Home ახალი ამბები მსოფლიო ევროპარლამენტი იწყებს პოლონეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცედურას

ევროპარლამენტი იწყებს პოლონეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცედურას

1153
სანქციები

ევროპარლამენტმა ხმების უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს პოლონეთის ხელისუფლების ქმედებას სასამართლო ხელისუფლების რეფორმირების შესახებ.

ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა ფრანს ტიმერმანსმა ვარშავას მოუწოდა აღადგინოს კონსტიტუციური სასამართლოს დამოუკიდებლობა და შეიტანოს ცვლილებები კანონში საერთო სასამართლოების შესახებ. მომდევნო ნაბიჯი შეიძლება იყოს პოლონეთისთვის სანქციების დაწესება ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად.

პასუხად პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრიუსელი პოლონეთს  სიძულვილის ენით ელაპარაკება, რეფორმის აუცილებლობა კი ახსნა იმით, რომ პოლონეთის სასამართლოს რეფორმირება 1989 წლიდან არ მომხდარა. ეს კი იმის მაუწყებელია, რომ კონფლიქტი ბრიუსელსა და ვარშავას შორის გაღრმავდება.

სასამართლო რეფორმა მიმართულია არა სასამართლოების საქმიანობის გაუმჯობესებისკენ, არამედ მათზე (სასამართლოებზე) მმართველი პარტიის _ “უფლება და სამართლიანობის” _ კონტროლის გასაძლიერებლად. ეს პარტია უფრო პროამერიკულ საგარეო პოლიტიკას განახორციელებს, ვიდრე  ევროპულს.

საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმა უფლებას აძლევს მმართველ პარტიას, თვითონ დანიშნოს მოსამართლეები და გააკონტროლოს მათი დაფინანსება, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის (2018 წ.), საპარლამენტო (2019 წ.) და, აგრეთვე, საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში მის ხელში მოაქცევს დამატებითი გავლენის ბერკეტებს, რომლებიც მას მომავალში ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმარება.

პოლონეთში შექმნილი ვითარება ცხადყოფს, რომ: პირველი _ ევროკავშირის წევრობა არ იძლევა ბრიუსელის ნებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დაუსჯელად დარჩენის გარანტიას; მეორე _ პოლონეთი განაგრძობს ევროკავშირის დისციპლინის შერყევას; მესამე _ ევროკავშირის ზოგიერთ წევრს არ სურთ, რომ ევროპა მაინცდამაინც ევროპული დარჩეს.

პოლონეთს ამერიკული ევროპა სურს. ინტერესთა დაპირისპირება აქ გარდაუვალია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here