მთავარი პოლიტიკა ევროპას უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში აშშ-ის იმედი აღარ აქვს

ევროპას უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში აშშ-ის იმედი აღარ აქვს

870
გააზიარეთ
ემანუელ მაკრონი

ბოლო პერიოდში ძალიან გამწვავდა ურთიერთობა აშშსა და ევროკავშირს შორის. აშშის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყველა პარტნიორს მოსთხოვა, გაზარდოს თავდაცვის ხარჯები. ამასთანავე, ვაშინგტონმა საბაჟო გადასახადები გაზარდა საზღვარგარეთულ საქონელზე და დაიწყო სავაჭრო ომი ევროპის ქვეყნებთან, კანადასა და ჩინეთთან. ევროპის წამყვანი ქვეყნები კი თავდაცვის მიზნით სხვადასხვა ზომას მიმართავენ. ამის ნათელი მაგალითია საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გამოსვლა 27 აგვისტოს საფრანგეთის ელჩებთან.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში შეკრებილ საფრანგეთის ელჩებთან შეხვედრისას ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ პოზიციებსა და ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ კურსში ცვლილებების შეტანაზე ილაპარაკა. მაკრონი შეეხო რამდენიმე მტკივნეულ საკითხს საერთაშორისო ურთიერთობებში და ხაზი გაუსვა რუსეთისა თურქეთის მიმართ დამოკიდებულებას, ახსენა სირიის კრიზისი, აშშ-თან ურთიერთობა და უკრაინაც კი. მაკრონის შეფასებები ყველა პუნქტის მიხედვით საკმაოდ სკანდალური აღმოჩნდა, რადგან მისი ამჟამინდელი პოზიცია განსხვავდება არა მხოლოდ ვაშინგტონის თვალსაზრისისგან, არამედ იმ განცხადებებისგანაც კი, რომლებსაც წარსულში აკეთებდა. მაკრონის გამოსვლაში ყველაზე საგულისხმო ეპიზოდი იყო ვლადიმერ პუტინის ციტატის გამეორება სირიის თემაზე. თუმცა მაკრონს არ უხსენებია რუსეთის პრეზიდენტი, ყველასთვის ცნობილია, ვინ და როდის განაცხადა, რომ სირიელმა ხალხმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ვინ უხელმძღვანელებს სირიას.

მართალია, საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ასადის მიერ ძალაუფლების შენარჩუნება “საშინელი შეცდომა იყო”, მაგრამ აღიარა, რომ არც საფრანგეთმა და არც რომელიმე სხვა სახელმწიფომ არ უნდა მიუთითოს, ვინ უხელმძღვანელებს სირიას” და უნდა შეიქმნას პირობები, რომლებშიც სირიელი ხალხი თვითონ გადაწყვეტს ამ საკითხს”. მაკრონი ამბობს, რომ ასადი ცუდია, ჰუმანიტარული კრიზისი იდლიბში კარგი არ არის და სირიის დაბომბვაც შეიძლება, მაგრამ სირიელებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, როგორ იცხოვრონ.

კიდევ ერთი იდეა, რომელიც არ მოეწონებოდა ტრამპის ადმინისტრაციას და თვით აშშ-ის პრეზიდენტს, გასაჯაროვდა მოწოდების ფორმით, რომ ევროპას უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში იმედი არ უნდა ჰქონდეს ამერიკელების და თვითონ უზრუნველყონ ევროპის სუვერენიტეტი.

*”ჩვენ აუცილებლად უნდა შევიმუშავოთ პირობები სტრატეგიული პარტნიორებისთვის, როგორც რუსეთთან, ისე თურქეთთან; იმიტომ, რომ ეს ორი სახელმწიფო აუცილებელია ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. პარიზისთვის აუცილებელია სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც არ ითვალისწინებს ევროკავშირის წევრობას, _ მიაჩნია მაკრონს. _ შორეულ პერსპექტივაში ჩვენ ვერ შევძლებთ ევროპის აშენებასა და განვითარებას რუსეთსა და თურქეთთან ურთიერთობის გადახედვის გარეშე. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ არაობიექტურ მიდგომებზე, რათა გამოვიტანოთ ნამდვილად ეფექტიანი, გონივრული გადაწყვეტილებები”.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპა უკვე ვეღარ ენდობა აშშ-ს უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში. ევროპის ქვეყნებმა უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში აუცილებლად უნდა ჩართონ რუსეთი.

* “ევროპა უკვე ვეღარ ენდობა აშშ თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში. მომხრე ვარ, დავიწყოთ ამ საკითხის ფართო განხილვა ჩვენს პარტნიორებთან ერთად, აქედან გამომდინარე, რუსეთთან ერთად”, _ განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ დღეს აუცილებელია კიბერუსაფრთხოების, ქიმიური იარაღის, კოსმოსის უსაფრთხოებისა და ტერორისტული მუქარების საკითხის განხილვა.

თუ მაკრონის ამ თეზისებს ტრამპის თვალით შევხედავთ, გამოდის შემდეგი:

იმის ნაცვლად, რომ ამერიკელებს თავდაცვითიკრიშისთვისმეტი გადაუხადოს, როგორც ამას ითხოვს ტრამპი, საფრანგეთის ლიდერი მოუწოდებსუსაფრთხოების იმპორტის შეწყვეტისკენ”. გამოდის, ამერიკელები ფულს ვერ მიიღებენ, ფსონზე კი დევს ტრამპის საყვარელი ციფრი _ ევროპის ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის 2%. სწორედ ამ ხარკის გადახდას ითხოვს ვაშინგტონი ევროკავშირისგანთავდაცვის ხარჯებისთვის”, რომელიც პრაქტიკულად ნატოსთვის გაღებული ხარჯია, ხოლო, როგორც ცნობილია, “ნატოსთვის გაღებული ხარჯები _ ეს არის პენტაგონისა და აშშის სამხედროსამრეწველო კომპლექსის შემოსავლები. მაკრონმა გამოთქვა სურვილი, არ დახარჯოს წელიწადში რამდენიმე მილიარდი დოლარი აშშისთვის.

ვაშინგტონს ეს აშკარად არ მოეწონებოდა. მეტიც, თუ გავაანალიზებთ საფრანგეთის ლიდერის კიდევ ერთ თეზისს, შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ მას უფრო რევოლუციური იდეები აქვს. მაგალითად, მან განაცხადა, რომ რუსეთსა და თურქეთთან ურთიერთობისგადაფორმატებისგარეშე ევროკავშირი ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას შორეულ პერსპექტივაში.

თავდაცვის უზრუნველყოფა? ვისგან ან რისგან სჭირდება მაკრონს რუსეთთან ურთიერთობის “გადაფორმატება” თავდაცვის უზრუნველყოფად? ჩინეთისგან თავის დასაცავად? _ ეს დაუჯერებელია. ახლო აღმოსავლეთიდან დევნილების ნაკადისგან თავის დასაცავად? _ ამას თურქეთიც ეყოფა. ისე, ეს უფრო პოლიტიკური ნების საკითხია, ვიდრე სამხედრო შესაძლებლობების. ტერორიზმთან საბრძოლველად? _ ეს ხომ სპეცსამსახურების საქმეა, თანაც ამ საკითხში რუსეთთან თანამშრომლობას არანაირი “გადაფორმატება” არ სჭირდება. მოსკოვი ისედაც მზად არის ამ საკითხში თანამშრომლობისთვის.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით რჩება სამი შესაძლო ვარიანტი: ან მაკრონმა თქვა რაღაც დიპლომატიური სისულელე (ხდება ხოლმე), ან ეშინია, რომ რუსეთთან ურთიერთობისგადაფორმატებისგარეშე ევროკავშირი ვერასოდეს იქნება უსაფრთხოდ; ან მან ასე მიანიშნა ვარსკვლავებიანზოლებიანი მუქარისგან თავის დაცვაზე, რომელზეც ჯერ ხმამაღლა არ შეიძლება საუბარი.

მაკრონმა, აგრეთვე, ისაუბრა ამერიკელთა პრეტენზიებზე ლიდერობისთვის და განაცხადა, რომ აუცილებელია, შეიქმნას საერთაშორისო ვაჭრობის უფრო პატიოსანი სისტემა და არავინ უნდა შეურიგდეს ერთი ქვეყნის ჰეგემონიას”.

მაკრონმა, როგორც შეეფერება თანამედროვე პოლიტიკოსს, თავისი თვალსაზრისი ევროპის მომავალზე სოციალურ ქსელში გამოხატა:

“დღეს დასმული კითხვა: მიიჩნევს თუ არა ჩინეთი ან აშშ, რომ ევროპა არის ცენტრი ძალისა, რომელსაც აქვს მათთან თანაბარი შესაძლებლობები? ეს ასე არ არის. ამ ამოცანის გადასაჭრელად გლობალიზაციის პირობებში ჩვენ ხელახლა უნდა დავაფუძნოთ ჰუმანისტური ევროპა”.

მიზანი ნათელია. საფრანგეთი პრეტენზიას აცხადებს წამყვან როლზე ევროკავშირში, ევროპას კი ხედავს მსოფლიო ძალის ერთერთ პოლუსად იმავე წონით კატეგორიაში, რომელშიც არის აშშ და ჩინეთი. ამ ამოცანას უკვე შერჩეული აქვს იდეოლოგიური შიგთავსი _ “ევროპული ჰუმანიზმი”.

ზემოთქმულიდან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: დასავლეთის ერთიანობა უკვე აღარ არსებობს.

30 აგვისტოს კი, ევროპის უსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნაზე საუბრისას, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟანივ ლე დრიანმა ხაზი გაუსვა ევროპის პოლიტიკური დღის წესრიგის მტკივნეულ საკითხს _ უკრაინის კონფლიქტს. ნორმანდიული ფორმატის ჩარჩოსადმი მიდგომებში განსხვავება ცხადი იყო. საფრანგეთი და გერმანია მხარს უჭერენ უკრაინას, თუმცა არ ცდილობდნენ, სერიოზული გავლენა მოეხდინათ მასზე, რათა შეესრულებინა მინსკის შეთანხმება. მაგრამ, როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლებისთვის განცხრომის პერიოდი დასასრულს მიუახლოვდა, სწორედ ეს გამოსჭვივის საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში, რომელიც მან 30 აგვისტოს გააკეთა დონბასში მშვიდობისმყოფელთა განლაგების შეუძლებლობის შესახებ:

ვიყოთ გულწრფელი. ადგილებზე პოლიტიკური ნების გარეშე გაეროს მისიის გაგზავნის შესაძლებლობის განხილვა მიზანშეუწონელი იქნება, კონტრპროდუტიულიც”. შემდეგ მინისტრმა დასძინა, რომ მინსკის შეთანხმების რეალიზაცია ერთადერთი შესაძლო გზაა კონფლიქტის მოსაგვარებლად უკრაინის აღმოსავლეთში.

ლე დრიანის სიტყვებში აისახა მოსკოვის ძირითადი მოთხოვნები, რუსეთის ხელმძღვანელობას არაერთხელ განუცხადებია, რომ კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების შეყვანა არ შეიძლება, თუ არ იქნება დონბასის ორი რესპუბლიკის თანხმობა, იმისგან დამოუკიდებლად, აღიარებულნი არიან ისინი თუ არა. ეს რესპუბლიკები არსებობს და მისი სახელისუფლო ორგანოები დე ფაქტო მართავენ პროცესებს მათ კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე, მათ შორის, უზრუნველყოფენ თავდაცვას საზღვრებზე.

პოლიტიკური სიტუაცია და სამოკავშირეო ურთიერთობები ვაშიგტონთან პარიზისა და ბერლინისგან მოითხოვდა კიევის უპირობო მხარდაჭერას. ახლა კი, როცა ევროპა იწყებს აშშ-ის მარწუხებისგან გათავისუფლებას, შესაძლებელია რეალური პოლიტიკის პლატფორმაზე დაბრუნება.

ეს ყველაფერი საშინელებაა კიევისთვის, რადგან წარმოდგენილი ფორმატით გათვალისწინებულ შეხვედრაზე, რომელიც სექტემბრის მეორე ნახევარშია დაგეგმილი, გუშინდელი პარტნიორები დაიწყებენ მსჯელობა-მოთხოვნას, რომ სეპარატისტების პრობლემის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები უნდა გამართონ მათთან და ეს დღეს ერთადერთი რეალური პერსპექტივაა.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here