Home ახალი ამბები მსოფლიო ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

128

ბირჟა ICE Futuresის მონაცემებით, ევროპის ბაზარზე რამდენიმეჯერ მოიმატა ბუნებრივი აირის ფასმა.

5 ოქტომბრისთვის ათასი კუბ. მ ბუნებრივი აირის ღირებულებამ, ჰოლანდიური TTF-ის (ყველაზე ლიკვიდური ევროპული ჰაბი) ინდექსით, 1300 აშშ დოლარს გადააჭარბა.

ბოლო დღეებში ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა მკვეთრად მოიმატა. თუ აგვისტოში 1000 კუბ. მ ბუნებრივი აირი 515 დოლარი ღირდა, სექტემბრის ბოლოს ის 2-ჯერ და მეტად გაძვირდა.

ექსპერტთა აზრით, ბუნებრივი აირის გაძვირება გამოიწვია დეფიციტის შიშმა ევროპაში ბუნებრივი აირის საცავების შეუვსებლობის გამო.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here