Home სხვადასხვა დაიჯესტი ევროკავშირს კიდევ ერთი ბზარი გაუჩნდა

ევროკავშირს კიდევ ერთი ბზარი გაუჩნდა

1351
ვიქტორ ორბანი

კორონავირუსით დასნებოვნებულ ევროკავშირშიმოღალატედაავადმყოფი ადამიანიგამოავლინეს. მოუწოდებენ, რომ უნგრეთის წარმომადგენლები ევროკავშირის მმართველი სტრუქტურებიდან გააძევონ, რადგან ამ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა დიქტატორული უფლებამოსილებები მიითვისა. პანდემიის პერიოდში ატეხილი ეს სკანდალი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმას, რომერთიანი ევროპასულაც არ არის ერთიანი და ბრიტანეთს, როცა ევროკავშირი დატოვა, კარი არ მიუხურავს.

“არ შეიძლება უნგრეთის მთავრობის დაშვება იმ მაგიდასთან, რომლის გარშემოც იკრიბებიან ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლები” ეს ფრაზა ეკუთვნის ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან ასელბორნს. ის მოუწოდებს, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი უნგრეთი “პოლიტიკურ კარანტინში” გაამწესონ, ამ ქვეყნის მთავრობის წევრები კი ევროკავშირის მინისტრთა საბჭოდან გარიცხონ.

ჟან ასელბორნი
ჟან ასელბორნი

ეს არ ნიშნავს უნგრეთის გარიცხვას ევროკავშირიდან, თუმცა შეიძლება ეწოდოს გარიცხვისკენ გადადგმული “პირველი ნაბიჯი” და მაქსიმალურად მკაცრი სასჯელი. ევროკავშირში ბევრია მინისტრთა საბჭო. თავისი აქვთ ფინანსთა მინისტრებს, თავისი _ თავდაცვის მინისტრებს და ა.შ. ანუ, ევროკავშირის ცხოვრებაზე გადაწყვეტილებები შეიძლება მიიღონ ბუდაპეშტის გარეშე.

ასეთი მუქარები უწინ მხოლოდ პოლონეთის მიმართ ისმოდა, სადაც კლერიკალურ-ნაციონალისტურმა მმართველმა პარტიამ “სამართალი და სამართლიანობა” ჩაიფიქრა, განეხორციელებინა რეფორმა, რომელიც ზღუდავდა მოსამართლეების დამოუკიდებლობას. ბრიუსელში მანამდეც არ ეხატებოდათ გულზე ძმებ კაჩინსკების პარტია, რომელსაც ბნელეთის მოციქულებს უწოდებდნენ, ახლა კი ევროპელი მაღალჩინოსნები ყალყზე შედგნენ და, პოლონეთის ჰონორის მიუხედავად, თავისი მაინც გაიტანეს: რეფორმა შეკვეცილი ვერსიით განხორციელდა.

ამჟამად ემუქრებიან უნგრეთს და არავინ იფიქროს, რომ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი უმნიშვნელო ფიგურაა. პატარა საჰერცოგო ევროკავშირისა და შენგენის ზონის ერთ-ერთი დამფუძნებელია, ხოლო მისი პრემიერი ევროპის პოლიტიკის აღიარებული პატრიარქი. ჟანკლოდ იუნკერი 5 წლის განმავლობაში მეთაურობდა ევროკომისიას და მესამე ლუქსემბურგელი იყო ამ თანამდებობაზე.

ურსულა ფონ დერ ლაიენი
ურსულა ფონ დერ ლაიენი

თვითონ ასელბორნი ძალიან გამოცდილია იმისთვის, რომ სიტყვები ჰაერში ისროლოს. თავისი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ის უკვე 10 წელი ხელმძღვანელობს, მანამდე კი აქტიურად მუშაობდა ევროკავშირის სტრუქტურებში, მათ შორის მინისტრთა საბჭოშიც. ყოველ შემთხვევაში ის გამოხატავს ბრიუსელელი ბიუროკრატების აწონილ-დაწონილ თვალსაზრისს, ოღონდ უფრო მკვეთრი ფორმით. იუნკერის მემკვიდრემ ევროკავშირის მეთაურის პოსტზე _ ურსულა ფონ დერ ლაიენმა, აგრეთვე, გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც ევროკავშირის ქვეყნებისგან მოითხოვა, თავს არ დაესხან “მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს” და “მასმედიის თავისუფლებას”. და თუმცა “ცუდი ქვეყანა” არ დასახელებულა, ევრობომონდისთვის ნათელია, ვისზეა ლაპარაკი.

რით განარისხა უნგრეთის მთავრობამ ევროკავშირი? _ იმით, რითაც არის დაკავებული ახლა ევროპისა და მსოფლიოს თითოეული ქვეყნის მთავრობა კორონავირუსთან ბრძოლაში.

30 მარტს უნგრეთის პარლამენტმა, რომლის ორი მესამედი ქვეყნის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიაფიდესისწარმომადგენელია, ქვეყანაში შემოიღო საგანგებო მდგომარეობა და მინისტრთა კაბინეტს ფართო უფლებები მიანიჭა ინფექციის საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად. ევროპოლიტიკოსებმა ამას დიქტატურისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდეს, განსაკუთრებით მიუთითებენ იმაზე, რომ ორბანს თითქმის შეუზღუდავი უფლებამოსილებები განუსაზღვრელი ვადით გადაეცა, მაგრამ, ასეთი რამ იმ ქვეყანაში რომ მომხდარიყო, რომელსაც ბრიუსელი კარგი თვალით უყურებს, მაგალითად, ფინეთში ან პორტუგალიაში, სკანდალი არ ატყდებოდა.

მაგრამ ეს ორბანია, რომელსაც არ ენდობიან. მასში ხედავენ მტერს და თეთრკანიან ტეტიას წარსულიდან, რომელიც ელოდა მომენტს, რათა ავტოკრატია დაემყარებინა უნგრეთში.

ორბანი არ უყვართ ბევრი მიზეზის გამო. მათ შორის, პირველია ის, რომ ძალიან კონსერვატიულია, ევროკავშირის საზომებით კატეგორიულად ეწინააღმდეგება მიგრაციას და მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომელიც უარყოფს ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინებას და გულისხმობს აბორტების აკრძალვას.

მეორე _ ის ანტიგლობალისტი და ევროსკეპტიკოსია, რომელიც ბრიუსელელ ბიუროკრატებს უპირისპირდება. ასე რომ, ახლა ეს უკვე პირადულიც არის. ორბანი სარგებლობს ევროკავშირის საშინაო პრობლემებითა და ამ გაერთიანების ხელმძღვანელების პოპულარობის დაცემით და მათ უპირისპირდება, როგორც ქრისტიანობის, უნგრელთა იდენტობისა და ეროვნული სუვერენიტეტის დამცველი. უნგრელები პატრიოტი ერია, მათ ეს მოსწონთ.

მესამე _ ორბანი დაუძინებელი მტერია თანამემამულის, ფინანსისტ ჯორჯ სოროსისა, რომელიც, დიდი ხანია, ცდილობს მის ჩამოშორებას უნგრეთის ხელისუფლებიდან და ბრიუსელელ ბიუროკრატიას ბითუმად ყიდულობს.

უნგრეთის პრემიერს “ევროკავშირის უკანასკნელ დიქტატორს” ეძახიან, აგრეთვე, “ევროპის პუტინსაც”, რადგან რუსეთის პრეზიდენტთან კარგი სამუშაო ურთიერთობა აქვს. ორბანი “სანქციების ომის” კატეგორიული წინააღმდეგია (სანქციებისგან ძალიან ზარალდებიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების უნგრელი მწარმოებლები), აგრეთვე, განათლების უკრაინიზაციის, რომელსაც ატარებს ოფიციალური კიევი (ის ურტყამს ამიერკარპატებში მცხოვრები უნგრელების ინტერესებს). და, რასაკვირველია, ბრიუსელის თვალში ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაკლია ორბანის ხელისუფლებისა.

უფრო გასაგები რომ იყოს, არანაირ განსაკუთრებულ საპოლიციო ზომას უნგრეთში არ მიმართავენ. იქ კარანტინი ისეთივე შეზღუდვებით არის, როგორიც ბევრ ქვეყანაში თვითიზოლაციის რეჟიმია, საპარიკმახეროში წასვლაც კი დასაშვებია…

აი ნიდერლანდებში კი, ევროკავშირის ფრიადოსან ქვეყანაში, ნაბრძანებია, რომ “სამზე მეტი არ შეიკრიბონ”. სხვა საქმეა, რომ უნგრეთში დააწესეს პასუხისმგებლობა კორონავირუსის შესახებ ფეიკების (ყალბი ინფორმაციის) გავრცელებაზე (ისე, საქართველოშიც არ გვაწყენდა მსგავსი რეგულაციის შემოღება _ გ.გ.). ანალოგიური რამ გაკეთდა რუსეთშიც, მაგრამ ეს ევროკავშირის საზომით არატიპურია. ამით არის განპირობებული “სიტყვის თავისუფლების” მოხსენიება ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირიდან ზოგიერთი აღმოსავლეთევროპული ქვეყნის გამოყოფა სრულიად შესაძლებელია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასელბორნის მუქარა შესრულდება: ამჟამად ევროკავშირში არავის სცხელა ორბანისა და მისი ფართო უფლებამოსილებებისთვის, უფრო მეტიც _ ორბანს აქვს შანსი, პოლონელებისგან განსხვავებით, არაფერი დათმოს და თავისი ბრიუსელელი მტრები ძალიან არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენოს

პანდემიის ფონზე ევრობიუროკრატიამ თავი ძალიან ცუდი მხრიდან წარმოაჩინა, ერთიანი ევროპული სივრცის კონცეფცია კი სასწრაფოდ გაუქმდა უკეთესი დროების მოლოდინში. მწვავე კრიზისის პირობებში მაღალჩინოსნებს, რომელთა არსებობის აზრიც გაუგებარია, მით უმეტეს, ახლა, შეეძლოთ, უკეთესი რაღაცისთვის მოეკიდებინათ ხელი, ვიდრე ორბანთან ანგარიშსწორებაა. იმიტომ, რომ საბოლოოდ ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდება და პრემიერის უფლებამოსილებებიც ისეთივე იქნება, როგორიც იყო.

თუ სტერეოტიპურ აზროვნებას თავს დავანებებთ, ორბანი სულაც არ არის დიქტატორი, არც პოტენციური დიქტატორია. დიახ, ვოლუნტარისტია, დიახ, ცბიერი მელაა, მაგრამ მეტი არაფერი. ბრიუსელელი ბიუროკრატების ერთგვარ მავნებლებად წარმოჩენა ორბანისთვის ძალიან სასარგებლოა, რადგან აღნიშნულ ბიუროკრატებთან ასოცირდება უნგრეთის ლიბერალური ოპოზიცია.

სამშობლოს მხსნელის დიდების გვირგვინი ორბანს იმიტომაც წაადგება, რომ მის მიმართ პრეტენზიები გაუჩნდათ უნგრელებსაც: ვიღაცას ის, უბრალოდ, მოსწყინდა; ვიღაცას ახსოვს მისი გარემოცვის წევრის კორუფციული სკანდალი; ვიღაც გეების ქომაგია და ა.შ. ამ ქარიზმულ ლიდერს კი, უწინარესად, პატივს სცემდნენ ქვეყნის ეკონომიკის მაჩვენებლების ზრდისთვის, ახლა კი უნგრეთის ეკონომიკას ჩამოშლით დაემუქრა კორონავირუსი. მოკლედ, ორბანის ამჟამინდელი ამოცანა ეპიდემიის შეტევის მოგერიებაა. გამარჯვების შემთხვევაში მას პატივს მიაგებენ, როგორც კორონავირუსსა და ბრიუსელელ ბიუროკრატებზე გამარჯვებულს. ევროჩინოსნები, მართალია, არ კლავენ მოხუცებს, მაგრამ მათი ღირსებების ჩამოთვლა და არსებობის დასაბუთება ყოველდღე რთულდება.

Vz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here