე მოდის და გაირკვა, რომ ევროპაში დამცავი საშუალებების მწვავე ნაკლებობაა. როგორც განაცხადა ალბერტო სპაშანიმ, იტალიის არმიისთვის აირწინაღებისა და დამცავი სათვალეების მწარმოებელი ფირმის წარმომადგენელმა, მთავრობას დაუყოვნებლივ უნდა შეეკრიბა დამცავი საშუალებების მწარმოებლები, რათა დაეწყოთ ნიღბების გამოშვება ხელმისაწვდომ ფასში, აგრეთვე, დახმარებოდა მწარმოებლებს ეკონომიკურად, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. შედეგად, სპეკულანტებმა მკვეთრად გააძვირეს ნიღაბი. მთავრობამ განაცხადა, რომ განზრახული აქვს 34 მლნ ნიღბის შეძენა, მაგრამ მათ ახლა ვერ იპოვით ბაზარზე.

ვირუსთან საბრძოლველად მზად არ იყო იტალიის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურიც. როგორც ყოველკვირეული “ესპრესო” წერს, “ჩვენმა გამოცემამ ეს კითხვა დაუსვა ექიმებს… ეკონომისტებს, მეცნიერებს, ექსპერტებს, მუნიციპალიტეტის წევრებს. პასუხი იყო ერთადერთი: “არა. ჩვენ მზად არ ვართ!”

ესპრესოსაზრით, მინიმალური გათვლებით ჩანს, რომ ევროპის სხვა ქვეყნებთან გასათანაბრებლად იტალიას არ ჰყოფნის 10 მილიარდი ევროს ინვესტიცია. ამასთანავე, იტალიას სჭირდება 47 ათასი თანამშრომელი, უმეტესად სანიტრები, აგრეთვე, ექიმები და ტექნიკური პერსონალი მხოლოდ იმისთვის, რომ უზრუნველყონ ძირითადი მომსახურება. კადრების დეფიციტი ისეთი სერიოზულია, რომ იტალიის ჯანდაცვის სისტემის კრახის თავიდან ასაცილებლად მინისტრი ვალტერ რიჩარდი მოითხოვს, დაუყოვნებლივ შემუშავდეს ექიმებისა და მედპერსონალის სამუშაოდ მიღების გეგმა.

“გაერთიანებული ევროპის” მხრიდან სათანადო დახმარების არარსებობაში იტალიის მთავრობამაც ევროკავშირი დაადანაშაულა. მაგალითად, ევროკავშირში იტალიის ელჩმა მაურიციო მასარიმ განაცხადა, რომ “ბრიუსელი უნდა გამოვიდეს ურთიერთქმედებისა და კონსულტაციების ჩარჩოდან და შეიმუშაოს “სასწრაფო, კონკრეტული და ეფექტიანი მოქმედების გეგმა”. იტალიის მთავრობის განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ ევროკავშირის წევრებმა არ უპასუხეს იტალიის თხოვნას სამედიცინო მოწყობილობების (მათ შორის, ნიღბების) დამატებით მიწოდების შესახებ. გერმანია და საფრანგეთი იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებმაც შეზღუდვა დააწესეს სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებაზე, ჩინეთმა კი იტალიას ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 1000 აპარატი, 2 მლნ ნიღაბი, 20 ათასი დამცავი კოსტიუმი და 50 ათასი ტესტი შესთავაზა.

იტალიამ სთხოვა ევროკავშირს, გაეაქტიურებინა სამოქალაქო დაცვის მექანიზმი სამედიცინო მოწყობილობების მისაწოდებლად იტალიისთვისსამწუხაროდ, ევროკავშირის არც ერთი ქვეყანა არ გამოეხმაურა მოწოდებას”, ამბობს მაურიციო მასარი.

ევროკავშირი მხოლოდ დაპირებებით შემოიფარგლა. ცოტა ხნის წინათ გამართული 2-საათიანი “ელექტრონული სამიტის” მიმდინარეობისას ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ განამტკიცებდნენ კოორდინაციას და გამოათავისუფლებდნენ 25 მლრდ ევროს. იტალიაში კი მსხვერპლი რამდენიმე ათასია და ევროკავშირის მხრიდან არაფერი გაკეთებულა. მეტიც _ ბრიუსელში ვერ შეთანხმდნენ ჯანდაცვისა და ეკონომიკის ნაციონალური სისტემების ფინანსურ სტიმულირებაზე.

ეპიდემიის გამო სახლებში ჩაკეტილი იტალიელები კი უბედურებაზე თავისებურად რეაგირებენ.

როგორც “კორიერა დელა სერა” იუწყება, ყველაფერი დაიწყო მუსიკალური ფლეშმობით, რომელიც დადგა რომის ქუჩის ორკესტრმა “ფანფარომამ”. მან სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, რომელმაც სწრაფად მოიხვეჭა პოპულარობა. “გამოვაღოთ ფანჯრები, გავიდეთ აივნებზე და დავუკრათ მუსიკა, რათა ჩვენი ქვეყანა იქცეს გიგანტურ უფასო კონცერტად”, მოუწოდეს მუსიკოსებმა მოსახლეობას. მათ მხარი დაუჭირა რომის მერმა ვირჯინია რაჯიმ: “ვიმღეროთ ყველამ ერთად. დაე, ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ საზოგადოება ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან შეხებაც კი არ შეგვიძლია”.

ბევრმა დაუჭირა მხარი მოწოდებას. გაზეთი წერს, რომ გოგონა გავიდა აივანზე და კლარნეტზე შეასრულა იტალიის ეროვნული ჰიმნი; ქალმა არფაზე დაუკრა ტერასაზე; ბოლონიაში კვარტლის ხელმძღვანელი აივანზე გავიდა და გიტარაზე შეასრულა სახალხო სიმღერა “მეთევზე”; ნეაპოლში, სპანიოლის უბანში, ორმა ხანდაზმულმა სინიორამ ზეწრები ააფრიალა და ასე მიესალმა მეზობლებს; ტურინში ენთუზიასტებმა ქვაბის თავსახურავები და ტაფები ერთმანეთს შემოჰკრეს; ბევრმა კი აივნიდან ეროვნული დროშა გადმოფინა ვირუსზე გამარჯვების აღსანიშნავად.

მაგრამ პატრიოტული სიმღერებითა და ტაფების ერთმანეთზე რახუნით ვირუსი არ დამარცხდება. იტალია ტრავმირებულია. ევროპული სოლიდარობა გამოცდის მომენტში ფარსით დასრულდა.

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here