Home ახალი ამბები მსოფლიო “ევროპას არ სჭირდება ახალი პრობლემები უკრაინის გამო”

“ევროპას არ სჭირდება ახალი პრობლემები უკრაინის გამო”

119

ევროკავშირის ქვეყნებს არ სურთ, ახალი პრობლემები შეექმნათ უკრაინის გამო”, _ მიაჩნია უკრაინაში ლატვიის ელჩ იურის პოიკანსს. დიპლომატის თქმით, ევროკავშირის წევრობა ითვალისწინებს თანხმობას თანამეგობრობის 27 წევრი ქვეყნისა, რომლებსაც განსხვავებული თვალსაზრისი აქვთ უკრაინის მიმართ და მათი ნაწილი ევროკავშირის გაფართოების საფუძველს ვერ ხედავს.

“სანამ თანხმობა არ იქნება, ძნელია ლაპარაკი ევროკავშირში მიღების ვადებზე”, _ აღნიშნა პოიკანსმა.

უკრაინაში ლატვიის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა დააზუსტა, რომ ევროპულ თანამეგობრობაში ახალი წევრების მიღების მოწინააღმდეგე ქვეყნებს სურთ, ევროკავშირში ისეთი სახელმწიფოები იხილონ, “რომლებიც უკვე მზად არიან ინტეგრაციისთვის. არავის სურს ახალი პრობლემები მიიღოს”, _ დასძინა ლატვიელმა დიპლომატმა.

Russian.rt.comზე გამოქვეყნებული მასალის

მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here