მთავარი მსოფლიო ევროკავშირმა იტალია ბედის ანაბარა მიაგდო. რუსეთმა დახმარების ხელი გაუწოდა

ევროკავშირმა იტალია ბედის ანაბარა მიაგდო. რუსეთმა დახმარების ხელი გაუწოდა

1431
გააზიარეთ
ევროკავშირმა იტალია ბედის ანაბარა მიაგდო. რუსეთმა დახმარების ხელი გაუწოდა

ვლადიმერ პუტინმა და იტალიის პრემიერმა ჯუზეპე კონტემ კორონავირუსთან ბრძოლაში მჭიდრო თანამშრომლობაზე მოილაპარაკეს.

რუსეთმა და იტალიამ განიხილეს კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარება და ორივე ქვეყანაში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებანი.

ვლადიმერ პუტინმა იტალიელ ხალხსა და იტალიის ხელმძღვანელობას თანადგომა გამოუცხადა უკიდურესად მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, რომელიც ქვეყანაში არის შექმნილი. კონტემ მადლობა გადაუხადა რუსეთს დასახმარებლად გადადგმული ნაბიჯებისთვის.

“იტალიის მხარის მომართვის საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტმა დაადასტურა მზადყოფნა, ოპერატიულად გაუწიოს საჭირო დახმარება”, _ იუწყება კრემლის პრესსამსახური.

რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავით 22 მარტს იტალიაში ჩავიდა სამხედრო ვირუსოლოგებისა და მედიკოსების რვა ბრიგადა, ჩაიტანეს ტრანსპორტისა და ტერიტორიის აეროზოლური დეზინფექციის კომპლექტები, აგრეთვე _ სამედიცინო მოწყობილობა.

გააზიარეთ

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here