მთავარი მსოფლიო ევროკავშირთან ურთიერთობის 6-მა წელიწადმა მოლდოვას მხოლოდ ზარალი მოუტანა

ევროკავშირთან ურთიერთობის 6-მა წელიწადმა მოლდოვას მხოლოდ ზარალი მოუტანა

662
გააზიარეთ
ევროკავშირთან ურთიერთობის 6-მა წელიწადმა მოლდოვას მხოლოდ ზარალი მოუტანა

“მოლდოვამ 2014 წელს მოიპოვა ევროკავშირის ასოცირებული წევრის სტატუსი და დნეპრისპირეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად სპეციალური წარმომადგენლობაც კი გახსნა. კიშინიოვმა ირწმუნა, რომ უკეთესი მომავალი ექნებოდა ევროკავშირთან ერთად, მაგრამ 6 წლის შემდეგ შენიშნა, რომ ყველაფერი სხვანაირადაა”, _ წერია ინტერნეტგამოცემა “ეხო მოლდოვაში” გამოქვეყნებულ სტატიაში.

თუ გასულ წლებს გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ მოლდოვას არაფერი მიუღია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით, მას ადგილიც კი არ აქვს საერთო ევროპულ ბაზარში, სამაგიეროდ, ქვეყანა მტკიცედ მიება ე.წ. დასავლურ სამყაროს და გაირთულა მოძრაობა ევრაზიის ეკონომიკური კავშირისკენ, რომელშიც მოლდოვას რეალური პერსპექტივა აქვს.

რა თქმა უნდა, რაღაც გარდაქმნები მოხდა მოლდოვის ეკონომიკაში, ქვეყანამ დაიწყო იაფი ნახევარფაბრიკატების იმპორტი, მაგრამ ის ნახევარფაბრიკატები თავიდანვე განკუთვნილი იყო ე.წ. მესამე სამყაროს ღარიბი ქვეყნებითვის და არა ევროპისთვის. აგრეთვე, მოლდოვა იქცა არც ისე ხარისხიანი ლუდის იმპორტიორად. ექვსი წელი გავიდა და ქვეყანაში ეკონომიკის მდგომარეობის გაუმჯობესებას საშველი არ დაადგა. სამაგიეროდ, აშკარაა ევროინტეგრაციის უარყოფითი გავლენა მოლდოვის ეკონომიკაზე.

“რესპუბლიკაში წარმოება დიდწილად ორიენტირებული იყო რუსეთის ბაზარზე. მოლდოვას შეეძლო ვაჭრობა საბაჟო მოსაკრებელის გადახდის გარეშე, იმიტომ, რომ დსთ-ის სივრცეში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების წევრი იყო. ეს ძალიან ხელსაყრელი გახლდათ ადგილობრივი მეწარმეებისთვის, მაგრამ ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა _ ურთიერთობები გაფუჭდა, მოლდოველი მეწარმეები ახლა ბაჟს იხდიან საზღვარზე, ბევრმა დაკარგა თავისი ბიზნესი და მხოლოდ შარშან შეძლო ქვეყანამ პრეზიდენტ იგორ დოდონის ძალისხმევით პროდუქციის ნაწილის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე”, _ წერს ინტერნეტგამოცემა.

რაც შეეხება მოლდოვის პრეზიდენტს, მას, უკვე დიდი ხანია, აღარ აქვს ილუზიები ქვეყნის ევროპულ მომავალზე, რადგან მიაჩნია, რომ ევროპას თავისი პრობლემებიც საკმარისზე მეტი აქვს, ისევე, როგორც ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრების რიგში დგანან. დოდ?ნის აზრით, აღმოსავლეთს აქვს რეალური ეკონომიკური უპირატესობა: უზარმაზარი ბაზარი, რომლის შედარებაც კი არ შეიძლება ევროპულთან; იაფი ენერგორესურსები და სამუშაო ადგილები მოლდოვ?ს მოქალაქეებისთვის.

“მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება არ გამორიცხავს თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას მოლდოვასა და სხვა ქვეყანას შორის, ევროკავშირი ყოველთვის წინააღმდეგია კიშინიოვის დაახლოებისა ევრაზიულ სტრუქტურებთან”, _ წერს გამოცემა.

Top4man.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here