მთავარი პოლიტიკა ევროკავშირისა და ნატოს ქიმერას ვსდიოთ თუ რეალობას გავუსწოროთ თვალი?

ევროკავშირისა და ნატოს ქიმერას ვსდიოთ თუ რეალობას გავუსწოროთ თვალი?

243
გააზიარეთ
ევროკავშირისა და ნატოს ქიმერას ვსდიოთ თუ რეალობას გავუსწოროთ თვალი?

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასულ კვირას საინტერესო რამ განაცხადა: “ყველას სურს, სადმე გვიკბინოს ან რამე მოგვაკვნიტოს, მაგრამ უნდა იცოდნენ, ვინც ამის გაკეთებას აპირებს, ყველას კბილებს ჩავუმტვრევთ, ისე, რომ კბენა ვერ შეძლონ”.

ვლადიმერ პუტინის ამ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანისმკაცრი ტონითნათქვამი მოჰყვა: “ნატო პირდაპირ მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარები!” ზალკალიანს მხარი აუბა აშშში საქართველოს ელჩმა _ დავით ბაქრაძემ: “რუსეთი აგრძელებს დომინირებისა და დაშინების პოლიტიკას, მაგრამ ჩვენ ვერ დაგვაშინებენ”. ამ განცხადებებს მალე მოჰყვა ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის ნათქვამი, რომ საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირში შესვლაზე თანხმობას 2024 წელს. რა აქვს გასაკეთებელი უსწრაფესად ჩვენს ქვეყანას? რა სჯობს ჩვენთვის _ ევროკავშირისა და ნატოს ქიმერას ვსდიოთ თუ რეალობას გავუსწოროთ თვალი? არადა, რუსეთი სავაჭრო თემას გვიტოვებს აფხაზეთისა და ოსეთის მიუერთებლობით. ამ და სხვა მიშვნელოვან საკითხებზე ცნობილი პოლიტოლოგები გვესაუბრებიან.

რუსეთის პრეზიდენტი რეალურ პოლიტიკას ატარებს, ამიტომ სჯობს, მასთან ურთიერთობა მოგვარდეს, მაგრამ ამ პროცესის დაწყების გამზადებული რეცეპტი არავის აქვს

სოსო ცინცაძე, პოლიტოლოგი:

_ ნატოში საქართველოს არ მიიღებენ და ამაზე გამუდმებით ვსაუბრობ. მოლოდინები ჩვენს ხელისუფლებებს სულ აქვთ, მაგრამ ტყუილად. შევარდნაძის პერიოდიდან ნატოს კარზე ვაკაკუნებთ, ვაკაკუნებთ კი არა, “ფორტოჩკიდანვძვრებით, მაგრამ არაფერი გამოგვდის.

ძალიან კარგად იცის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზალკალიანმა, რომ ტყუილი საუბრებია ნატოზე. მას საზღვარგარეთ შეხვედრებზე ყველაფერს გარკვევით ეუბნებიან. უბრალოდ, ის საუბრობს ისე, როგორც არიგებენ.

ნატოში შესასვლელად საქართველო მზად არ არის, ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ბლოკი, ის პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელსაც დიდი მოთხოვნები აქვს, საქართველო კი ამ მოთხოვნების შესრულებას ვერ ახერხებს და ვერც მოახერხებს. დღეს 21-ე საუკუნეა და არა 1952 წელი, როდესაც ნატოში არადემოკრატიული თურქეთი გაწევრდა, რაც კორეის ომის გამო მოხდა…

_ თუკი ასეთი უიმედო მდგომარეობა აქვს ჩვენს ქვეყანას ნატოს მიმართ, ხომ არ სჯობია, საგარეო კურსი შევიცვალოთ და ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესებში აქტიურად ჩავერთოთ, ვგულისხმობ, “ექვსი ქვეყნის ერთობას”, რომლის იდეის ავტორიც თურქეთის მმართველი ერდოღანია?

_ “ექვსი ქვეყნის ერთობა” არ გამოვა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი, თითქოს ჩანს, ამის მომხრეა, მაინც არ დათანხმდება. ერდოღანის ეს ინიციატივა მხოლოდ ეკონომიკური განვითარების საკითხებს რომ მოიცავდეს, შესაძლოა, რაიმე გამოვიდეს ამ საქმიდან, მაგრამ მას დიდი და შორს მიმავალი გეგმები აქვს, ის ნაციონალისტია, ამიტომ რუსეთის პრეზიდენტი ამ გეგმის განხორციელებას არ დაუშვებს. რუსეთის პრეზიდენტი რეალურ პოლიტიკას ატარებს, ამიტომ სჯობს, მასთან ურთიერთობა მოგვარდეს, მაგრამ ამ პროცესის დაწყების გამზადებული რეცეპტი არავის აქვს. გარდა ამისა, რომელ დიდ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიმშილობს, ქვეყანას ტოვებენ საუკეთესო ახალგაზრდები… ხელისუფლებას ვურჩევ, მიხედოს ხალხს, ნუ დაშორდება საზოგადოებას, ნუ მისცემს სალაპარაკოს ნოდარ მელაძეებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნატოზე ოცნება კი არა, საქართველოში ყოფნაც შეიძლება სათუო გაუხდეთ.

ჩვენი ელჩი აშშში, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტისა და რუსეთის არ ეშინია, მართალია, რადგან შორსაა აქედან _ ოჯახთან ერთად ვაშინგტონში ცხოვრობს

გულბაათ რცხილაძე, “ევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი:

_ ჩვენი ელჩი აშშ-ში, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტისა და რუსეთის არ ეშინია, მართალია, რადგან შორსაა აქედან _ ოჯახთან ერთად ვაშინგტონში ცხოვრობს. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს, მას უნდა ეშინოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ვიზა აქვს და გაქცევასაც ადვილად მოახერხებს, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდნენ ჩვენი “პატრიოტები”, რომლებსაც საქართველოს სიმდიდრეები გაჰქონდათ თურქეთიდან და რომლებიც სტალინმა და ბერიამ წესიერი კაცის, ექვთიმე თაყაიშვილის, ხელით დააბრუნეს…

მინდა, მკითხველისთვის ვისაუბრო ბელარუსზე. ალექსანდრე ლუკაშენკომ, ბელარუსის პრეზიდენტმა, თვითმფრინავი “ვითომ” გაიტაცა, ევროპამ სანქციები გაამკაცრა, რის გამოც შეაჩერეს საჰაერო მიმოსვლა ბელარუსის მიმართულებით. გარდა ამისა, გამოაცხადეს, რომ ეს ქვეყანა ვეღარ მიიღებს 3-მილიარდიან ინვესტიციებს, რომელიც თითქოს უკვე გამზადებული იყო, და “ბატკას” თვითმფრინავი რომ არ გაეტაცებინა, რასაც ვერ უმტკიცებენ, აღნიშნული თანხა ბელარუსში იქნებოდა. ეს ძალიან პრიმიტიული, სასაცილო და ბავშვური პროპაგანდაა ევროკავშირის გადაბერებული და მარაზმში ჩავარდნილი ბიუროკრატიის მხრიდან. ამ ინციდენტზე ევროკავშირთან ერთად “ხმაურობს და ჟივჟივებს” ნატოც…

ამასობაში ლუკაშენკო ჩავიდა სოჭში, შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, რომლისგანაც 500 მილიონი უკვე აღებული აქვს და ახლა მეორე 500 მილიონ დოლარს მიიღებს ივნისის ბოლოს. ეს მართლაც რეალური თანხაა. რუსეთსა და ბელარუსს შორის ყველა შეთანხმება ძალაშია. ასე რომ, რუსეთი იძლევა რეალურ ფულს, ასევე იძლევა რეალურ დახმარებას უსაფრთხოების თვალსაზრისით. სოჭში შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი დაეხმარებაბელავიასაც”, რომელსაც ექნება დამატებითი ფრენები რუსეთის მიმართულებით, რადგან ბელარუსიდან, ძირითადად, რუსეთში მიდიან. გამოდის, პუტინი რუსეთის ავიაკომპანიების ხარჯზე ეხმარებაბელავიას”.

ახლა მკითხველმა განსაჯოს, არარსებული სამი მილიარდი სჯობდა ბელარუსისთვის თუ არსებული, ხილული მილიარდი, თანაც შეღავათიან პირობებში, თითქმის ნაჩუქარი ფული?!

ეს ყველაფერი იმიტომ მოვყევი, რომ ნორმალურმა ადამიანმა გააკეთოს დასკვნა _ რა ჯობია: რუსეთთან თანამშრომლობა, მისი გულუხვობა თუ აფერისტ ამერიკაევროპასთან ვითომ მეგობრობა?

ნატოში საქართველოს გაწევრება მითია და ეს ჩვენ, დიდი ხანია, ვიცით. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს უკვე აღარ სჯერა ჩვენი ხელისუფლებების მოლოდინის და საუბრების ნატოს წევრობაზე.

_ “აღიარებისმიუხედავად, რუსეთი არ იერთებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, თუმცა ამის გაკეთება შეუძლია. ხომ არ არის დრო, რომ ამ თემაზეე დაილაპარაკოს საქართველომ რუსეთთან?

_ რა ჯანდაბად უნდა ამ ტერიტორიების შეერთება?! რუსეთი არ თვლის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მისია, რუსებმა იციან, რომ ეს ტერიტორიები საქართველოს გულია. სააკაშვილმა აიძულა რუსეთი, ეღიარებინა ეს ტერიტორიები დამოუკიდებელ რესპუბლიკებად. ამას ხელი შეუწყო ნატოს პოლიტიკამაც. რომ არ ყოფილიყო ნატოზე ორიენტირებული პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში, რუსეთი ამას არ გააკეთებდა.

გაინტერესებთ, რა სჯობია საქართველოსთვის _ ნატო და ვეროკავშირი თუ რუსეთთან ურთიერთობა? _ მე ამ კითხვაზე სრულყოფილი პასუხი გაგეცით ბელარუსის მაგალითით, თუ როგორ “დაიკიდა” ბელარუსმა ამერიკულ-ევროპული სანქციები და როგორ დაეხმარა მას რუსეთი.

დასავლეთის ქვეყნები აგრესიულად არიან განწყობილნი რუსეთის მიმართ და საქართველოც მათ შორისაა, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი…”

თამარ კიკნაძე, პოლიტოლოგი:

_ საქართველოს ხელისუფლებები დასავლური სამყაროს ნაწილად განიხილებიან, ყოველ შემთხვევაში, ისინი თავს ასეთებად თვლიან და ამიტომ მათ ვალდებულება აქვთ, გაატარონ ის პოლიტიკა, რომელიც შეთანხმებული იქნება დასავლეთთან. შესაბამისად, რადგან დასავლეთის ქვეყნები აგრესიულად არიან განწყობილნი რუსეთის მიმართ და საქართველოც მათ შორისაა, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი.

სამწუხაროდ, ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა არა მხოლოდ ჩვენზე, მათზეც ისაუბრა, ვინც უკვე ინტეგრირებულია ევროკავშირში. მან თქვა, რომ წევრებზეც კი არ აქვთ გადაწყვეტილებები მიღებული, რას გააკეთებენ…

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ხელს აძლევს ჩვენთან ურთიერთობა, რადგან საქართველო საკვანძო ქვეყანაა ამიერკავკასიაში. რუსეთს თუ სურს, და სურს კიდეც, გავლენა შეინარჩუნოს კავკასიაზე, საქართველო უღირს ამად. სტრატეგიული ადგილმდებარეობა გვაქვს და სწორედ ამიტომაცაა, რომ დასავლეთიც და ამერიკაც ამხელა ინტერესს იჩენენ საქართველოს მიმართ. დასავლურ სამყაროს არ სურს ჩვენი ქვეყნის დაკარგვა, როგორც ძირითადი საყრდენის კავკასიაში, თუმცა, ყველაზე მეტად ეს ამბიცია რუსეთს აქვს ადგილმდებარეობის გამო, რაც ჩვენი მხრიდან გასათვალისწინებელია.

საქართველო პატარა, ბუფერული სახელმწიფოა, ჩვენ, სამწუხაროდ, არ ვართ სუბიექტები, ჩვენ საერთაშორისო პოლიტიკის ობიექტები ვართ, ამიტომ ჩვენი ბედი დამოკიდებულია დიდი ქვეყნების პოლიტიკაზე.

ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს 16 ივნისს ჟენევაში შეხვდებიან. ამ შეხვედრაზე, შესაძლოა, უცბად არ გადაწყდეს ჩვენნაირი ქვეყნის ბედი, მაგრამ, გავლენების გადანაწილება რომ მოხდება და ახალი წესრიგი დამყარდება, ფაქტია, რადგან ამ შეხვედრის ინიციატორი თვით ამერიკის შეერთებული შტატები იყო.

საქართველო სუვერენული ქვეყანა არ არის, ის ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერია და დამოკიდებულია დასავლეთზე, რადგან ყველა დახმარება იქიდან მოდის, ამიტომ გვიჭირს გადაწყვეტილების მიღება ამა თუ იმ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. ჩვენ ავირჩიეთ რუსეთთან კონფრონტაციის კურსი, რომელიც გააძლიერა სააკაშვილმა და მას ახლა ვეღარაფერი შეცვლის, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება. რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის მომხრე ყველა ადამიანი მოღალატედ ითვლება, არადა, “მტრის” მოკეთედ გადაქცევა დიპლომატიაში უმაღლეს პილოტაჟად არის მიჩნეული.

თუკი რუსეთს არ დაველაპარაკებით, ის ყველაზე ცუდ პოლიტიკას გაატარებს საქართველოში, ამიტომ საინტერესოა, ამერიკაში ჩვენს ელჩს, ბაქრაძეს, რა აძლევს იმის საფუძველს, რომ არ ეშინოდეს რუსეთის?! ვისაც რუსეთის “არ ეშინია”, გაიქცევა აქედან და ამის კლასიკური მაგალითები გვაქვს, მაგრამ რა ვქნათ ჩვენ, ვისაც წასვლა არ გვსურს?!

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here