Home ახალი ამბები მსოფლიო ევროპას დენაციფიკაციის ეშინია

ევროპას დენაციფიკაციის ეშინია

334

ევროპამ, რომელიც მოწმეა რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის უკიდურესად გამწვავებისა, როგორც მოსალოდნელი იყო, ის პოზიცია დაიკავა, რომელსაც ყოველთვის იკავებდა _ ფინური კამპანიის დროს, რომელსაც სსრკ აწარმოებდა, და მეორე მსოფლიო ომის დროსაც.

ევროპელები, თუ არ ჩავთვლით პოლიტიკოსებს, რომლებსაც თანამდებობა აიძულებთ, იმოქმედონ ან განცხადებები აკეთონ, ყოველთვის ამჯობინებდნენ ლოდინს, რათა შემდეგ გამარჯვებულებს მიერთებოდნენ.

ლოზუნგები და მელოდეკლამაციები მოცემულ შემთხვევაში არაფრად ღირს, მთავარია მოქმედებები, რათა ბევრმა, სურვილის უქონლობის მიუხედავად, გაიხსენოს სიტყვადენაციფიკაციამეორე მსოფლიო ომის მიმართ. აქ საჭიროა ექსკურსი ნაცისტური ოკუპაციის პირქუშ დროებაში.

მოგვიწევს გახსენება იმისა, რომ ევროპის კონტინენტი ჰიტლერის ფეხებთან 6 კვირაზე ნაკლებ დროში დაეცა, რომ სამეფოები და რესპუბლიკები პრინციპულ წინააღმდეგობას არ უწევდნენ ვერმახტს, რომ, როდესაც კაპიტულაციას აწერდნენ ხელს, არანაირი სახალხო ომი არ მიმდინარეობდა.

ევროპაში წინააღმდეგობის მოძრაობა წინააღმდეგობის მოძრაობად რომ იქცა, ამაში დიდი წვლილი შეიტანა, ერთი მხრივ, უცხოეთში მოქმედმა საბჭოთა დაზვერვამ, მეორე მხრივ _ კომუნისტების მუშაობამ.

ევროპელი ობივატელი გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ პარტიზანთა რიგებში არ ერთიანდებოდა, საბოტაჟს არ აწყობდა, ღამღამობით პროკლამაციებს კედლებზე არ აკრავდა. ეს ყველაფერი მოხდა დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, როცა საბჭოთა ხალხისთვის დაიწყო დიდი სამამულო ომი.

მათთვის, ვინც ჯერ კიდევ სრულიად არ არის დარწმუნებული, რომ ევროპამ მიიღო ჰიტლერი, მისი პოლიტიკა ებრაელების განადგურების შესახებ და რასობრივი თეორიები, საკმარისია, გადახედოს, მაგალითად, ვერმახტის გენერალპოლკოვნიკ ფრანც ჰალდერის დღიურს, რომელშიც აღწერილია, როგორი კეთილგანწყობით ხვდებოდნენ მას და მის სამხედრო ქვედანაყოფებს ბელგიასა და საფრანგეთში. ჩანაწერებში ჰალდერი იხსენებს იმ მიღებასაც, რომელსაც მას უწყობდნენ გზებზე არსებული ტრაქტორების მფლობელები და იმასაც, როგორი რეაქცია ჰქონდათ მოქალაქეებს ჰიტლერელთა შესვლაზე მათ ქალაქებში.

ხვდებოდნენ გულთბილად, უშლიდნენ სუფრას გემრიელი კერძებითა და კარგი ღვინით _ აი ჰიტლერელი გენერლის ჩანაწერების არსი.

ომი? რა ომი?

დავუშვათ, ჰალდერის მიერ დაწერილი გამონაკლისია და ის, მათი აზრით, ვინც დღეს ცდილობს, დაიკავოს “ობიექტური დამკვირვებლისა და ანალიტიკოსის” პოზიცია, არ შეიძლება განზოგადდეს და მხოლოდ ერთი ჰიტლერელი გენერლის დღიურით მთელი ევროპელი საზოგადოების დახასიათება დაუშვებელია.

მაშ, რა ვუყოთ სხვა მტკიცებულებებს?

რა ვუყოთ მათ მონათხრობს, ვინც, მაგალითად, პორტიედ მუშაობდა ლიონის სასტუმრო “ტერმინუსში”, სადაც იმხანად განლაგებული იყო გესტაპოს შტაბბინა და მოწყობილი იყო ადამიანთა წამების კამერები?

ბარბიე ჩვენ გულუხვად გვიხდიდა და ძალიან თავაზიანი ადამიანი იყო”, _ განაცხადა შუა ხნის ფრანგმა. მას ინტერვიუ ჩამოართვეს სასამართლო პროცესის შემდეგ, რომელზეც კლაუს ბარბიე ბრალდებულად ცნეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში.

არ იფიქროთ, რომ ევროპის ოკუპაციის წლებში ნაცისტები თავიანთი დანაშაულის დაფარვას ცდილობდნენ, “არადამიანებს” დღისით, მზისით აპატიმრებდნენ ქუჩებში ან სახლებში, რომლებშიც ფრანგი ებრაელების გარდა ფრანგებიც ცხოვრობდნენ. მაგრამ შემთხვევები, როდესაც ფრანგები ებრაელებს ეხმარებოდნენ დამალვაში, ძალიან ცოტა იყო.

დიახ, ამისთვის შესაძლებელი იყო, სიკვდილით დაესაჯათ, მაგრამ იმ მომენტში ზოგადსაკაცობრიო იდეები ევროპელთა შორის გზას ვერ პოულობდა. რა თქმა უნდა, სხვანაირადაც ხდებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ლაპარაკია ევროპელი ერების განწყობების საერთო ვექტორზე.

ზოგჯერ ასეც ხდებოდა: ქუჩის ერთ მხარეს ხვრეტდნენ მძევლებს, მეორე მხარეს კი ხორცის მაღაზია მუშაობდა და მყიდველების რიგი იდგა. განწყობა რადიკალურად არც მაშინ შეცვლილა, როდესაც ომში საბჭოთა კავშირი ჩაება.

1941 წლის 22 ივნისის თავდასხმაში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ გერმანიის ვერმახტის ჯარისკაცები, არამედ ევროპული ინტერნაციონალი და ეს დღეს ყველამ უნდა იცოდეს.

როცა საბჭოელებმა ხერხემალში გადატეხეს ნაცისტური გერმანიის დივიზიების 75% და ძალიან ბევრ ევროპელს სიცოცხლე შეუნარჩუნეს, გადაარჩინეს კულტურის ძეგლები, რომლებიც დღესაც იწვევს აღტაცებას, გააჩერეს სიკვდილის ბანაკების კრემატორიუმის ღუმელები _ ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირის მილიონობით მოქალაქის სიცოცხლის ფასად _ საბჭოელებს უთხრეს, დაბრუნებულიყვნენ იქ, საიდანაც მოვიდნენ და, პრაქტიკულად, მყისვე დაიწყეს მათ წინააღმდეგცივი ომი”.

იმჟამინდელ განცხადებებსა და დეკლარაციაში, რა თქმა უნდა, ლაპარაკი იყო “სტალინურ რეჟიმზე”, “კომუნისტურ დიქტატურასა და იდეოლოგიაზე”, მაგრამ საბოლოო მიზანი იყო არა პოლიტიკოსები და პოლიტიკა, არამედ ადამიანები, საბჭოთა ადამიანები.

ამის შესახებაც უნდა იცოდნენ ადამიანებმა.

იმ ევროპაში დენაციფიკაცია (რომლის გადალახვასაც კოლოსალური სიძნელეებით ბევრი ათეული წელი დასჭირდა) ჩატარდა მხოლოდ გერმანიაში, იმიტომ, რომ ამ ქვეყანამ გამანადგურებელი მარცხი იწვნია. იმ ქვეყნებში კი, რომლებიც გერმანელმა ნაცისტებმა დაიპყრეს, ზოგიერთში შეინარჩუნეს სახელმწიფო ინსტიტუტები, ზოგიერთში კი შეზღუდეს მათი პრეროგატივა, მაგრამ ყველა შემთხვევაში დაუმოჩრილეს რაიხს, ნამდვილი დენაციფიკაცია არ ჩატარებულა, რადგან მთელი სახელმწიფო აპარატი უნდა გაესამართლებინათ და ციხეში ჩაესვათ, ამიტომ მოიფიქრეს სქემა, რომლის მიხედვით ოკუპაციის პერიოდი თითქოს “განულდა” და ყველაფერმა, რაც რაიხის კანონების მოქმედების პერიოდში ევროპის ქვეყნების ტერიტორიებზე ჩაიდინეს, მნიშვნელობა დაკარგა, ამიტომ არანაირ იურიდიულ ან მორალურ შეფასებას არ დაექვემდებარა.

დიახ, ვიღაც წარდგა ტრიბუნალის წინაშე და დასაჯეს კიდეც სიკვდილით, მაგრამ აქ ლაპარაკია რამდენიმე ათეულ და ასეულ კოლაბორაციონისტზე, არადა, ნაცისტებთან თანამშრომლობდა ათეულ მილიონობით ადამიანი.

ამ რაკურსში მისი გმირობა, ვინც წავიდა წინააღმდეგობის მოძრაობაში, ვინც დაიჭირეს, აწამეს ან სიკვდილის ბანაკში გაგზავნეს, შეიძლება ჩაითვალოს მორალურ განაჩენად მათთვის, ვინც პირდაპირ სამუშაო ადგილზე ემსახურებოდა ნაცისტებს.

ევროპაში დენაციფიკაცია არ შეხებია არც საზოგადოებას და არც ინსტიტუტებს; არც, მაგალითად, საფრანგეთის რკინიგზას, რომლის ხელმძღვანელობა შეუფერხებლად აწვდიდა ნაცისტებს ტრანსპორტს ებრაელებისა და ანტიფაშისტების გადასაყვანად სიკვდილის ბანაკებში, პერსონალი კი უარს არ ამბობდა მსგავსი განკარგულებების შესრულებაზე. საფრანგეთის რკინიგზის მრავალათასიან კოლექტივს შორის აღმოჩნდა მხოლოდ ერთი მემანქანე, რომელმაც უარი განაცხადა, ეშელონის ოსვენციმში წაყვანაზე. რამდენიმე ათასიდან ადამიანი მხოლოდ ერთი აღმოჩნდა.

ევროპაში ძალიან მალე დაივიწყეს მეორე მსოფლიო ომი და ძეგლების არსებობამ, ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის წლისთავის აღნიშვნამ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს.

ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დაივიწყეს პოლიტიკურად, რადგან მისი დამთავრებისთანავე აიღეს კურსი კონტინენტის გასაერთიანებლად, უწინარესად _ ეკონომიკურად. ამ ეკონომიკურ გაერთიანებაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა იმჟამინდელ გფრ და უკვე იმხანად გფრის ხელმძღვანელობას არ სურდა, მისთვის გამუდმებით შეეხსენებინათ წარსული. არ სურდათ ისე მძაფრად, რომ 1962 წლის ნოემბერში, გერმანიასა და გფრ შორის ელისეს შეთანხმებაზე ხელმოწერამდე ორი თვით ადრე, პირადად შარლ დე გოლის დირექტივით, ციხიდან გაათავისუფლეს ესესის ობერგრუპენფიურერი კარლ ობერგი _ საფრანგეთში გესტაპოს შეფი. ამბობენ, რომ დე გოლმა ფედერალურ კანცლერ კონრად ადენაუერის შესაძლო თხოვნას დაასწრო.

ობერგრუპენფიურერი კარლ ობერგი იყო ის ადამიანი, რომლის ბრძანებებს ემორჩილებოდა ლიონის გესტაპოს უფროსი კლაუს ბარბიე. ლიონის გესტაპოს შეფი კი ცდილობდა, აღიარებითი ჩვენება მიეღო დე გოლის უახლოეს თანამებრძოლ ჟან მულენისგან (მეტსახელად მაქსი) და “ჩაეშვა” თავისი თანამზრახველები წინააღმდეგობის მოძრაობიდან.

მორალური ასპექტი წაშალეს და საზოგადოებრივი ცნობიერებისთვის უხილავად აქციეს, რადგან ლაპარაკი იყო, როგორც იმხანად ამბობდნენ, “კონტინენტის განვითარების ომის შემდგომ გზებზე”, კონტინენტის, რომელიც “მშვიდობისა და კეთილდღეობის აკვნად” უნდა ქცეულიყო.

ისტორიამ მაინც აიძულა ევროპა, ძველი ანგარიში გაესწორებინა. მიღწეულიმშვიდობისადაკეთილდღეობისმიუხედავად, დღეს ეს ისე ნათლად ჩანს, როგორც არასდროს. როგორც ნათელია ის, რომდენაციფიკაციაზესაუბრისას გაღიზიანებულ ევროპელ პოლიტიკოსებს არ ძალუძთ, გააცნობიერონ უბრალო გარემოება _ იქ, სადაც მათ ირჩევენ და სადაც მართავენ, არანაირი დენაციფიკაცია (ნამდვილი, ღრმა, მრავალმხრივი) არ ჩატარებულა.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here