მთავარი დაიჯესტი ევროკავშირი მზად არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წინააღმდეგ საპასუხო ზომების მისაღებად

ევროკავშირი მზად არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წინააღმდეგ საპასუხო ზომების მისაღებად

246
გააზიარეთ
ევროკავშირი მზად არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წინააღმდეგ საპასუხო ზომების მისაღებად

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც აშშ შეუძლია, ახალი საბაჟო მოსაკრებელი დააწესოს ევროპიდან იმპორტირებულ საქონელზე, აშშის სავაჭრო წარმომადგენელმა რობერტ ლაიტჰაიზერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იმედოვნებს მოლაპარაკებების დაწყებას ბრიუსელთან, მაგრამ იტოვებს უფლებას, ნებისმიერ მომენტში მოუმატოს საბაჟო მოსაკრებელს.

“თუკი ვინმე დააწესებს ახალ საბაჟო მოსაკრებელს ჩვენი საავიაციო დარგის მიმართ, ჩვენც ანალოგიურად მოვიქცევით”, _ განაცხადა 2 ოქტომბერს ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერმა.

სანამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას არ გამოუტანია გადაწყვეტილება “ბოინგის” მიმართ, ევროკავშირს შეუძლია გაუუქმოს მას და სხვა ამერიკულ კომპანიებს შეღავათები, _ წერს “უოლ-სტრიტ ჯორნალი”, თუმცა ასეთ შემთხვევაში დიდია კონფლიქტის ესკალაციის რისკი.

ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში _ სესილია მალმსტრიომმა აშშ-ის გადაწყვეტილებას, ყოველწლიურად 7,5 მლრ დოლარით მოუმატოს საბაჟო მოსაკრებელი ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელზე, “არაშორსმჭვრეტელური და კონტრპროდუქტიული” უწოდა:

“ევროპის კავშირი ცნობად იღებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის საარბიტრაჟო კომისიის გადაწყვეტილებას Airbus-ის საქმეზე და შესაძლო კონტრზომების დონეს. თუ აშშ მართლაც მოუმატებს საბაჟო მოსაკრებლებს ევროპულ საქონელზე, ეს იქნება არაშორსმჭვრეტელური და კონტრპროდუქტიული. ჩვენი მზადყოფნა სამართლიანი გადაწყვეტილების პოვნის თაობაზე, უცვლელია, მაგრამ, თუ აშშ გადაწყვეტს მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის მიერ სანქცირებული ზომების გატარებას, ეს ევროკავშირს სხვა გზას არ დაუტოვებს, გარდა იმისა, რომ ჩვენც ანალოგიური რამ გავაკეთოთ”, _ განაცხადა მალმსტრიომმა.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here