Home სხვადასხვა დაიჯესტი ევროპაში არალეგალი მიგრანტების პრობლემა მოგვარებული არ არის

ევროპაში არალეგალი მიგრანტების პრობლემა მოგვარებული არ არის

372
ევროპაში არალეგალი მიგრანტების პრობლემა მოგვარებული არ არის

მიგრანტებისთვის სამი მთავარი მარშრუტის გადაკეტვის მიუხედავად, ევროკავშირმა ვერ მოაგვარა ლტოლვილთა საკითხი, _ წერს გამოცემა Die Welt. გარიგებები თურქეთთან, ლიბიასა და მაროკოსთან არამდგრადია. მათი ანულირების შემთხვევაში კი ევროპა კვლავ ვერ გაუმკლავდება მიგრაციის ნაკადს.

უკვე რამდენიმე თვეა, რაც სამ ძირითად საიმიგრაციო მარშრუტზე მოქმედებს შეთანხმება ლტოლვილების შესახებ. ამ შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირს თავისი საზღვრების დაცვის პასუხისმგებლობა გადააქვს ქვეყნებზე, რომლებიც ლტოლვილებისთვის ამოსავალი წერტილია ევროპაში შესასვლელად.

2016 წელს გაფორმდა შეთანხმება თურქეთთან, 2017 წელს _ ლიბიასთან, ხოლო 2019 წელს _ მაროკოსთან. ამ გარიგებების პრინციპი ერთნაირია: ევროკავშირი გამოყოფს ფულს, მოწყობილობებსა და უზრუნველყოფს კონსულტაციებს, ქვეყნების სანაპირო დაცვა კი აღკვეთს მიგრანტების მცდელობას, გადავიდნენ ხმელთაშუა ზღვის სხვა ნაპირზე.

მაგრამ “თავი არავინ მოიტყუოს, _ წერს Die Welt-ი, _ მიგრანტების საკითხი მოგვარებული არ არის, თუ “არამდგრადი” გარიგებები მესამე ქვეყნებთან ანულირებული იქნება, ევროკავშირი კვლავ დარჩება სამომავლო ქმედებების გეგმის გარეშე. ამის ნიშნები კვლავ გაჩნდა: თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბრიუსელი არ შეასრულებს ანკარის საგარეო პოლიტიკურ მოთხოვნებს, “გახსნის კარიბჭეს”.

“თუ თურქეთი მართლაც გახსნის საზღვრებს, საბერძნეთი ვერ გაუმკლავდება ლტოლვილების ნაკადს, რადგან 2015 წლიდან არაფერი შეცვლილა”, _ წერს Die Welt-ი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here