მთავარი პოლიტიკა ევროკავშირის ჩრდილოვანი ისტორია

ევროკავშირის ჩრდილოვანი ისტორია

გეგმები, მექანიზმები, შედეგები

596
გააზიარეთ
ევროკავშირის ჩრდილოვანი ისტორია

გაგრძელება. დასაწყისი იხ. #25, 26, 27, 28, 29, 2020 წ.

კუდენჰოვეკალერგისთან ერთად პანევროპული მოძრაობის ლიდერებად ჩამოყალიბდნენ ჯოზეფ რეტინგერი, ოტო ფონ ჰაბსბურგი და ჟან მონე.

ომის შემდეგ პანევროპულმა მოძრაობამ ფრთები გაშალა, მაგრამ ამის გამო აღმოსავლეთ ევროპა ინგლისამერიკის კონტროლს აღარ დაექვემდებარა, დასავლეთმა ყურადღება გადაიტანა დანარჩენი ევროპის გაერთიანებაზე, უწინარეს ყოვლისა, საფრანგეთისა და გერმანიის შერიგებაზე. ეს შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში, თუ ორივე ქვეყნის ხელისუფლებებში დამკვიდრდებოდა პროატლანტიკური ელიტა, რომელიც იხელმძღვანელებდა არა ეროვნული ინტერესებით, არამედ საერთო ევროპული კატეგორიებით.

გერმანიაში, რომელშიც ეროვნული იდეა სრულად იყო დისკრიდიტებული, ხოლო ხალხს ჰოლოკოსტის იდეოლოგიის საშუალებით თავს მოახვიეს ეროვნული არასრულყოფილების კომპლექსი (რომელმაც გერმანულ მომავალს ბოლო მოუღო), მმართველი კლასი უკიდურესად დამყოლი გახდა. ახალი გერმანიის პოლიტიკურ ლიდერად გაამწესეს კონრად ადენაუერი, რომელსაც გერმანული ელიტის ეროვნული იდეა პროატლანტიკურ კალაპოტში უნდა მოექცია.

რაც შეეხება საფრანგეთს, ნაციზმის მსხვერპლად აღიარებამ, ეროვნულპატრიოტული გრძნობების გაძლიერებამ და ძლიერი ეროვნული ლიდერის, გენერალ დე გოლის, მოსვლამ ხელისუფლების სათავეში უკიდურესად გაართულაპანევროპიზაციისიდეით ფრანგების დაინტერესება. ამიტომ იყო, რომ აქცენტი 1944 წელს შექმნილ გასაიდუმლოებულ ორგანიზაციასაუკუნეზეგადაიტანეს, რომელშიც ყველა ნაირფერი და განსხვავებული იდეოლოგიების მქონე ორგანიზაციის წარმომადგენლები გააერთიანეს.

“საუკუნე” საფრანგეთში რეალური ძალაუფლების მქონეთა კონსოლიდაციის ფორმად ჩამოყალიბდა, რომელშიც თავი მოიყარეს წამყვანმა ბანკებმა, საწარმოებმა და მასობრივი ინფორმაციის მსხვილმა საშუალებებმა. ის იყო დახურული, არცთუ მრავალრიცხოვანი კლუბი, რომელიც მითითებებს იღებდა ტრანსნაციონალური ელიტებისგან განვითარების უმთავრეს საკითხებზე, მთავრობის შემადგენლობის ჩამოყალიბებაზე და ა.შ.

ამ სამოქალაქო საზოგადოებისგან იზოლირებულ გარემოში სწამთ მხოლოდ ერთი იდეოლოგია, რომელსაც ჭეშმარიტებად მიიჩნევს მისი ყველა წევრი, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, და რომელიც სავალდებულოა გლობალიზებული “ზეკლასისთვის”.

დე გოლი ერთადერთი ფრანგი პოლიტიკოსი იყო, რომელიც აუმხედრდა ატლანტიზმს და “საუკუნეში” არ გაერთიანებულა.

შესაბამისი “საკადრო რეზერვის” შექმნის შემდეგ, ინგლის-ამერიკის ისტებლიშმენტი შეუდგა თავისი გეგმების რეალიზაციას. 1946 წელს ერთიანი ფედერალური ევროპის იდეა მოიწონა აშშ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭომ, რომელსაც ალენ დალესი ედგა სათავეში, და ჩართო იგი სახელმწიფო დეპარტამენტისთვის რეკომენდაციების სიაში. მაშინ წარმოთქვა უინსტონ ჩერჩილმა თავისი ცნობილი სიტყვა, რომელიც მიუძღვნა ევროპის გაერთიანებული შტატების შექმნის აუცილებლობას. ამ გამოსვლის ტექსტი კუდენჰოვეკალერგის მონაწილეობით იყო შედგენილი. პროექტის წარდგება დაამთხვიეს რაიხის კაპიტულაციის წლისთავს. იმავე წლის სექტემბერში იქმნება ეკონომიკური თანამშრომლობის ევროპული ლიგა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ჯონ რეტინგერი, კუდენჰოვე-კალერგის მეტოქე.

შემდეგი ნაბიჯი გადაიდგა მონტრეში (შვეიცარია) შეხვედრის გამართვით 1947 წლის აგვისტოში. მონაწილეობდნენ პანევროპეიზმის ამერიკელი და ევროპელი წარმომადგენლები. აქ მიიღეს გადაწყვეტილება ორი სტრუქტურის შექმნის შესახებ. პირველი იყო “მსოფლიო ფედერალური მოძრაობა,” მეორე _ “ფედერალისტების ევროპული კავშირი, რომლებისთვისაც სახსრები ამერიკელებმა გამოყვეს. შეხვედრის პროცესში “მსოფლიო ფედერალურმა მოძრაობამ” შეიმუშავა დეკლარაცია, რომელიც ჩამოყალიბდა, როგორც “მსოფლიო კონფედერაციის” განმსაზღვრელი დოკუმენტი, როგორც დროის მთავარი პრობლემა.

1948 წლის მაისში გაიმართა პანევროპეისტების ჰააგის კონგრესი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ევროპის გაერთიანებას ევროპული მოძრაობის შექმნით, რომლის თავმჯდომარე გახდა ჩერჩილის სიძე დუნკან სენდისი, გენერალური მდივანი _ რეტინგენი. საპატიო თავმჯდომარეებად აირჩიეს უინსტონ ჩერჩილი და კონრად ადენაუერი, იტალიელი დე გასპერი, ფრანგი ბლუმი და ბელგიელი სპააკი.

პროცესის გასაკონტროლებლად 1949 წლის იანვარში ნიუ-იორკში შეიქმნა გაერთიანებული ევროპის ამერიკული კომიტეტი უილიამ დონოვანის თავმჯდომარეობით, რომელშიც გაერთიანდნენ ამერიკის სპეცსამსახურების წარმომადგენლები (სმიტი და დალესი), პოლიტიკოსები, იურისტები, ბანკირები და პროფკავშირების მოღვაწენი. 1949-დან 1959 წლამდე პერიოდში ამ ორგანიზაციას ამერიკელებმა (უპირველესად, ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ) 50 მილიონი აშშ დოლარი დაახარჯა (თანამედროვე კურსით).

ისიც უნდა ითქვას, რომ ოფიციალური პანევროპული ორგანიზაციების პარალელურად, რომლებიც საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე მუშაობდნენ, იქმნებოდა სხვა, ჩრდილოვანი სტრუქტურები, რომელთა მიზანი იყო ევროპის გაბატონებული კლასის რეალური გაერთიანება. მათგან ერთერთი (როგორც ვთქვით) იყო საიდუმლო ტრანსნაციონალური საზოგადოებაწრე”, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, ჩამოაყალიბა საფრანგეთის პრემიერმინისტრმა პინემ 1950-იანი წლების დასაწყისში (ზუსტი თარიღი უცნობია), რომლის წევრები გახდნენ კონტინენტური ევროპის სახელმწიფოების პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ბანკირები, ელჩები, გამომცემლები, პუბლიცისტები და სამხედროები.

მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ვატიკანის, მალტის ორდენებისა დაოპუს დეისწარმომადგენლები, რომლებიც ისწრაფვოდნენ წმინდა რომის იმპერიის აღდგენასატლანტიკიდან შავ ზღვამდე”, ასევე, ინგლისური არისტოკრატიის წევრები. თუმცა ეს უკანასკნელნი თანდათან ჩამოსცილდნენ ამ პროექტს, რადგან ჩათვალეს, რომ იგი ვერ შეინარჩუნებდა დიდი ბრიტანეთის გადამწყვეტ როლს.

ევროკავშირის ჩრდილოვანი ისტორია

ამ წიაღში, რომელიც აერთიანებდა დასავლეთის სამყაროს წამყვანი კორპორაციებისა და ბანკების წარმომადგენლებს, ყალიბდებოდა ფინანსური ელიტების საბოლოო მიზნების მიღწევის გზები და მეთოდები, რომლებიც ერთიანი გლობალური ბაზრისა და მსოფლიოს ერთიანი მთავრობის შექმნასთან იყო დაკავშირებული. ამ იდეის პირველი ეტაპი უნდა ყოფილიყო ევროპული სუპერსახელმწიფო საკუთარი ცენტრალური ბანკითა და ერთიანი ვალუტით. იმ მიზეზით, რომ საბჭოთა კავშირი და სოციალისტური ქვეყნები გაერთიანების თავიანთ ალტერნატიულ გზას ადგნენ, მთავარ ამოცანად გამოიკვეთა ბრძოლა სოციალიზმის წინააღმდეგ. ბილდერბერგის კლუბმა იკისრა უზენაესი კონტროლის განხორციელება პანევროპული კავშირის მიზნების რეალიზაციაზე.

ბოლო წლებში ბილდელბერგის კლუბმა ჭეშმარიტად გადამწყვეტი როლი შეასრულა ევროპის მმართველ კლასში არსებული დაპირისპირებული ცენტრისკენული ტენდენციის დაძლევაში. პირველი ხუთი კონფერენცია, რომლებიც 1954-1957 წლებში გაიმართა, ეძღვნებოდა დასავლეთში “წითელი მუქარის” წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების გაძლიერების საკითხს, აგრეთვე, შესაბამისი პოლიტიკური, ეკონომიკური და იდეოლოგიური ღონისძიებების შემუშავებას, რომლებიც აუცილებელი იყო 1957 წლის მარტში რომის ხელშეკრულების გასაფორმებლად.

ამ ხელშეკრულებამ სათავე დაუდო საბაჟო კავშირის, საერთო ეკონომიკის პოლიტიკისა და შრომის საერთო ბაზრის, საერთო მომსახურებასა და შიდა კაპიტალის შექმნას. მონაწილე ქვეყნებმა მოილაპარაკეს, რომ განახორციელებდნენ საერთო პოლიტიკას სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის დარგებში, ერთმანეთს შეუთავსებდნენ ეკონომიკურ კანონმდებლობას და ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების სტანდარტულ პროცედურებს და ა.შ. შეიქმნა ახალი ორგანოები: კომისია, მინისტრთა საბჭო, ევროპის სასამართლო პალატა და საპარლამენტო ასამბლეა. დიდი ბრიტანეთი, რომელმაც თანამშრომლობის თავისი ფორმა შეიმუშავა, ამ ჯგუფში არ გაერთიანებულა. მან 1959 წელს შექმნა თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაცია. ამ ახალ წარმონაქმნში შევიდა შვედეთი, ნორვეგია, დანია, შვეიცარია, ავსტრია და პორტუგალია.

ევროპელი ფედერალისტების გეგმები თანდათან ინერგებოდა ევროპულ რეალობაში, მაგრამ 1958 წელს, საფრანგეთის ხელისუფლების სათავეში გენერალ დე გოლის მოსვლის შემდეგ, ვითარება მკვეთრად შეიცვალა. გენერალს გაერთიანებულ ევროპაზე თავისი თვალსაზრისი ჰქონდა, რომელიც პანევროპულ პროექტში ვერ ეწერებოდა და, რაც მთავარია, არ შედიოდა საზოგადოება “საუკუნეში”, რაც შეუძლებელს ხდიდა ჩრდილოვანი სტრუქტურების ნება-სურვილზე მის მანიპულირებას. ასე რომ, დე გოლის ფენომენმა, ისევე, როგორც სტალინის ფენომენმა რუსეთში, საფუძველი გამოაცალა ევროპის ფედერალიზაციის გლობალისტების გეგმების განხორციელებას და ათი წლით გადაწია ამ ჩანაფიქრის რეალიზაცია. ნიშანდობლივია, რომ ამერიკელები იძულებულები გახდნენ, დაეთხოვათ გაერთიანებული ევროპის ამერიკული კომიტეტი და შეეწყვიტათ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ პანევროპეისტების საიდუმლო დაფინანსება.

პანევროპეისტებმა დე გოლი “მტრად” შერაცხეს და ხელისუფლებიდან მის ჩამოშორებაზე შეუდგნენ მუშაობას, რაც, ბოლოს და ბოლოს, განახორციელეს. მის ადგილზე მოვიდა ჟორჟ პომპიდუ, პარიზში როტშილდების ბანკის ერთ-ერთი მმართველი, რომელიც დაახლოებული იყო დიდი ბრიტანეთის საფინანსო წრეებთან და მათი ინტერესების განსახორციელებლად იღვწოდა.

  1. ევროპის მშენებლობის გარდამტეხ ეტაპზე ჩრდილოვანი ხელისუფლების ახალი ხელსაწყოიარაღები

1970-იანი წლების დასაწყისი უმნიშვნელოვანეს მიჯნად ჩამოყალიბდა დასავლეთის მმართველი წრეების მიერ განხორციელებულ პოლიტიკაში, როცა გამჟღავნდა საფინანსო კაპიტალის სერიოზული ცვლილებები. ტრანსნაციონალურმა ბიზნესმა დაასკვნა, რომ სახელმწიფო რეგულირების მისთვის პოზიტიური პოტენციალი ამოწურულია და რომ “სოციალური ეკონომიკა” თანდათან დაემუქრა მის პოზიციას.

ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ პერიოდში დასავლეთში ფეხს იკიდებს “მულტინაციონალების”, ანუ კომპანიების გაერთიანების მიმდინარეობა, რომელიც ახალ პრობლემას გამოხატავდა. მისი ინტერესები აშკარად ეწინააღმდეგებოდა ადგილობრივი წარმოების ინტერესებს და, ამასთან ერთად, თავის გარშემო ქმნიდა ისეთ სოციალურ გარემოსა და პროპაგანდას, რომლებიც ქცევისა და მოხმარების სტერეოტიპებს აყალიბებდა. ეს სტერეოტიპები აშკარად ეწინააღმდეგებოდა ეროვნულ ტრადიციებს, მათი გავლენის სფერო კი სწრაფად ფართოვდებოდა. თავიანთი ექსპანსიის განხორციელების პროცესში ისინი ჰქმნიდნენ მიმოფანტული და მათ დამორჩილებაში მყოფი ანკლავების ერთიან ქსელს. ამ პირობებში კი თვით სახელმწიფო ხელისუფლება და საზღვრები ტრანსნაციონალური ბიზნესის საქმიანობის დაბრკოლებად წარმოგვიდგებოდა. სწორედ მაშინ დაიწყეს იმ სტრატეგიის შემუშავება, რომელიც მიმართული იქნებოდა ეროვნულსახელმწიფოებრივი რეგულირების სისტემის წინააღმდეგ და ღიაგლობალურსაზოგადოებაზე გადასვლის საფუძველი გახდებოდა.

ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაში ახალი სტრატეგიის შექმნა არ იგულისხმებოდა. დღის სინათლეზე უნდა გამოეტანათ “მრგვალი მაგიდის”, საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოსა და ბილდერბერგის კლუბის იდეები ისეთი იდეოლოგიური ფორმით, რომელიც მისაღები გახდებოდა დასავლეთის საზოგადოების ფართო ფენებისთვის. ამაზე დაიწყეს მუშაობა შესაბამისმატვინის ცენტრებმა”, რომელთა შორის მთავარ როლს თამაშობდა ბილდერბერგთან მჭიდროდ დაკავშირებული რომის კლუბი, რომელიც აერთიანებდა მსოფლიო პოლიტიკურ, საფინანსო და სამეცნიერო ელიტების წარმომადგენლებს. პრიორიტეტული მნიშვნელობა მიეცაკაცობრიობის ერთიანი საზოგადოების”, “საზღვრებს გარეშე მშვიდობის”, ფულის ერთიანი გლობალური მიმოქცევის, ერთიანი ცენტრალური ბანკის, საქონლის, იდეებისა და მომსახურების აბსოლუტურად თავისუფალი გადაადგილების პროპაგანდას.

შესაბამისად, აუცილებლად მხარი უნდა დაეჭირათ ყველაფრისთვის, რაც გლობალიზაციის იდეას გაამყარებდა და, ამასთანავე, სახელმწიფოს, როგორც სამეურნეო და სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების რეგულატორის, როლის დისკრედიტაციას მოახდენდა.

რომის კლუბმა თავისი მოღვაწეობით რადიკალურად შეცვალა დასავლეთის ადამიანის შეგნებაზე კონტროლი, გლობალურ სისტემაზე გადასვლის აუცილებლობის დამტკიცებას “მეცნიერულად დასაბუთებული” დებულებებით შეუდგა. ამჯერად ერთი მილიარდი მოსახლეობის (ე.წ. ოქროს მილიარდის) ბედნიერი ყოფის უზრუნველყოფის დასაბუთებას ზუსტი მათემატიკური ანალიზით ცდილობდნენ. მაგრამ რეალურად რომის კლუბის იდეოლოგიაზე გადამწყვეტ გავლენას ახდენდა ოკულტურ-პანთეისტური მსოფლმხედველობის მოძრაობა “ნიუ ეიჯ” თავისი “სიღრმისეული ეკოლოგიის” კულტით. ყველა ამ ფსევდომეცნიერული კონცეფციის მიღმა იმალებოდა ინტერესები საფინანსო ელიტისა, რომლისთვისაც “მესამე მსოფლიოს” ქვეყნების მოსახლეობა არანაირ ფუნქციურ ღირებულებას არ წარმოადგენდა, ხოლო თვით ამ ქვეყნებს განიხილავდა, როგორც სანედლეულო დანამატსა და მავნე ნარჩენების გადასაყრელ ზონას.

მაგრამ ეს იყო თეორია. ვითარება კი მოითხოვდა რეალურ ძვრას, რომელიც მასებს დაარწმუნებდა, რომ აუცილებელი იყო განვითარების ძველი მოდელის უარყოფა. ბილდერბერგის კლუბის შეხვედრაზე დაგეგმეს კორპორაციული ელიტების მიერ ნავთობის პროვოცირებული გაძვირება. ეს მოხდა 1973 წელს და ომის შემდგომ ევროპაში პირველი ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. კალაპოტიდან ამ ამოვარდნას პერმანენტული კატაკლიზმები მოჰყვა. ამ კრიზისს წინ უსწრებდა სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ფინანსური ელიტების პოლიტიკის რეალურ მიჯნად შეიძლება ჩაითვალოს. იგულისხმება დოლარის მიბმა ოქროზე, რომლის შედეგადაც დოლარი ჩამოყალიბდა საერთაშორისო ანგარიშსწორების მთავარ საშუალებად, იბეჭდებოდა შეუზღუდავი რაოდენობით და, აშშის პრეზიდენტის ნიქსონის აღიარებით, შეერთებული შტატების ძირითად საექსპორტო საქონლად იქცა. ფულის ბეჭდვა და ამ ფულით რეალური მსოფლიო აქტივების შესყიდვა ამერიკელი ფინანსური ელიტების მთავარ ბიზნესად დამკვიდრდა.

1970-იანი წლების ფინანსურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა დასავლელი ადამიანი ფსიქოლოგიურ შოკში ჩააგდო, რომელიც კოპორაციულმა ელიტებმა “სოციალური სახელმწიფოს” დაუნდობელი კრიტიკის დასაწყებად გამოიყენეს. ამ მიზნის განსახორციელებლად შექმნეს ჩრდილოვანი ხელისუფლების კიდევ ერთი სტრუქტურა როკფელერების კონტროლით და ზბიგნევ ბჟეზინსკის ხელმძღვანელობით _ სამმხრივი კომისია, რომლის მიზანი იყო უთანხმოების დაძლევა და სამი რეგიონის (აშშ-ის, ევროპისა და იაპონიის) მმართველი ელიტების კონსოლიდაციის მიღწევა ნეოლიბერალური კურსის დაცვისა და განხორციელების საქმეში.

ზემოთ დასახელებული და სხვა პროცესების შედეგად გააქტიურდა ყველა სტრუქტურა, რომლებიც ევროპის ზენაციონალური გაერთიანებისთვის მუშაობდა. რაც შეეხება პანევროპულ კავშირს, კუდენჰოვეკალერგის თვითმკვლელობის შემდეგ (1972 წლის ივლისი) ჟორჟ პომპიდუს წინადადებით, ორგანიზაციის პრეზიდენტად აირჩიეს ოტო ფონ ჰაბსბურგი, “წრისგავლენიანი წევრი. ამ მომენტში პანევროპულ კავშირს ჰქონდა ჩრდილოვანი პოლიტიკური ორგანიზაციების ქსელი ევროპაში. პანევროპულ მოძრაობას აკონტროლებდა (ოტო ჰაბსბურგის მეშვეობით) ვატიკანი, რომელიც იოანე პავლე II-ის მოღვაწეობის პერიოდში თანმიმდევრულად მხარს უჭერდა ნეოლიბერალურ მსოფლიო პროექტს და ყველა შესაძლებლობას იყენებდა გლობალური კატეგორიებით მოაზროვნე, ახალი ტიპის მმართველი ელიტის ჩამოსაყალიბებლად.

1990-იან და შემდგომ _ 2000-იან წლებში თანმიმდევრულად განხორციელდა ფინანსური ელიტების გეგმების უდიდესი ნაწილი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ყალიბდებოდა და რომელთა სარეალიზაციოდ მუშაობდა ღია და ფარული ჩრდილოვანი სტრუქტურების მთელი ქსელი.

1999 წელს შეიქმნა ევროპის ცენტრალური ბანკი; 1999-2001 წლებში შემოიღეს ევრო, თავიდან უნაღდო, 2002 წლიდან კი ნაღდ ანგარიშსწორებაში; გაფართოვდა ევროპარლამენტის ფუნქციები და ევროკომისიის უფლებები; ჩამოყალიბდა ერთიანი ევროპული სამართლებრივი და ერთიანი საინფორმაციო სივრცეები; დამკვიდრდა პიროვნების ახალი კონცეფცია, რომელსაც არ უნდა დაებრკოლებინა საზოგადოებრიობის თითოეულ წევრზე ტოტალური ელექტრონული კონტროლის დაწესება. მაგრამ ახალი წესრიგის დამყარების გზაზე კვლავ გადაულახავ წინაღობად დარჩა სახელმწიფო ხელისუფლება, ამიტომ სწორედ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის კონცეფციაზე უნდა განეხორციელებინათ ძირითადი დარტყმა.

ბოლო წლებში უკვე მწვავედ შეუტიეს ეროვნულ სუვერენიტეტს. მის მოძველებულობაზე არაერთხელ ილაპარაკა როკფელერმა. მილიარდერის ყველაზე უფრო გავრცელებული გამოთქმების მცირე ნაწილს შევახსენებთ მკითხველებს: “ინტელექტუალური ელიტისა და ბანკირების ზეეროვნული სუვერენიტეტი ხალხთა თვითგამორკვევაზე აღმატებულია” (1991); “ჩვენ გლობალური ცვლილებების ზღურბლზე ვდგავართ, ყველაფერი, რაც გვჭირდება _ ეს არის მასშტაბური კრიზისი და მაშინ ხალხი მიიღებს ახალ მსოფლიო წესრიგს” (1994); “რაღაცით უნდა შეცვალოს მთავრობები, და მე მგონია, რომ საამისოდ ყველაზე უმჯობესი იქნება კერძო ხელისუფლება” (1999).

ბოლო წლების განმავლობაში გლობალური ხელისუფლების იდეის აღიარებისთვის კაცობრიობას რომ ამზადებდნენ, მსოფლიო ელიტები სხვადასხვა სოციალურ ტექნოლოგიურ საშუალებას გამოიყენებდნენ. მაგრამ ისევე, როგორც 1970-იანი წლების დასაწყისში სჭირდებოდათ მძლავრი შერყევა, ძვრა, რომელიც მათ “დისკურსს” მსოფლიო საზოგადოებრიობის თვალში რეალურ და მოქმედების ერთადერთ გამართლებულ პროგრამად წარმოაჩენდა.

ასეთ საშუალებად წარმოგვიდგა 2008 წელს მათ მიერ ორგანიზებული მსოფლიო საფინანსოეკონომიკური კრიზისი, რომლის დაწყებისთანავე დასავლური საზოგადოების ლიდერები შეუდგნენ კაცობრიობისთვის იმ აზრის ჩანერგვას, რომ ამ დიდი ძვრიდანმსოფლიო სრულიად განსხვავებული გამოვა”. მაგრამ, თუგანახლებული მსოფლიოსმხოლოდ კონტურებია ჯერჯერობით გამოსახული, მთავარი იდეა უკვე სავსებით ნათლად არის გამოკვეთილი: თუ არ გსურთ საყოველთაო ქაოსი, საჭირო იქნება ერთიანიგლობალური მმართველობისშემოღება, რაც მონდიალისტური ენიდან გასაგებ ენაზე გადმოთარგმნილი ნიშნავს: თუ არ დათანხმდებითგლობალურ მმართველობას”, არნახულ ქაოსს მოგიწყობთ.

გლობალურმა ელიტებმა რეალურად გადაწყვიტეს, დაასრულონ სახელმწიფო ძალაუფლების საკუთარით ჩანაცვლება _ გლობალური მასშტაბის კერძო ძალაუფლებით.

ეს პროცესი ორი გზით ხორციელდება: ერთი მხრივ, საერთაშორისო ორგანიზაციები სულ უფრო ააშკარავებენ თავიანთ ზეეროვნულ ხასიათს და მმართველობის ზეეროვნულ ორგანოებად წარმოგვიდგებიან, რომელთა საქმიანობა არ ესადაგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს; მეორე მხრივ, სახელმწიფო მოღვაწეობის სფეროები თანმიმდევრობით გადადის კერძო სტრუქტურების ხელში, რაც ხორციელდება ე.წ. აუტსორსინგის საშუალებით, როცა სახელმწიფო ფუნქციები გადაეცემა კერძო ფირმებს, რომლებიც კონტრაქტორის როლში გამოდიან, ორგანიზაციის შიდა ამოცანების გადასაწყვეტად გარეშე პირებს იწვევენ. ეს პროცესი განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს აშშში, სადაც კორპორაციებს გადასცემენ სამხედრო საქმეს, პენიტენციურ სისტემას, სადაზვერვო საქმიანობას, ინფორმაციის გაკონტროლებას და .. მაგრამ, თუ აქთავისიკერძო კაპიტალი ბატონობს, პერიფერიების ქვეყნებში მმართველობის ფუნქციების პრივატიზაცია გზას უხსნის უცხოურ კაპიტალს.

მგვარად, ყალიბდება ტოტალური საფინანსო, სამართლებრივი, სამხედრო და ელექტორალური კონტროლის ერთიანი მსოფლიო სისტემა, რომელსაც განახორციელებენ კერძო კორპორაციები და რომელიც დაეყრდნობა მასშტაბურ სადამსჯელო აპარატს. რეალური ხელისუფლება ტრანსეროვნულად ყალიბდება და მასგლობალურ სამართლებრივ სახელმწიფოსუწოდებენ.

ამ დროს ევროკავშირი კი არ ინგრევა, არამედ მმართველობის სახელმწიფო სისტემად ტრანსფორმირდება, რადგან ნებისმიერი კრიზისი, რომელიც ეროვნულ ეკონომიკასა და ეროვნულ სოციალურ სისტემას კალაპოტიდან ამოაგდებს, გამოყენებული იქნება ზეეროვნული ევროპული სტრუქტურების გასაძლიერებლად.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here