Home ახალი ამბები მსოფლიო “ევროკავშირი უნგრეთს ვერ დააშანტაჟებს”

“ევროკავშირი უნგრეთს ვერ დააშანტაჟებს”

128

უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ეკონომიკური კავშირების მინისტრმა პეტერ სიიარტომ სააგენტო Associated Pressისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკომისია ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის გამო უნგრეთს შანტაჟით ვერ გატეხავს.

“ჩვენ არ დავუშვებთ კომპრომისს ამ საკითხზე, რადგან სუვერენული ქვეყანა, სუვერენული ერი ვართ და არავის, ევროკომისიასაც კი, არ აქვს ამ საკითხზე ჩვენთვის შანტაჟის მოწყობის უფლება”, _ აღნიშნა მინისტრმა.

სიიარტომ ევროკავშირის პოზიციას აღნიშნულ საკითხზე “სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება” და “შანტაჟი” უწოდა; ამასთანავე, ხაზი გაუსვა, რომ ბუდაპეშტის პოზიცია “ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ” უცვლელია და “ჩვენ არ დავუშვებთ კომპრომისს ჩვენი ბავშვების მომავლის მიმართ”.

როგორც ცნობილია, ევროკომისიამ 15 სექტემბერს დაიწყო იურიდიული პროცედურა პოლონეთისა და უნგრეთის მიმართ ადგილობრივი კანონების ევროპულ კანონებზე მაღლა დაყენების გამო, რომლებიც, ბრიუსელის აზრით, ლახავს სექსუმცირესობის უფლებებს. თუ ეს ქვეყნები არ დათანხმდებიან ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას ევროპული კანონების უზენაესობის შესახებ, ბრიუსელს შეუძლია, მათ ევროპის სასამართლოში უჩივლოს და კორონავირუსის პანდემიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი ფინანსური დახმარებები შეუწყვიტოს.

eadaily.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here