მთავარი მსოფლიო “ევროკავშირის დღეები დათვლილია”

“ევროკავშირის დღეები დათვლილია”

263
გააზიარეთ

დიდ ბრიტანეთში მიაჩნიათ, რომ ევროკავშირმა, როგორც გაერთიანებამ, თავი ამოწურა. ჟურნალისტმა შერელ ჯეიკობსმა The Telegraphში გამოქვეყნებულ სტატიაში ამ გაერთიანებასსამართლებრივი მზაკვრობით შეფუთული დისნეისეული ზღაპარიუწოდა.

ბრიტანელმა ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მისმა ქვეყანამ დროულად მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირის დატოვების შესახებ. მისი თქმით, ყოველდღიურად ხედავს ნიშნებს, რომ ლონდონი მართებულად მოიქცა, როცა გაქცევის შესაძლებლობა მიიღო და გამოიყენა.

ჯეიკობსის თქმით, ევროკავშირი ამჟამად გლობალური კრიზისის წინაშეა და ეს კრიზისი ისეთი მძლავრი დარტყმა იქნება, რომ ევროკავშირის არსებობას ეჭვქვეშ დააყენებს. ამას გამოიწვევს რამდენიმე შეცდომა, რომლებსაც ბრიუსელი რეგულარულად უშვებს. ევროკავშირი ძალიან ხშირად ერევა თავისი წევრი ქვეყნების ეკონომიკაში. ამით ის მათ ზრდას ანელებს. ამასთანავე, ევროკავშირს გაუჩნდა ამბიციები და პრეტენზია აქვს, რომ გლობალური მნიშვნელობის მოთამაშეა, მაგრამ რეალურ ლიდერებთან (როგორიცაა, მაგალითად, ჩინეთი) კონკურენცია არ შეუძლია. ბოლო დარტყმა კი პანდემია აღმოჩნდა. სწორედ პანდემიამ წარმოაჩინა, როგორი არასრულყოფილია ევროკავშირის სტრუქტურა. მისმა ხელმძღვანელობამ ბევრი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც დააჩქარებს ევროკავშირის დაშლას.

ევროკავშირი, დიდი ხანია, არაეფექტურ და მოუქნელ მანქანად იქცა. ბოლო წლებმა აჩვენა, რომ მისგან სარგებელი ძალიან ცოტაა.

news.front.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here