Home რუბრიკები პოლიტიკა ევროკავშირის 23 ანტიქართული და ანტიადამიანური მოთხოვნა

ევროკავშირის 23 ანტიქართული და ანტიადამიანური მოთხოვნა

რეკომენდაციები, რომლებიც ხელისუფლებამ ქართველ ხალხს დაუმალა

11697
გიორგი კვირიკაშვილი

რამდენიმე დღის წინათ ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაამერიკის მშვიდობის ინსტიტუტშისიტყვით გამოსვლისას მორიგი პოლიტიკური უსირცხვილობა გამოავლინა და თავის ოკეანისგაღმელ მამამარჩენლებს შემდეგი მაამებლური განცხადებით ლამის ფეხქვეშ გაეგო: “100 წლის წინათ საქართველომ სამუდამოდ დაუკავშირა თავისი გზა დასავლეთს. ჩვენი კულტურა ევროპულია, ამერიკული ელფერით; ჩვენი მსოფლმხედველობა დასავლური და ტრანსატლანტიკურია, ისევე, როგორც ჩვენი ღირებულებები და პოლიტიკა. ჩვენი ერთგულება დასავლური და ევროპული ღირებულებების საფუძვლებისადმი, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვისადმი, მტკიცეა, ღრმა და მდგრადი”…

ზემოაღნიშნული განცხადებით მან საბოლოოდ დაამტკიცა ორი რამ, რაც მანამდეც, რა თქმა უნდა, ყველამ ვიცოდით: პირველი _ პოლიტიკური ღირსების და თავმოყვარეობის ნატამალი არ აქვს და მეორე _ საზოგადოების რეალური განწყობა, მიუხედავად მიმდინარე პროცესებისა, ფეხებზე ჰკიდია. არადა, მთავრობის მეთაურმა, ცხადია, კარგად იცის, რომ ქვეყანაში, სადაც, ბოლო წლებია, თვით ენ-დი-აი და აი-რა-იც კი განგაშის ზარებს არისხებენ მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობის მატების გამო, ეროვნული ფასეულობების გაიგივება დღევანდელ ევროპულ კულტურასთან, მით უმეტეს, “ამერიკული ელფერით”, უბრალოდ, ცინიზმია. კვირიკაშვილმა, რა თქმა უნდა, კარგად იცის, რომ საზოგადოების, სულ ცოტა, 80-90 პროცენტს უკვე გული ერევა დასავლურ დემოკრატიაზე და განსაკუთრებით ლიბერალების გაუთავებელ გოგმანზე ხელისუფლების სხვადასხვა შტოში, მაგრამ მისთვის ეს ყველაფერი, უბრალოდ, ფაქტია, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

ახლა ობიექტურად შევხედოთ ამ ყველაფერს: დღევანდელი ხელისუფლებისთვის საზოგადოების განწყობას მნიშვნელობა იმიტომ არ აქვს, რომ “მეოცნებეების” სულის ჩამდგმელმა ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის ერთი რამ: რაც უნდა დაეცეს მისი პოლიტიკური შთამომავლების რეიტინგი და გაკოტრდესოცნება”, ქვეყნის ბედის გადაწყვეტის უფლებას ქართველ ხალხს არავინ მისცემს. ნებისმიერ ვითარებაში, რევოლუცია მოხდება თუ არჩევნების გზით შეიცვლება პოლიტელიტა, საბოლოოდ მაინც ყველაფერი ოკეანის გაღმა უნდა გადაწყდეს, ამიტომ არის სამივე სახელისუფლო შტო დღეს ორიენტირებული არა საზოგადოების გულისცემაზე, არამედ უცხოეთიდან მართული “ლიბერალების” ამორალურ “კაპრიზებზე”; ამიტომ არ თაკილობს მთავრობაც თუნდაც ნარკობარიგებისთვის ბოდიშის მოხდას და მნიშვნელოვან დათმობებზე წასვლას იმ დროს, როცა მინისტრს წამლით გაბრუებული ნარკოლიბერასტები დედას აგინებენ და სახეში სიგარეტის ნამწვებს ესვრიან.

დავუბრუნდეთ ისევ პრემიერის განცხადებას. ქართული კულტურა დღეს და ისტორიულადაც, არათუ ევროპული არ არის, თანაც ამერიკული ელფერით, არამედ არსობრივად სრულიად სხვა ცნება, სხვა იდეა და მოცემულობაა. თანამედროვე ამერიკული და ევროპული ნეოლიბერალური ექსტრემიზმი კი, თავის არსითა და ხასიათით, არც მეტი, არც ნაკლები, პირდაპირ გაქრობის, განადგურების საფრთხეს უქმნის ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერების კულტურებს.

ახლა კონკრეტულად _ რამ განაპირობა პრემიერის მაამებლური განცხადება… იმის თაობაზე, რომ ჩვენი კულტურა თურმე ევროპულია ამერიკული ელფერით. უსაგნო მსჯელობა რომ არ გამოგვივიდეს, გავიხსენოთ, რა “რეკომენდაციებით” მიმართა ბოლო წლების განმავლობაში “დემოკრატიულმა დასავლეთმა” საქართველოს “მეოცნებე” ხელისუფლებას. დავიწყოთ ჯერ კიდევ “ნაცსექტის” მიერ ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე მიზანში ამოღებული და გადავლილ-გადმოვლილი განათლების სისტემით. მაშ, ასე: 2010 წელი, 31 მარტი: ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა შეიმუშავა რეკომენდაციასექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციასთან ბრძოლის ზომების შესახებ”, რომელშიც ცალკე საკითხად იყო გამოყოფილი განათლების სფერო. ამ დოკუმენტის შესაბამისად, იმ ქვეყნებს (მათ შორის საქართველოსაც), რომლებიც თავიანთი პოლიტიკური კურსით პროევროპულ გზას ადგნენ, ეძლეოდათ რეკომენდაცია, რომ საგანმანათლებლო პროგრამებში შეეტანათ ლგბტ ქცევისა და გამოვლინებების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებების ჩამნერგავი მასალები. ამონარიდი დოკუმენტიდან: განათლების სამინისტრომ, სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, უნდა შეიმუშაოს პროგრამები, რომლებიც რეალურად უზრუნველყოფენ ინკლუზიურ განათლებას; მაგალითად, შესაძლებელია სასკოლო პროგრამებში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხების ჩართვა”;

ასევე: ბავშვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული სკოლებში ურთიერთშემწყნარებლობისა და პატივისცემის მხარდასაჭერად, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა. აღნიშნული უნდა მოიცავდეს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას გეგმებსა და საგანმანათლებლო მასალებში. აღნიშნული უნდა მოიცავდეს მოსწავლეთა აუცილებელი ინფორმაციით, დაცვითა და მხარდაჭერით უზრუნველყოფას, რათა მათ შეძლონ მათი სექსუალური ორიენტაციითა და გენდერული იდენტობის შესაბამისად ცხოვრება”.

თითოეული ეს “რეკომენდაცია”, ცხადია, ჩვეულებრივი მეგობრული რჩევა არ ყოფილა და, შესაბამისად, იმჟამინდელ ხელისუფლებას მისი შესრულება-არშესრულების არჩევანი არ ჰქონია. თუმცა სოროსის გრანტნაწოვი “ნაცსექტანტები”, რა თქმა უნდა, დაძალებას არ საჭიროებდნენ და ნებისმიერი მსგავსი მითითების სისრულეში მოყვანას ისე სწრაფად ახერხებდნენ, რომ თავის მხრივ “დემოკრატიული დასავლეთი” აღფრთოვანებას ვერ მალავდა, ამიტომ დაარქვეს სააკაშვილს დემოკრატიის შუქურა და, ყველაფრის მიუხედავად, დღემდე ვერ ელევიან.

2016 წელი, 1 მარტი: ევროპის საბჭომ მიიღო ვრცელი დოკუმენტი შემდეგი სახელწოდებით: ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ _ მოხსენება საქართველოს შესახებ”. ამ დოკუმენტითმეოცნებეხელისუფლებამ, არც მეტი, არც ნაკლები, 23 “რეკომენდაცია”, ანუ 23 ანტიქართული და ანტიეროვნული დავალება მიიღო, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, იგი ფართო საზოგადოების განხილვისა და მსჯელობის საგანი არ გამხდარა, რადგან ივანიშვილის პოლიტიკურ დამქაშებს მისი დღის სინათლეზე გამოტანა ხელს არ აძლევდა. აი, რას ვკითხულობთ ამ მოხსენების 39-ე გვერდზე: “108. ევროპული კომისია იძლევა რეკომენდაციას, გადაიდგას ნაბიჯები ლგბტ პირთა წინააღმდეგ მიმართულ შეუწყნარებლობასა და დისკრიმინაციასთან საბრძოლველად. ეს უნდა განხორციელდეს ლგბტ თემთან და სახალხო დამცველთან თანამშრომლობით, რომელმაც უნდა მიიღოს სათანადო დახმარება ლგბტ-სადმი მიძღვნილი დეპარტამენტის შექმნაში; ასევე, შემუშავდეს სათანადო ელემენტები სკოლებში ცნობიერების ასამაღლებლად”.

ამ “რეკომენდაციების” მიღებისთანავე სხვადასხვა საგანმანათლებლო წრეში და მათ შორის განათლების სამინისტროშიც უმალ ალაპარაკდნენ სკოლებში ორი ახალი საგნის _ მე და საზოგადოებადაჩვენი საქართველოს შემოღებაზე, რომლებიც სხვა არაფერი იყო, თუ არა სწორედ ხორცშესხმა გამრყვნელი დირექტივებისა. შემდეგ ასევე დაიწყეს ლაპარაკი კანონზე ოჯახში ძალადობის შესახებ”, რომელიც, ერთი შეხედვით, თითქოს აუცილებელია, მაგრამ სინამდვილეში ოჯახში განხეთქილების შეტანისკენაა მიმართული. ამით, ფაქტობრივად, მოხდა ახალგაზრდებში იმ განცდის გაჩენა, რომ ისინი ყველაფერში თავისუფალი არიან და, რასაც უნდა, იმას გააკეთებენ…

ზემოაღნიშნულ მოხსენებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან თავად იყო წარმოდგენილი ტრანსგენდერებისთვის სქესის შეცვლის პროცედურების და მათი ოფიციალური აღიარების საკითხი: “110. სქესის შეცვლის კრიტერიუმები ბუნდოვანია და არ არის სტანდარტიზებული. ასევე არ არის ცხადი მოთხოვნები ახალი გენდერული იდენტობის ცნობასა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების ცვლილებასთან მიმართებით. ECRI განსაკუთრებულად ამახვილებს ხელისუფლების ყურადღებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2048 (2015) რეზოლუციაზე.

  1. ECRI იძლევა რეკომენდაციას, რომ ხელისუფლებამ ნათელი სახელმძღვანელო პრინციპები შეიმუშაოს სქესის შეცვლის პროცედურებსა და მათ ოფიციალურ აღიარებასთან მიმართებით” (გვ.40).

რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, ჩვენი “მეგობარი” ევროკომისია თავის დოკუმენტში პატრიარქისა და სამღვდელოების ღია კრიტიკასაც არ მოერიდა. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ მისმა თავკაცებმა ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს დღეს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის პატრიარქის ავტორიტეტი, იგი სიძულვილის ენით საუბარსა და ძალადობის პროვოცირებაში დაადანაშაულეს: სიძულვილის ენა გამოიხატა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ საჯარო ღონისძიებათა წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე _ მაგალითად, 2013 წლის მაისში (იხ. თავი 1.3). საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა ლგბტ ღონისძიებებსქართველი ერის შეურაცხყოფა”, ჰომოსექსუალობას კიდაავადებაუწოდა (გვ. 21)…

მარტივად რომ ვთქვათ, ამ დოკუმენტის მიღებით საქართველოს სვე-ბედზე “დამწუხრებულმა” და “გულდათუთქულმა” “დემოკრატიულმა” დასავლეთმა ხელისუფლებას მისხალ-მისხალ გაუწერა გეგმა, როგორ უნდა გადატეხოს წელში “საბჭოთა ბნელ წარსულში” ჩარჩენილი ქართველი ხალხი და როგორ აღზარდოს მომავალი თაობა თავის “ჭეშმარიტ ისტორიულ ფესვებზე”. ეს ფესვები კი, არც მეტი, არც ნაკლები, თურმე ეკლესიის შეურაცხყოფა, ლანძღვა და ქალად გადაკეთებული კოლჰოტიანი კაცების ტაში-ტუში ყოფილა; რომ არა საბჭოთა კავშირში ყოფნის 70-წლიანი პერიოდი, რომელმაც ჩვენს “ბუნებრივ” სივრცეს, ევროპას, მოგვწყიტა, ეს ყველაფერი დღეს თურმე ნორმად იქნებოდა მიღებული.

…ალბათ, ამაზეა ნათქვამი: ენას ძვალი არ აქვსო. და კვირიკაშვილი ამის ცოცხალი მაგალითია. თუმცა, ამაში, ალბათ, გასაკვირიც არაფერია იმიტომ, რომ “ქართული ოცნება” სკამებს დახამებული პოლიტიკანების თავშესაყარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაში გახდა.

ისე, საინტერესოა, პრემიერი მიხვდა თუ არა, რომ ქართული კულტურა ევრო-ამერიკულ ლიბერალურ გარყვნილებასთან გაიგივებით შეურაცხყო? _ ალბათ, არა, მაგრამ არა იმიტომ, რომ არ იცის, რას ლაპარაკობს, არამედ იმიტომ, რომ მისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ხვალ თუ დასჭირდება, იტყვის, რომ ქართული ჩინურ კულტურას ჰგავს ინდონეზიური ელფერით, ზეგ კი ტანზანიას და ზიმბამბვესაც გულში ჩაიკრავს…

ჯაბა ჟვანია

P.S. წინამდებარე წერილში მოყვანილირეკომენდაციებიმცირე ნაწილია იმ უზნეო და ამორალური დირექტივებისა, რომლებსაც ჩვენიმეგობარიდასავლეთი, უკვე წლებია, დემოკრატიის სახელით თავს გვახვევს, თუმცა ეს, ალბათ, სრულიად საკმარისია დასკვნის გამოსატანად _ რამდენად არის ან მომავალში შეიძლება იქცეს ჩვენი კულტურა იმკულტურისნაწილად

7 COMMENTS

  1. დასავლეთის სახელმწიფოთა უმეტესობის მესვეურები ჩვენთან მიმართებაში ალენ დალესის დოქტრინის
    მიხედვით მოქმედებენ.

  2. saqartveloshi vercerti mand chamotvlili uzneoba fesvs ve gaidgams….veluri dasavleti ar icnobs kavkasielebs da kerzod qartvelebs,romeltac kvelaze uzvelesi civilizacias ganekutvneba da matgan araferi gvaqvs sascavli.tavad ki kargs izamen tu gamoqvebulebidan gamovlen da ise icxovreben,rogorc adamianebs daucesat gmertma amqveknad cxovreba,torem mati gaxrcnili da kovlad amoraluri cxovrebis cesi jojoxetisken miaqanebt ubedur “evropelebs”…martla gulit mebralebian rogorc adamianebi…

  3. სასწრაფოდ არის მოსაშორებელი ნაცქოცური სექტა ,საქართველოს პოლიტიკიდან!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here