Home ახალი ამბები მსოფლიო ევროპელი ახალგაზრდები დემოკრატიით იმედგაცრუებულნი არიან

ევროპელი ახალგაზრდები დემოკრატიით იმედგაცრუებულნი არიან

1506
აქცია

საქართველოში .. დემოკრატიული ფასეულობების დასამკვიდრებლად თავგამოდებით იღვწიან დასავლელი ემისრები თუ მათ მიერ დაქირავებული და გულუხვად დაფინანსებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თვით დასავლეთში, კერძოდ, ევროპაში კი ახალგაზრდა ევროპელები სულაც არ მიიჩნევენ დემოკრატიას სახელმწიფო წყობის საუკეთესო ფორმად.

საერთაშორისო ორგანიზაცია YouGov-Studie-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ახალგაზრდა ევროპელთა თითქმის ნახევარი დემოკრატიას არ მიიჩნევს საუკეთესო სახელმწიფო წყობად.

ევროპისა და ევროპული ინსტიტუტების მიმართ დამოკიდებულებაზე გამოკითხული იქნა 16-დან 26 წლამდე ევროპელები დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში. რესპონდენტთა 48%-მა განაცხადა, რომ დემოკრატია არ არის სახელმწიფო წყობილების კარგი ფორმა. ბევრი ახალგაზრდა ევროპას, უწინარესად, განიხილავს, როგორც ეკონომიკურ სივრცეს და არა ეროვნული და კულტურული ფასეულობების მქონე თანამეგობრობას.

გამოკითხული ევროპელი ახალგაზრდების 37% კრიტიკულად არის განწყობილი ევროკავშირის მიმართ და სურს, ევროკავშირს ნაკლები გავლენა ჰქონდეს ამ გაერთიანებაში შემავალ სახელმწიფოებზე, ანუ სურთ, მეტი ძალაუფლება ჰქონდეთ ნაციონალურ ხელისუფლებებს.

ბერძენი ახალგაზრდების 60% და იტალიელთა 39% მომხრეა, რომ ევროკავშირმა ძალაუფლება დაუბრუნოს ნაციონალურ ხელისუფლებებს. გერმანიაში კი ასეთი თვალსაზრისის მქონე ახალგაზრდები მხოლოდ 23%-ია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here