მთავარი მსოფლიო ევროკავშირის ლიდერებმა მსოფლიო მთავრობაში ყოფნა მოისურვეს

ევროკავშირის ლიდერებმა მსოფლიო მთავრობაში ყოფნა მოისურვეს

92
გააზიარეთ
ევროკავშირის ლიდერებმა მსოფლიო მთავრობაში ყოფნა მოისურვეს

რამდენიმე დღის წინათ გავრცელდა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის, “როტშილდების პრეზიდენტემანუელ მაკრონის, ჯანმოს გენდირექტორისა და ათამდე ევროპული ქვეყნის ლიდერის ერთობლივი განცხადება. აღნიშნულმა პირებმა კონსტანტაციის შემდეგ, რომ ეროვნულმა მთავრობებმა ვერ შეძლეს პანდემიის შედეგებთან გამკლავება, კაცობრიობისგან მოითხოვეს, სასწრაფოდ გადავიდეს მსოფლიო მთავრობის მმართველობაში, რომელშიც, როგორც ჩანს, უკვე დღესვე ცდილობენ, დაჯავშნონ თბილი ადგილები.

ფორმალურად ლაპარაკია მხოლოდ “პანდემიის საწინააღმდეგო მოქმედებების მსოფლიო შეთანხმებაზე”, მაგრამ რემარკის თანმხლები კოლექტიური წერილიდან ჩანს, რომ ავტორების ამბიციები გაცილებით დიდია. კორონავირუსის პანდემიას ისინი უწოდებენ “1940-იანი წლების შემდგომ უდიდეს გამოწვევას მსოფლიო საზოგადოებრიობისთვის” და შემოთავაზებულ შეთანხმებას პირდაპირ უკავშირებენ 1945 წლის (ე.ი., იალტის) ხელშეკრულებას…

ადამიანურად ეს ინიციატივა გასაგებია. ჯონსონი, მერკელი და, შესაძლოა, მაკრონიც კლასიკური “კოჭლი იხვები” არიან. ფრაუ კანცლერი პოლიტიკურ ასპარეზზე უკვე დეკემბრიდან აღარ იქნება. მაკრონის პერსპექტივა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ძალიან ბუნდოვანია. ინგლისელთა დიდ ნაწილს არ სურს ბორის ჯონსონის ხილვა პრემიერმინისტრის პოსტზე… მაგრამ ზემოჩამოთვლილ პირებს სურთ, კვლავ ატრიალონ ძალაუფლების საჭე. გაუგებარია სხვა რამ _ რას შესთავაზებენ ეს “ჩამოგდებული მფრინავები” მსოფლიოს? მართვის თავიანთ გამოცდილებას? მაგრამ თავიანთი ქვეყნების დონეზეც კი ისინი ძალიან ცუდად მართავდნენ, უაზრო ლოკდაუნებმა გააკოტრა უამრავი საშუალო და მცირე ბიზნესი, მოკლა ტურისტული სექტორი. ბარაკ ობამას თქმით, ევროპის ეკონომიკა “ნაფლეთებად იქცა”.

ევროკავშირის ლიდერებმა მსოფლიო მთავრობაში ყოფნა მოისურვეს

ვაქცინაციას დაუსრულებელი სკანდალები მოჰყვა. ნევროზიანი მოსახლეობა რეგულარულად გამოდის ქუჩაში, აწყობს არეულობებს და უპირისპირდება ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს, ხელისუფლებები კი კიდევ უფრო აძლიერებენ წნეხს _ აწესებენ დრაკონულ ჯარიმებს, აშკარად სეგრეგაციულ კოვიდპასპორტებსა და მოსახლეობის ჯანმრთელობის რისკის ფასად უარს ამბობენ რუსულ ვაქცინაზე.

ის ქვეყნები კი, რომლებსაც ზიზღით უწოდებდნენ “განვითარებადს”, წარმატებით უმკლავდებიან კორონავირუსს _ ყიდულობენ რუსულ ვაქცინას და ევროპელი პარტნიორების აქტივობის შემცირების ფონზე ავითარებენ თავიანთ ეკონომიკებს.

ევროპის ლიდერებისთვის გასული წელი ძალიან ცუდად წარიმართა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მოებოდიშებინათ და პენსიაზე გასულიყვნენ, უცებ გადაწყვიტეს, თავიანთი თავი მსოფლიო მთავრობაში დაენიშნათ. კონსპიროლოგები, რა თქმა უნდა, გვაფრთხილებდნენ, მაგრამ არ უთქვამთ, რა სიგიჟე იქნებოდა ეს ყველაფერი.

ევროკავშირის ლიდერებმა მსოფლიო მთავრობაში ყოფნა მოისურვეს

მსოფლიოს მართვის პრეტენდენტები სიამაყით გვამცნობენ, რომ მათ მიერ მართულმა ქვეყნებმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში არნახული კრახი განიცადეს. არადა, ეს კრახი პირადად მათ მიერ იყო ორგანიზებული _ ვერანაირი კორონავირუსი ამას მარტო ვერ შეძლებდა. შედეგად მოსახლეობა დარჩა სამუშაოს, პერსპექტივის გარეშე და მთავრობისგან რაღაც სოციალური დახმარებების იმედად.

ამ “შესანიშნავმა” ხელმძღვანელებმა გასულ წელს საომარი მოქმედებები წამოიწყეს თავიანთი ხალხების წინააღმდეგ. მილიონობით ადამიანი სიღარიბის ზღვარზე აღმოჩნდა, მაგრამ ევროპის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ ვითარება მათ აძლევთ კარტ-ბლანშს “ახალ იალტაზე” _ ფეიკური ომის შედეგების მიხედვით მსოფლიოს გადავანაწილებთ ჩვენს სასარგებლოდ, გაერო არაფრად აღარ ვარგა”.

იმ ქვეყნების მთავრობები, რომლებიც წარმატებით გაუმკლავდნენ კორონავირუსს, უკვე არაერთხელ გააკრიტიკეს ანგლოსაქსურ პრესაში, როგორც საშინლად რეპრესიული ხელისუფლებები. ეს კი პოლიტიკაში ტივტივის შანსს აძლევთ ევროპის ლუზერ პოლიტიკოსებს.

შემოთავაზებულ მსოფლიო მთავრობაში მთავარია ის, რომ იქ არავინ არავის არ აირჩევს. ამერიკულმა და ინგლისურმა მედიამ უკვე აგვიხსნა, როგორ აპირებენ ამ ყველაფრის გაფორმებას.

მაგალითად, ჟურნალი The Week-ი გვთავაზობს, მსოფლიოს სათავეში დავსვათ ერთი ადამიანი და მივანიჭოთ მას ტიტული _ “იმპერატორი”. შესაძლოა, იმპერატორის ნაცვლად შეიქმნას “პოლიტბიურო”, მაგრამ ბრიუსელის ბიუროკრატიის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენს აზრს არავინ გაითვალიწინებს. უბრალოდ, შეიკრიბებიან პატივსაცემი ადამიანები და დანიშნავენ მას, ვისაც მოისურვებენ და სადაც მოისურვებენ, და ეს “მოღვაწეები” მანამდე იქნებიან თავიანთ პოსტებზე, სანამ არ მობეზრდებათ. დემოკრატია? არჩევნები? არა, ასეთი რამ არც სმენიათ!

მსოფლიო მთავრობის პოტენციური წევრები თავიანთი მოქმედების პროგრამაზე საჯაროდ არ ლაპარაკობენ. მხოლოდ ის განაცხადეს, რომ პანდემიის ტალღები ერთმანეთის მიყოლებით წამოვა და ამიტომ ვაქცინაცია და კოვიდპასპორტები მუდმივად ჩვენთან იქნება.

“დიდ გადატვირთვასაც” ზუსტად ადამიანები ლობირებენ, რომლებსაც სურთ, მსოფლიო მთავრობა დაგვინიშნონ. ცხადია, რომ ევროპის ომი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ჯერ არ დასრულებულა. მსოფლიო ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს, საბოლოოდ გაანადგუროს მრეწველობა. ეს ევროპის ხალხებს მასობრივ უმუშევრობასა და სიღარიბეს მოუტანს. სულიერ საკვებად კი დარჩებიან ტრანსგენდერები და ლგბტ პირები. ქრისტიანულ ეკლესიებს საბოლოოდ დახურავენ, როგორც ვირუსების გამავრცელებლებს.

გაურკვეველი რჩება საკითხი იმის შესახებ, როგორ იგეგმება თითქოს 8 მილიარდი ადამიანის გადასვლა მსოფლიო მთავრობის მმართველობაში, როგორი იქნება იძულების აპარატი, ვინ დაეხმარება გაულაიტერებს ადგილებზე, ვინ გაწმენდს ტყეებს პარტიზანებისგან, აწამებს ამბოხებულებს სპეციალურ ბანაკებში. ვინ? _ გაეროს ყოფილი სამშვიდობო ძალები ნატოს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად გერმანიისა და საფრანგეთის გაერთიანებული არმია, რომლის შექმნაზეც, ამდენი ხანია, ლაპარაკობენ მერკელი და მაკრონი? პასუხი ჯერ არ არის.

კმაყოფილებას მოგანიჭებთ ამ ტრაგიკომიკური განცხადების ხელმომწერთა ჩამონათვალის წაკითხვა. სიაში არ არის არც აშშ, არც ჩინეთი, არც რუსეთი, არც ინდოეთი, არც ბრაზილია, არც მექსიკა, არც კანადა და არც იაპონია. საერთოდ, ამ სიაში არ არის გაეროს წევრი 170 სახელმწიფო. სამაგიეროდ, მსოფლიო მთავრობის წევრებს შორის ნახავთ ისეთ “გეოპოლიტიკურ ტიტანებს”, როგორიც არის ფიჯი, აგრეთვე, ტრინიდადი და ტობაგო. სიის ბოლოში მოულოდნელად ნახავთ უკრაინას. ის იქ არის “ვოლოდიმირ ზელენსკის” ხელმოწერის გასწვრივ. უნებლიეთ გიჩნდება აზრი, რომ, სახელდობრ, უკრაინისთვის შეიქმნა მსოფლიო მთავრობის ეს ფანტასმაგორია. ევროპისთვის, რომელიც თავისი მოქმედებით სიღარიბისკენ მიექანება, ისეთი ტერიტორია, როგორიც არის უკრაინა, ცუდი კოლონია არ იქნება. იქ არის შავმიწა ნიადაგები, ვაშლები, “სალო”, იაფი და უპრეტენზიო სამუშაო ძალა. სხვა საქმეა, შეძლებენ თუ არა ისინი ამ ტერიტორიის მუდმივად დამორჩილებას.

შვიდი წლის წინათ მიამიტ უკრაინელებს გადაუგდეს სატყუარა “ევროკავშირის წევრობის” სახით. ამ ქიმერისთვის რუსების მონათესავე ერმა დაანგრია თავისი სახელმწიფო და აფრიკული ქვეყნის ცხოვრების დონემდე დაეშვა. უკრაინელებს თანდათან შეეპარათ ეჭვი, რომ ევროკავშირის წევრობას მოიპოვებდნენ. ბევრმა უკრაინელმა ლუკმაპურის საშოვნელად რუსეთს მიაშურა…

და უცებ უკრაინელებს ეძახიან მსოფლიო მთავრობაში, რუსებს კი _ არა. და ეს სატყუარა ახალია, დიდი! მის დევნაში უკრაინა, ალბათ, კიდევ 10 წელიწადს გაატარებს. შემდეგ კი ევროპაში პატივსაცემი ადამიანები უკრაინელებისთვის კიდევ რაღაცას მოიფიქრებენ.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here