მთავარი მსოფლიო ევროკავშირის საბჭომ იმ ქვეყნების განახლებული სია გამოაქვეყნა, რომლებთანაც სასაზღვრო შეზღუდვები იხსნება, მათ...

ევროკავშირის საბჭომ იმ ქვეყნების განახლებული სია გამოაქვეყნა, რომლებთანაც სასაზღვრო შეზღუდვები იხსნება, მათ შორის კვლავ არის საქართველო

899
გააზიარეთ
ევროკავშირის საბჭომ იმ ქვეყნების განახლებული სია გამოაქვეყნა, რომლებთანაც სასაზღვრო შეზღუდვები იხსნება, მათ შორის კვლავ არის საქართველო

ევროკავშირის საბჭომ იმ ქვეყნების ჩამონათვალი განაახლა, რომლების მოქალაქეებისთვისაც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გარე საზღვრებზე სამოგზაურო შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა უნდა დაიწყონ. ჩამონათვალში კვლავ არის საქართველო.

რეკომენდაციით გათვალისწინებული კრიტერიუმებისა და პირობების საფუძველზე, 16 ივლისის მდგომარეობით, აღნიშნულ ქვეყნებს შორის არიან: საქართველო, კანადა, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, რუანდა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ჩინეთი (თუ ის ასევე გაუხსნის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებს).

ორი კვირის წინ გამოქვეყნებულ ჩამონათვალში ასევე იყვნენ, მონტენეგრო და სერბეთი.

ევროკავშირის საბჭოს განცხადების თანახმად, სია ყოველ 2 კვირაში განახლდება.

მესამე ქვეყნებისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვების მოხსნის კრიტერიუმებს შორის არის ამ ქვეყნებში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ეპიდემიის შეკავებისთვის არსებული ზომები, მათ შორის ფიზიკური დისტანციის ზომა, ეკონომიკური და სოციალური პირობები. კონკრეტულად კი, ევროკავშირის საბჭოს ცნობით, სიის შექმნისას შემდეგი კრიტერიუმები გაითვალისწინეს: ბოლო 14 დღის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა და ყოველ 100 000 მოსახლეზე უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს ან იყოს მასზე ნაკლები; აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, წინა 14 დღესთან შედარებით, კორონავრუსის ახალი შემთხვევების ტენდენცია უნდა იყოს სტაბილური ან კლებადი; ზოგადი რეაგირება „კოვიდ-19“-ზე, მათ შორის ტესტირების, კონტროლის, კონტაქტების გამოვლენის, შეკავების, მკურნალობისა და აღრიცხვასთან დაკავშირებული ინფორმაციის, ასევე ინფორმაციის სანდოობის გათვალისწინებით.

www.interpressnews.ge

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here