მთავარი დაიჯესტი ევროპელობა გვინდა? _ მივბაძოთ ესპანელებს, ამერიკელებსაც!

ევროპელობა გვინდა? _ მივბაძოთ ესპანელებს, ამერიკელებსაც!

451
გააზიარეთ
ევროპელობა გვინდა? _ მივბაძოთ ესპანელებს, ამერიკელებსაც!

ბარსელონას მერიამ ქალაქის მუნიციპალურ აუზებს გაუგზავნა დისკრიმინაციული ცენტრის ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქალებს არ უნდა აეკრძალოთ აუზში უბიუსტჰალტეროდ, მკერდშიშველი ბანაობა, _ იუწყება გამოცემა El Pais.

რეკომენდაცია ეფუძნება იურიდიულ ანალიზს და ვრცელდება ყველა სახეობის აუზზე. საწინააღმდეგო ზომები ჩაითვლება დისკრიმინაციად, რადგან ამ დაწესებულებებს მამაკაცები ტანის ზედა ნაწილის დაუფარავად სტუმრობენ.

ბარსელონის მერმა ჟანეტ სანსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადგილობრივი კანონები ისედაც არ უკრძალავდა ქალებს შიშველი მკერდით ბანაობას, თუმცა ახალმა მითითებამ ბოლო უნდა მოუღოს საკამათო სიტუაციებს.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს ამერიკაში ნიუ-იორკის პოლიციელებს აუკრძალეს მკერდმოშიშვლებული ქალების დაკავება, თუ ისინი კანონს არ არღვევდნენ. აშშ-ის უდიდეს ქალაქში არასოდეს აუკრძალავთ ბიუსტჰალტერის გარეშე სიარული, მაგრამ ზემოაღნიშნულ განკარგულებამდე ბევრი იყო უბიუსტჰალტერო ქალების დაპატიმრების შემთხვევა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here