Home ახალი ამბები მსოფლიო ევროკავშირში  ინტეგრაციის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა

ევროკავშირში  ინტეგრაციის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა

საქართველომ ბოლო 34 წლის განმავლობაში მოსახლეობის 30% დაკარგა

52

მოსახლეობის მატება  ყოველთვის არ შეესაბამება  მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას, მაგრამ განვითარების მაღალი დონე თითქმის ყოველთვის არის ქვეყნის დემოგრაფიული პოტენციალის სტაბილიზაციის ფაქტორი, თუ შობადობის მატების  გამო  არა, მაშინ მიგრანტების ნაკადის წყალობით. ადამიანებს აყვავებულ ქვეყნებში სურთ შესვლა, ღარიბი ქვეყნებიდან კი გარბიან.  ამის შესახებ წერს  ესპანური გამოცემა  El País -ის  მიმომხილველი, ანალიტიკურ ცენტრ   «Об’єднана Україна»ს თანამშრომელი ალექსეი კუშჩი თავის ტელეგრამ- არხ„Аналітика Куща“–ში  და ევროპაში 1990-2023 წლებში დემოგრაფიულ პროცესებს აანალიზებს.

დემოგრაფიული მონაცემების ზრდის საინტერესო მაგალითია ევროკავშირში. როგორც განვითარებულ  მსოფლიო კლასტერში, მთლიანად ევროპაში  მოსახლეობის რაოდენობა მატულობს. ამ მხრივ ლიდერია  სკანდინავია. იქ შეიქმნა  ადამიანზე მაქსიმალურად ორიენტირებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მოდელი – საყოველთაო კეთილდღეობის საზოგადოება, ამიტომ ყველას სურს იქ ცხოვრება, იმის მიუხედავად, რომ უკრაინაში ამ მოდელს ამრეზით უწოდებენ “სოციალიზმს” (თუმცა, როდესაც აიძულეს არჩევანის გაკეთება, ისინი, ვინც ამ მოდელს წინათ ამპარტავნულად აკრიტიკებდნენ,  სკანდინავიაში წავიდნენ).  დემოგრაფიული განვითარების თვალსაზრისით,  მოწინავე ადგილები უკავიათ კუნძულოვან სახელმწიფოებს, როგორებიცაა კვიპროსი, მალტა, ირლანდია, ბრიტანეთი და ისლანდია.  ერთ-ერთი ფაქტორი  – გეოგრაფიის კუნძულოვანი ბუნება –  ქმნის “კუნძულის საგადასახადო მოდელსაც” – ოფშორულს ან კვაზიოფშორულს (ისლანდიის გარდა).

კელტურმა ვეფხვმა, ირლანდიამ, თავისი ზრდა სწორედ გლობალური კორპორაციების საგადასახადო შეღავათებზე დააფუძნა; კვიპროსი    გლობალურ კორპორაციულ ჰაბად იქცა; მალტა  კი  მსოფლიო გემბლინგის ( აზარტული თამაშები) ოფშორული ზონაა, მაგრამ, აგრეთვე, არის დემოგრაფიული რეგრესიის წერტილები. ამ კონტექსტში საინტერესოა, როგორ იმოქმედა ევროკავშირში ინტეგრაციამ დემოგრაფიაზე.  აქ ყველაფერი არ არის ერთმნიშვნელოვანი  და სწორხაზოვანი.  ბალტიისპირეთის ქვეყნებში მოხდა  მოსახლეობის ტოტალური  დეპოპულაცია, განსაკუთრებით ლიეტუვასა და ლატვიაში. სხვათა შორის, მეზობელ ბელარუსში მოსახლეობის შემცირება საგრძნობლად ნაკლებია, მაგრამ საზღვრების გახსნის, უვიზო მიმოსვლისა და ევროკავშირთან დაახლოების შემთხვევაში ეს ქვეყანა მეზობლების გზას დაადგებოდა.

ინფოგრაფიკაზე  დეპოპულაციის ლიდერი მოლდოვაა (-31%). ის უკრაინასაც კი “უსწრებს” (-28%, როგორც ლატვიაში), მაგრამ, დიდი ალბათობით, ომის ფაქტორი ამ ინფოგრაფიკაში  სწორად  შეფასებული  არ არის. ჩემი შეფასებით, 1990 წლიდან უკრაინაში დეპოპულაციამ 24 მლნ ადამიანი, ანუ 46% შეადგინა და ამ მაჩვენებლით  ქვეყანა „ევროპის ფსკერზეა“. ზოგიერთმა  ქვეყანამ დემოგრაფიული დინამიკის დადებითი დონე შეინარჩუნა. ესენია: სლოვაკეთი, სლოვენია და ჩეხეთი. პოლონეთი თითქმის ნულოვან დონეზეა – მატება  დაახლოებით +2%–ია. უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი  დეპოპულაციას განიცდიან. სხვათა შორის,რუმინეთმა, უნგრეთმა და ბულგარეთმა  ინდუსტრიული განვითარების მეთოდით  დეპოპულაციის კრიზისის დაძლევის გზა აირჩიეს და ეს  უკვე იძლევა შედეგს – იმიგრაციმ დაიწყო ემიგრაციასთან ჩამორჩენის დაძლევა  და დეპოპულაცია შენელდა. მოკლედ, თუ არ გაქვთ კონკურენტუნარიანი ინდუსტრია ან/და მისი განვითარების სურვილი, მაგრამ  ამავე დროს შედიხართ  ევროკავშირში, მოემზადეთ ღრმა დეპოპულაციისთვის, ანუ თქვენი ადამიანური კაპიტალის დაკარგვისთვის.

საინტერესოა ყოფილ  იუგოსლავიის სოციალისტურ-ფედერაციული რესპუბლიკაში შემავალი ქვეყნების  ბედი. კანონზომიერია, რომ ყველაზე დიდი დეპოპულაცია  ბოსნიასა  და ჰერცეგოვინაშია,  მაგრამ ხორვატიაში, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდა, მოსახლეობის  დიდი კლებაა; მეზობელ სერბეთში კი ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მცირეა. სლავურ ბალკანეთში მოსახლეობის მატება  ერთადერთ ქვეყანაში აღინიშნება  – სლოვენიაში. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ამ რესპუბლიკისთვის ტრადიციული სოფლის მეურნეობა მშპ-ის სტრუქტურაში 2,5%-მდე შემცირდა, მრეწველობა კი მნიშვნელოვნად გაიზარდა (ფარმაცევტული, საავტომობილო მრეწველობა, ელექტრონიკა).

ამიერკავკასიაც იძლევა განსჯის  საფუძველს.  უკრაინაში უყვართ  „ბენდუქიძისა და სააკაშვილის რეფორმების“ გახსენება, მაგრამ ამას ყოველთვის ვპასუხობ, რომ ნებისმიერი რეფორმა, უპირველეს ყოვლისა, არის ახალი სოციალური სიკეთის შექმნა და არა პროკურატურის მინის შენობა ან კორუფციასთან ბრძოლა (რაც შეიძლება იყოს რეფორმების ნაწილი, მაგრამ არა თვითმიზანი).

როგორც ვხედავთ, საქართველომ დაკარგა მოსახლეობის 30% და ეს, ძირითადად, შრომითი მიგრაციით არის გამოწვეული. ამ ქვეყანაში სამხედრო კონფლიქტები გასული საუკუნის 90-იან წლებში დასრულდა, 2008 წელს რუსეთის ფედერაციასთან ომი კი ხუთ დღეს გაგრძელდა. თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე ბევრი მცხოვრები არ არის დარჩენილი.

მეზობელ სომხეთში, აზერბაიჯანთან  რთული სამხედრო დაპირისპირების ფონზე, მოსახლეობის შედარებითი დანაკარგები 1,8-ჯერ ნაკლები იყო. უნიკალური მაგალითია თურქული დუეტი თურქეთისა და აზერბაიჯანის სახით (მოსახლეობის ზრდა, შესაბამისად, 56%  და 47%–ია). დემოგრაფია  აზერბაიჯანის „გრძელი ნების“ ერთ-ერთ საკვანძო ელემენტად იქცა  თავისი ტერიტორიების 1991 წლის საზღვრებში დაბრუნების საქმეში.

შევადაროთ  ციფრები: 1991 წელს აზერბაიჯანში 7,2 მლნ ადამიანი ცხოვრობდა, სომხეთში – 3,6 მლნ, ანუ ორჯერ ნაკლები.  2022 წელს კი აზერბაიჯანის მოსახლეობა უკვე 10,14 მლნ ადამიანი იყო, სომხეთის მოსახლეობა კი 2,78 მლნ-მდე შემცირდა, ანუ 3,7-ჯერ ნაკლებია. სომხებს უყვართ სამშობლო, მაგრამ ამჯობინებენ სხვა ქვეყნებში ცხოვრებას და იქიდან მოწოდებას არცახისთვის ბრძოლისკენ. სომხეთის დეპოპულაცია და აზერბაიჯანის დემოგრაფიული მაჩვენებლების ზრდა იქცა  იმ ფაქტორად, რომელმაც  მთავარი როლი ითამაშა იმაში, რომ ბაქომ არა მხოლოდ ყველა დაკარგული ტერიტორია დაიბრუნა, არამედ გაააქტიურა  ზანგეზურის დერეფნის  იდეა და  კონტროლიც კი  აღადგინა  ტავუშის ოლქზე სომხეთში.

თურქეთის მოსახლეობის მატებამ  55 მლნ-დან  84 მლნ ადამიანამდე  ქვეყანა მთავარ რეგიონულ მოთამაშედ აქცია, ჩამოაყალიბა ტევადი საშინაო  ბაზარი საქონლისა და მომსახურების მოხმარებისთვის და დემოგრაფიისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების წყალობით შექმნა მშპ-ის ზრდის ფაქტორი.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დემოგრაფიული პროცესების შესწავლა და მათ ტენდენციებზე დაყრდნობით გეოპოლიტიკური სტრატეგიების ჩამოყალიბება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეალობა ერთ დღეს ყველაზე შეუფერებელ მომენტში დააკაკუნებს კარზე. სომხეთი ტყუილის თქმის უფლებას არ მოგცემთ.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://uk.tgstat.com/channel/@Analityka_Kush/2228

https://uk.tgstat.com/channel/@Analityka_Kush/2229

                                                                                                    

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here