მთავარი საზოგადოება ევროპა _ გაჩხიბულთა სამოთხე?

ევროპა _ გაჩხიბულთა სამოთხე?

1369
გააზიარეთ
ევროპა _ გაჩხიბულთა სამოთხე?

არ ვიცი, რას ფიქრობენ ევროპის სახელმწიფო მოღვაწენი საქართველოს ხელისუფლებაზე. ალბათ, არც იტყვიან, რადგან ნაპოლეონის ერთერთი მინისტრის ჭკვიანურ შეგონებას მისდევენ: დიპლომატმა არ უნდა თქვას ის, რასაც ფიქრობს. მე უპირატესობა მაქვს _ დიპლომატი არ ვარ და, რასაც ვფიქრობ, იმას ვიტყვი!

მეოთხედ საუკუნეზე მეტია, საქართველოს მთავრობა ხალხს ატყუებს: “ჩვენ ევროპელები ვართ”, დღეს თუ ხვალ ევროპაში ანუ ნატოში მიგვიღებენ, “ევროპა გადაარჩენს საქართველოსო”.

ხალხს ატყუებს არა მხოლოდ მთავრობა, არამედ ათასი ჯურისა და ყაიდის პოლიტიკოსი, აგრეთვე, ექსპერტები, მრჩევლები, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები, ტელესტუდიების ნარცისი მოქალაქენი, ყველა, ვისაც კი კორიდის განწირული ხარივით უცხოელი ტორეადორები მწვანე დოლარებს უფრიალებენ და ახელებენ.

თავმობეზრებულმა ევროპელმა სახელმწიფო კაცებმა ტალეირანის შეგონება დაარღვიეს და ხბოს აღტაცებით მოაზროვნე ჩვენს პოლიტიკოსებს გასაგებად მიუთითეს: საქართველოს პრობლემების მოგვარების გასაღები კრემლშიაო.

არა! ამის გაგება არ სურთ, მიჯნურის ერთგულებით კვლავ ნატოს ეტრფიან.

ცოტა ხნის წინათ ლეიბორისტების ლიდერმა საქართველოსგადარჩენისყველაზე ეფექტიანი წამლის რეცეპტზე ილაპარაკა. საჭიროა ატომური ბომბებით კბილებამდე შეიარაღებულ აგრესორ რუსეთს ატომური ბომბებითვე დავუპირისპირდეთ, ამისთვის საჭიროა ბირთვული იარაღით აღჭურვილი ნატოს ჯარების საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებაო.

ლეიბორისტები მარტონი არ არიან. თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია ამ თვითმკვლელობის გზას ადგას, “პატრიოტთა ალიანსის” გარდა. გასათვალისწინებელია, აგრეთვე, რამდენიმე პოლიტიკოსი, რომლებიც საქართველოს სამხედრო მიუმხრობლობას უჭერენ მხარს.

მაინც რით მოხიბლა ევროპამ ჩვენი პოლიტიკოსები, ტრისტანივით სულ იზოლდასთან ყოფნა რომ სურთ?

ვნახოთ, რას ამბობენ მოაზროვნე ევროპელები ევროპის შესახებ.

გერმანელმა ფილოსოფოსმა ოსვალდ შპენგლერმა (1880-1936) მსოფლიო შეძრა თავისი წიგნით “ევროპის დაისი”. კვდება დასავლეთი, კვდება ევროპის ფაუსტური კულტურა და მოვა დრო დოსტოევსკისეული კულტურისა, ანუ მართლმადიდებლური კულტურისა!” _ წერდა გერმანელი ფილოსოფოსი.

ევროპის დაისი გერმანელ ფილოსოფოსზე ადრე რუსმა მოაზროვნეებმა იგრძნეს.

გერცენი, რომელიც ევროპაში დიდხანს ცხოვრობდა, წერს: საკმარისად დიდხანს შევისწავლიდით ჩვენ ევროპის ჭიანაჭამ ორგანიზმსევროპა საშინელ კატასტროფას უახლოვდებამე, პირადად, ვფითრდები და შიშით აღვივსები მოახლოებული ღამის წინაშემშვიდობით, მომაკვდავო სამყაროვ, მშვიდობით ევროპავ!…”

დიდი რუსი მწერალი დოსტოევსკი კი ევროპას სასაფლაოს ადარებს: მე ევროპაში გამგზავრება მსურს და ვიცი, რომ სასაფლაოზე მივემგზავრები”.

პირველმა და მეორე მსოფლიო ომებმა ევროპა მართლაც დიდ სასაფლაოდ გადააქცია.

ასეთი იყო ევროპა გასულ საუკუნეებში, _ მეტყვიან ევროპათუმეები, _ დღეს ევროპა პროგრესის მედროშეაო.

თანამედროვე ფილოსოფოსები ძველი თაობის მოაზროვნეებზე უფრო საზარლად წარმოაჩენენ ევროპულ კულტურას და ევროპელ ადამიანს.

სერბი არქიმანდრიტი იუსტინე პოპოვიჩი თავის ნაშრომში “მართლმადიდებელი ეკლესია და ეკუმენიზმი” წერს, რომ, რადგან ევროპელებმა ღმერთი მოკლეს (ნიცშე, ჰამილტონი, ალტიცერი, ჰენემანი…), ცხოვრება სასაკლაოდ იქცა, სადაც ძლიერი კლავს სუსტს. პიროვნება გაუფასურებული და გაცამტვერებულია ევროპაში, დარჩა ოდენ უსიცოცხლო, უსულგულო ადამიანი _ ნივთი. აღარ არსებობს მთლიანი, უკვდავი, ღვთისმსგავსი ადამიანი, _ დარჩა მხოლოდ ნამსხვრევები ადამიანისა, მხოლოდ სხეულებრივი ჩენჩო, რომლისგანაც განუდევნიათ სული. მართალია, ეს ჩენჩო დახვეწილია, გარანდულია, ელვარებამდეა გაპრიალებული, მაგრამ მაინც ჩენჩოა მხოლოდ და მეტი არაფერი. ევროპულმა კულტურამ სულისგან გაძარცვა, გაანივთიერა, გაამატერიალურა ადამიანი, რაღაც საშინელ მანქანად აქცია იგი; და აი, ევროპული კულტურა ახლა ჩვენ წინაშე წარმოდგება ურჩხულისმაგვარ საზარელ მანქანად, რომელიც შთანთქავს ადამიანებს და ნივთებად გადაამუშავებს მათ. და ფინალიც ამისა მძიმე და ტრაგიკულია: ადამიანი უსულო საგნად ქცეულა უსულო საგნების შორის” (“სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა”, . V, თბ., 1995., გვ. 118).

გერმანელი ფილოსოფოსი კარლ იოილი ევროპული სულის კრიზისს შემდეგნაირად აღწერს: გვაქვს გარეგნულად მდიდრული ცხოვრება, ისე მდიდრული, როგორც არასდროს, ოღონდ სიმშვიდის გარეშე, შინაგანი ჰარმონიის გარეშე…”

თანამედროვე ევროპელი ფილოსოფოსები სასოწარკვეთით მოსთქვამენ ადამიანის გაუცხოებაზე, რომლის პანდემია ევროპიდან დაიწყო.

ძალა ასეთ ევროპაშია?

რამდენიმე წლის წინათ ბელგრადი სასტიკად დაბომბეს, იუგოსლავია დააქუცმაცესმიმდინარეობს მართლმადიდებელი სერბების ჩაგვრაშევიწროებადღეს ევროპის ქალაქებში ყოველდღე უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან ტერორისტებისა და მანიაკების ხელითდღეს ევროპის ქვეყნებში საშინელი ქაოსიამილიონობით ლტოლვილი მუსლიმანი აზიური ქვეყნებიდანდღისით, მზისით ქუჩაში ქალების გაუპატიურებაბევრის მნახველნი ამბობენ: თუ ეიფელის კოშკი დაინახე, მხოლოდ მაშინღა მიხვდები, პარიზში რომ ხარო

ევროპათუმე პოლიტიკოსებო, ასეთი ევროპა გვიშველის? მას თავისი თავისთვის ვერ უშველია! ნუთუ მხოლოდ გარეგნული მდიდრული ცხოვრება”, “დახვეწილი, გარანდული, ელვარებამდე გაპრიალებულიყოფა გხიბლავთ?

თუ ამგვარ ევროპაში მიგვიღეს, მაშინ ნატოელი ჯიგიტები გვეტყვიან: კეთილი ინებეთ და ერთი მილიონი ლტოლვილი არაბი თქვენც შეიფარეთო.

ეს ხომ იქნება საქართველოს დასასრული?

ზოგიერთი ფიქრობს, რომ რუსეთთან ურთიერთობა ეროვნულმა მოძრაობამ და პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გააფუჭეს. ეს ასე არ არის. ურთიერთობა გააფუჭა იმ ძალამ, რომელმაც გამსახურდიას დინების საწინააღმდეგო ცურვა დაუწუნა.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა ისტორიული აუცილებლობაა. ამას რუსეთი შეეგუებოდა, როგორც შეეგუა სხვა მოკავშირე რესპუბლიკების რუსეთიდან გამოყოფას.

მოხდა ისეთი რამ, რაც ხელს აძლევს მხოლოდ დასავლურ სამყაროს, ანუ გლობალისტებს. მათი ფული ბევრი იხარჯება იმ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური და სოციალური კრიზისებია. მათ მიერ მოწყობილი ფერადი რევოლუციები ასუსტებს იმ ქვეყნებს, რომლებშიც ეს რევოლუციები მოხდა, და არა რუსეთს, როგორც ეს სურს ამ რევოლუციების სულის ჩამდგმელებსა და დამფინანსებლებს.

დევნილი პრეზიდენტი გამსახურდია დასავლური სამყაროს, ანუ გლობალისტების ამგვარი ვერაგობის შესახებ ესაუბრა სანქტ-პეტერბურგის გაზეთ “ნოვაია პრავდას” 1992 წლის მიწურულს: ჩემთვის უცხო არ არის პრორუსული განწყობა. მე მუდამ მივისწრაფვოდი მჭიდრო კავშირს რუსეთთან და ვოცნებობდი, საქართველოს ჰყოლოდა ბუნებრივი მოკავშირე ამ დიდი მეზობლის სახით, მაგრამ ეს არ აძლევს ხელს დასავლურ სამყაროს და მის მორჩილ რუსეთის ხელისუფლებას”. დღეს რუსეთს დასავლური სამყაროს მორჩილი ხელისუფლება არ ჰყავს. საქართველო უნდა ეცადოს, ბუნებრივ მოკავშირედ ჰყავდეს დიდი მეზობელი. ნუ დავკარგავთ ძველ გზას და ძველ მეზობელს, მართლმადიდებლობის მედროშეს.

თენგიზ კუბლაშვილი,

დევნილი უზენაესი საბჭოს დეპუტატი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here