Home სხვადასხვა დაიჯესტი ევროპული პარტიები ევროკავშირში თანაბარუფლებიანობას ითხოვენ

ევროპული პარტიები ევროკავშირში თანაბარუფლებიანობას ითხოვენ

543
ევროპული პარტიები ევროკავშირში თანაბარუფლებიანობას ითხოვენ

ევროპაში ყველა ქვეყანას ერთნაირი უფლებები უნდა ჰქონდეს. არ უნდა მოხდეს ისე, რომ ევროკომისია ყველაფერს ხელმძღვანელობდეს ევროპის კავშირში, სინამდვილეში კი წარმოადგენდეს მხოლოდ ორი სახელმწიფოსა და მათი ლიდერების _ მერკელისა და მაკრონის _ ინტერესებს”.

ევროპის კავშირის საპარლამენტო არჩევნების წინ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ჩატარდა პოლონეთის მემარჯვენე პარტია “კუკიზ-15”-ის ყრილობა. პარტიის ხელმძღვანელმა პავლე კუკიზმა განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია ევროკავშირში თანაბარუფლებიანობისთვის იბრძოლებს.

პოპულისტური პარტია “კუკიზ-15”-ის ლოზუნგია ფრაზა: “პოლონეთი _ ევროპაში, ევროპა _ პოლონელებისთვის”. ვარშავაში მიწვეულნი იყვნენ სტუმრები საზღვარგარეთიდან. იტალიის ვიცეპრემიერმა, “მოძრაობა 5 ვარსკვლავის” ლიდერმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა: ევროპის პარლამენტს უნდა ჰქონდეს დიდი ძალაუფლება, რადგან დეპუტატებს პირდაპირ ირჩევენ ევროკავშირის მცხოვრებნი. ჩვენ შევეცდებით, მივაღწიოთ ამას. ჩვენ, აგრეთვე, აუცილებლად უნდა ვითანამშრომლოთ ევროპაში მინიმალური ხელფასის საკითხში”.

ბერძნული პარტია აკკელ-ის ლიდერმა ევანგელოს ციბანიდისმა ვარშავაში მისალოცი წერილი გაგზავნა, ესტონელმა პოლიტიკოსმა არტურ ტალვიკმა კი _ ვიდეომიმართვა. ხორვატიის პოპულისტური პარტია “ჟივი ზიდ”-ის ხელმძღვანელი ივან ვილიბორ სინჩიჩი გამოვიდა მოწოდებით, დაუბრუნდეს ევროპა ევროპელებს. მან განაცხადა, რომ “ევროპა ხელიდან უნდა გამოჰგლიჯონ ბანკირებს”.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ პოპულისტების პარტიები, რომლებიც ევროპარლამენტის არჩევნების წინ ხალხს ჰპირდებიან ისტებლიშმენტის წინააღმდეგ ბრძოლას, დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

Evronews.comის მიხედვით მოამზადა  გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here