Home სხვადასხვა დაიჯესტი ევროპაში რა ხდება?

ევროპაში რა ხდება?

632
რესტორანი ლონდონის ერთ-ერთ ტაძარში

ზოგიერთი მოქალაქის წიოკი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, რომ ეს რწმენა ცუდზე უცუდესია, დეგრადირებულია, მღვდლები და მრევლის წევრები ცრუობენ, როცა მართლმადიდებლობის ზნეობრიობაზე ლაპარაკობენ, ხოლო ქრისტიანობის წინააღმდეგ ამხედრებულები არიანთეთრები და ფუმფულები”, სანიმუშონი და უწესიერესნი, ლგბტ თემის პროპაგანდაა.

ისმენ ამას და რწმუნდები, რომ ენას მართლა არ აქვს ძვალი, ანტიქრისტიანულ პროპაგანდას კი _ საზღვარი.

მთავარი შეტევა რუსეთის წინააღმდეგ ვითარდება, მასშტაბური და ყოვლისმომცველი.

ასეთ ვითარებაში ეგებ ღირს, რეალისტურად შევადაროთ რწმენის დონე და ხარისხი რუსეთსა და დასავლთ ევროპას შორის. გავარკვიოთ, ფაქტობრივად, რა მდგომარეობაა, ერთი მხრივ, დასავლეთ ევროპის პროტესტანტულ და რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში; მეორე მხრივ, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში.

ასეთი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოკვლევა მართლაც ჩატარდა და ფრიად საინტერესო სურათი დაიხატა. გაირკვა, რომ ცივილიზებულ დასავლეთ ევროპაში პროტესტანტული ეკლესიები და რომაულ-კათოლიკური ტაძრები იხურება. ამ სამწუხარო ტენდენციის მიზეზი არის რწმენის ფალსიფიკაცია, ტრადიციული ქრისტიანული რწმენისგან დისტანცირება და ფილოსოფიური პოსტმოდერნის მიმდევრობა.

გაირკვა, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში კათოლიკური, პროტესტანტური ტაძრები გავერანდა, აუქმებენ და ყიდიან, როგორც ფუნქციადაკარგულ შენობებს. გასხვისებულ რელიგიურ-საკულტო ნაგებობებს გამოიყენებენ, როგორც თავისუფალ სივრცეს, ახალი ბარების, კლუბების, კაფეების, საკონცერტო და საცეკვაო დარბაზების და ა.შ. ქსელების გასაფართოებლად.

ეს ყველაფერი, შეიძლება ითქვას, უბედურების ერთი ნახევარია, მეორე ნახევარი გადაგვარების ტენდენციის მაჩვენებელია: ქრისტიანულ ეკლესიებს ყიდულობენ მუსლიმი თემის წარმომადგენლები და იქ მაჰმადიანურ მეჩეთებსა და მედრესებს აარსებენ. ისლამისტების მიერ ასეთი შესყიდვები წახალისებულია. მეტიც, აქტიურად მიმდინარეობს ევროპული ქვეყნების ძირძველი მოსახლეობის ისლამიზაცია ყოველგვარი ძალადობის გარეშე. ევროპელები ნებაყოფლობით ხდებიან ისლამის მიმდევრები. მიზეზი ზნეობის დეგრადაციაა ბებერ ევროპასა და “წინწასულ” ჩრდილოეთ ამერიკაში.

კათოლიკური და ქრისტიანული პროტესტანტული მიმდინარეობების ღვთისმსახურთა შორის იშვიათი არ არის მრავალცოლიანობის, პედოფილიის, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის, ძალადობისა და სხვა უმძიმეს ცოდვათა ჩადენის ფაქტები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here