მთავარი პოლიტიკა ევროინტეგრაცია, ანუ “შალახო”, რომელიც “ველური ტანგოთი” გრძელდება

ევროინტეგრაცია, ანუ “შალახო”, რომელიც “ველური ტანგოთი” გრძელდება

ჩვენი მთავრობა შეგნებულად აძლევს საბაბს ევროპელებს ქართველების გამოსაძევებლად

1269
გააზიარეთ
ევროინტეგრაცია, ანუ “შალახო”, რომელიც “ველური ტანგოთი” გრძელდება

საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებისა და .. ვიზალიბერალიზაციის ამბებს ხელმოწერის პროცესშივე კაი ქართულიშალახორომ მოჰყვა, ყველამ საკუთარი თვალით ვიხილეთ. ვნახეთ, აგრეთვე, სამდღიანი გადაბმული ზეიმიახალ პლეხანოვზე”, რომელიც სწორედ ამისტორიულმოვლენას ეძღვნებოდა, და ყველანი, ვინც არ ვიზიარებდით ჩვენი თანამემამულების ამ აღტყინებულ როკვას, არცშალახოსვცეკვავდით და არცდავლურსვუვლიდით, უმალ გამოვცხადდითბნელებად” “საბჭოთა მენტალიტეტში ჩარჩენილებად”, “რუსული ნარატივის გამზიარებლებად”, “კრემლის აგენტებად”, “პუტინის მონებადდა ..

რა თქმა უნდა, სულაც არ არის სასიხარულო ჩვენი საცოდავ დღეში ჩაგდებული თანამემამულეების ცქერა და, ნიშნისმოგებად არ მიიღოთ, მაგრამ ფაქტია, მაშინ ასეთ აღტყინებულებს შორის ბევრი ქართველი ემიგრანტიც იყო, რომლებსაც არ და ვერ ჰქონდათ გაცნობიერებული, რა მზაკვრულ ჩანაფიქრს ახორციელებლა ამით სწორედ ის ევროპა, რომელიც ბევრს ჩვენი ქვეყნის ხსნის ერთადერთ გზად მიაჩნია. არა მგონია, დღეს ეს ადამიანები ისევ “შალახოს” ხასიათზე იყვნენ, რადგან ჩვენი “გულშემატკივარი” და “მეგობარი” ქვეყნები უკვე, ასე ვთქვათ, “ველურ ტანგოზე” გადავიდნენ და დაიწყო კიდეც ევროპის ქვეყნებში ლუკმაპურის საშოვნელად წასული ქართველების გამოძევების პროცესი.

ევროინტეგრაცია, ანუ “შალახო”, რომელიც “ველური ტანგოთი” გრძელდება

ევროინტეგრაცია, ანუ “შალახო”, რომელიც “ველური ტანგოთი” გრძელდება

ევროინტეგრაცია, ანუ “შალახო”, რომელიც “ველური ტანგოთი” გრძელდება

მოგიყვანთ ციტატას ერთი პირადი შეტყობინებიდან, რომელიც “ფეისბუკით” მივიღე გერმანიიდან, მეტი დამაჯერებლობისთვის კი ამ შეტყობინების “სქრინებიც” შემიძლია გაგაცნოთ: მაინტერსებს, რას გვირჩევთ. მოკლედ, უკვე დაიწყო ქართველების წმენდა გერმანიიდან, სხვა ქვეყნებიდანაც. ტყუილია, რაც მანდ ვრცელდება, რომ თითქოს მხოლოდ 50 ადამიანი გამოაძევეს და ეგეთები. რამდენიმე თვითმფრინავს უშვებენ ლამის ყოველ კვირა, სავსეს. საბედნიეროდ, ხანდახან ადგილი არ რჩება და ზოგიერთს უკან აბრუნებენ. სამი კვირის წინ ჩემი მეზობლები წაიყვანეს _ დედა და შვილები. საბედნიეროდ, ადგილი არ იყო და მოაბრუნეს, თუმცა რაღა საბედნიეროდ, ქალი ცუდად გახდა და საავადმყოფოში მოხვდა ნერვიულობის ნიადაგზე. ამ ყოველივეს ისევ საქართველო ითხოვს. ჩამოდიან გერმანიაში, შვედეთში, საფრანგეთში ვითომ დიპლომატი ქართველები, აქაურ მთავრობებს უხსნიან, რომ საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა და ჩვენ ტყუილად ვართ გამოქცეულები; უბრალოდ, მუქთახორობა გვინდა, უშრომელად ჭამა და ცხოვრება. საქართველო ამაში მილიონებს ხარჯავს. ქართული მხარე აგზავნის თვითმფრინავებს, რომ ქართველები აქედან დააბრუნონ. ამ თვითმფრინავებს მუდამ მოჰყვება სამედიცინო ბრიგადები, იმიტომ, რომ ხალხი გზაში ნერვიულობისგან ცუდად ხდება. ამ ადამიანებს ყველას სესხი და ვალი აქვს აღებული და ისეა წამოსული აქ, იმ იმედით, რომ აქ რამეს იშოვიან და დააბრუნებენ ვალს. მანდ რა უნდა აკეთონ? რით გადაიხადონ ვალები? დაწყებული მკურნალობა ან დაწყებული სწავლის დასრულება მაინც აცადონ ხალხს. პირდაპირ ველურებივით ყრიან!”

ალბათ, ყველას გაგვახსენდა ნაცების პერიოდში რუსეთიდან ქართველების მასობრივი დეპორტაცია და ამ თემაზე ატეხილი აჟიოტაჟი. რუსეთის ხელისუფლება და მთლიანად რუსეთი მაშინბოროტების მანქანად” “ქართველთმოძულედდა სხვა ათასი სალანძღავი ეპითეტით მოიხსენია საქართველოს ხელისუფლებამ. დღეს ანალოგიურს ევროპა აკეთებს და საქართველოს მთავრობის მხრიდან არათუ პროტესტი ისმის, არამედ პირიქით _ აქტიურ ხელშეწყობასაც ვხედავთ ამ პროცესისა.

ნუ გაგვიკვირდება, თუ საქმე იქამდეც მივა, რომ ქართველების მასობრივი გამოდევნა ევროპის ქვეყნებიდან უაღრესად დადებით მოვლენად დაგვიხატონ და გვაზეიმონ კიდეც. როგორც ზემოხენებული “ვიზალიბერალიზაცია” გვაზეიმეს თავის დროზე _ დოკუმენტი, რომელშიც ყველაფერია გათვალისწინებული, გარდა საქართველოსთვის რამე მოსალოდნელი სარგებლისა. ეს არის დოკუმენტი, რომელიც თავიდან ბოლმდე მხოლოდ ევროპის ინტერესებს ემსახურება.

ის ადამიანები, რომლებიც იმხანად “შალახოს” ცეკვავდნენ, ფაქტია, დღეს უკვე ხვდებიან, რომ ევროპამ გვაზეიმა ის, რაც მათთვის არის სასარგებლო და არა ჩვენთვის. სხვა უამრავი ისეთი რეგულაციის გარდა, რაც კატასტროფულად დააზიანებს ჩვეულებრივი ქართველი მოქალაქის ჯერ ზნეობას და მერე კიდევ ჯიბესა და პირად კეთილდღეობას, “ასოცირების ხელშეკრულების” უმთვარესი ევროპული მზაკვრობა იყო სწორედ ის, რომ საჭიროების შემთხვევაში ქართველებისგან “გაეწმინდათ” ევროპა.

ყურადღება მივაქციოთ მთავარს _ ქართველების ასეთ შევიწროებას ევროპის ქვეყნებში საქართველოს მთავრობა უწყობს ხელს. მეტიც, არა მხოლოდ ხელს უწყობს, არამედ აქტიურად არის ჩაბმული პროცესებში და, როგორც ემიგრანტი ქართველის ზემოთ მოყვანილ ციტატაშიც ხედავთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილებზეც კი ჩადიან და პირდაპირ მოითხოვენ ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლებისგან ქართველების გამოყრას.

აქ შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს ბოლო პერიოდში ჯერ საქართველოში დაწყებული “პიარი” იმის შესახებ, რომ თურმე ჩვენს ქვეყანაში “ყრია” სამუშაო ადგილები, ოღონდ ინატრე, სულო და გულო, ოღონდ არ დაგეზაროს და ორიოდე თვის განმავლობაში აქტიურად ეძებე და სამსახურის მეტს რას იპოვი, ჩემო ბატონო! თანაც, უბრალო, დაბალხელფასიან დროებით სამუშაოს კი არა, თურმე საქართველო თავის მოქალაქეებს სთავაზობს საოცნებო, ღირსეულ დასაქმებას მაღალი ანაზღაურებით. უბრალოდ, ქართველები ვართ მუქთახორები, ზარმაცები, შრომა არ გვიყვარს და მუქთა შემოსავალი გვინდა, ამიტომ გავრბივართ ევროპის ქვეყნებში და იქ ვბარდებით თავშესაფრებში, რათა თითი არ გავატოკოთ და ისე ვიცხოვროთ უზრუნველად.

გაგახსენდებოდათ არაერთ ინტერნეტსაშუალებასა და რამდენიმე ტელეშოუში განხილული ეს თემა, სადაც ხან რომელიღაც “დიდი ბიზნესმენი” მოჰყავდათ მოწმედ და ალაპარაკებდნენ: სამუშაო ადგილები ოხრად მაქვს საწარმოში, მაგრამ ქართველები არ მოდიან სამუშაოდო, ხან კიდევ ვიღაც ტუტუცი ტიპები ჰყავდათ ეთერში და იმათ ათქმევინებდნენ: სამსახური ძალიან იოლად ვიშოვე საქართველოში, მხოლოდ ორ თვეს ვეძებდი და ახლა ისე შესანიშნავად ვარ დასაქმებული, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფსო.

რა თქმა უნდა, არ ავიწყდებოდათ არც შეგონებები: ქართველებო, ნუ იქნებით მუქთახორები და ზარმაცებიო!

მაშინ შეიძლება ვინმეს ეფიქრა: ნეტავ, რამ გამოიწვია ამ თემის ასეთი აგორება ყველა მედიასაშუალებაში ერთბაშადო? ახლა კი, ფაქტია, რომ ყოველივე ეს იყო ნიადაგის შემზადება იმისთვის, რასაც ახლა სჩადის საქართველოს მთავრობა სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში.

ქართულ მედიაში “დამუღამებული” აპრობირებული “პიარკამპანია” უკვე უცხოეთის ქვეყნების მთავრობებთან გრძელდება და ქართული დიპლომატიური კორპუსი, როგორც ჩანს, მხოლოდ იმით არის დაკავებული, რომ უცხოელებს როგორმე დაუმტიკიცოს, _ ჩვენი თანამემამულეები ზარმაცები, მუქთახორები, უმაქნისები და უღირსები არიან და სასწრაფოდ გამოაძევეთ თქვენი ქვეყნებიდანო.

რაში აძლევს ეს ხელს საქართველოს ხელისუფლებას? თუ კარგად დავფიქრდებით, ალბათ, არც არაფერში. პირიქით, კარს არის მომდგარი 2020 წელი და “ქართულმა ოცნებამ”, ასე თუ განაგრძო, ვეღარც აქ იძულებით ჩამოყვანილი საქართველოს მოქალაქეების ხმებს მიიღებს და ვეღარც იქ დარჩენილი ემიგრანტებისას.

არა, რა თქმა უნდა, არჩევნები რეალურად არაფერ შუაშია და იგი საერთოდაც რომ არ ტარდებოდეს, ნორმალური ხელისუფლება ასე მზაკვრულად მაინც არ უნდა ექცეოდეს საკუთარ მოქალაქეებს. უბრალოდ, არჩევნების თემის მოყვანა იმის საილუსტრაციოდ დამჭირდა, რომოცნებისხელისუფლებაში გარდა მზაკვრებისა, უბრალოდ, იდიოტების სიჭარბეც იგრძნობა.

საბოლოოდ კი მივდივართ დასკვნამდე, რომ, როგორც ყველაფერი დანარჩენი, სავარაუდოდ, ესეც იმავე ევროპის დაკვეთაა. საქართველოს მთავრობას სწორედ ევროპიდან აიძულებენ, რომ ჩვენები იქ ჩავიდნენ და საკუთარ ხალხზე უარყოფითი ინფორმაცია ჩაიტანონ, რათა მერე იმ ქვეყნების ხელისუფლებებს მყარი საფუძველი ჰქონდეთ იქიდან ჩვენი თანამემამულეების გამოძევებისა. აკი, ისედაც საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოს არც წინა და არც არსებული ხელისუფლება საკუთარი ჭკუითა და ნებით ერთ ნაბიჯსაც არ დგამს და ყოველი სიტყვა და ყოველი ნაბიჯი, უბრალოდ შეთანხმებული კი არა, პირდაპირ ნაკარნახევია გარედან.

ჩვენი მთავრობა შეგნებულად აძლევს საბაბს ევროპელებს ქართველების გამოსაძევებლად.

აი, ასე გადაიზარდა ქართული “შალახო” ევროპულ-ქართულ “ველურ ტანგოში” და ვინ იცის, წინ კიდევ რამდენი დამცირება, შეურაცხყოფა და კოშმარი ელით ჩვენს ემიგრანტ თანამემამულეებს…

აკი, ზევით მოხმობილ ციტატაში პირდაპირ ამბობს მისი ავტორი: საქართველოსკენ გამოფრენილ-გამოგდებული ემიგრანტებით სავსე თითოეულ თვითმფრინავს სამედიცინო ბრიგადები მოჰყვება, რათა გულგახეთქილი ქართველები ნერვული შოკიდან გამოიყვანონ და შესაძლო უარესი გართულებებისგანაც დაიცვანო…

ჩემი ნება რომ იყოს, ამ ადამიანებს პირდაპირ ტრაპიდან მივაყენებდი იმ ბიზნესმენებს, რომლებიც ტელეეთერში “მარიაჟობდნენ”: “უამრავი სამუშაო ადგილი მაქვსო!” და დავავალდებულებდი მათ დასაქმებას სწორედ ევროპული სტანდარტითა და ევროპული ანაზღაურებით. აი ეს იქნებოდა ეფექტიანი ნაბიჯი, თუკი ჩვენ მართლა გვყავს მთავრობა… მაგრამ სადაა ხელისუფლება და მთავრობა?! ვინაა პატრონი?!

ბაკურ სვანიძე

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. ვიზა ლიბერალიზაციის შემოღებით ხო ისედაც იასნი იყო რომ ეგ მოხდებოდა? მე პირადად 2016 წლის ივნისში წამოვედი, ყველა იმას მეუბნებოდა რა ძალა გადგია დაიცადე ვიზას რო ჩალიჩობ და მერე წადიო, პირადად ჩემთვის მაინც და მაინც დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია მერე მივხვდი მაგრამ მაინც ვიზით ვამჯობინე წამოსვლა, უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებაში ჩადებულია ეგ პუნქტი რომ არალეგელების დეპორტაცია მოხდებოდა მასობრივად და იმიტომაც არ იღებს ჩვენი მთავრობა ხმას თორე რუსეთს კი ახდევინებს დიდ ფულს მორალური ზიანის მიყენებისთვის კაცზე 10000-15000 ევროს

  2. Saqartvelo mojadoebul wreze dadis, icvlebian ,,xelisufalni” magram qveynis saerto mdgomareoba ar icvleba da vtrialebt mudam ,,mojadoebul” wreze, romel wrezec brunvisas xalxs arasdros ara aq samyofi finansebi, mudmivad ekonomikuri krizisia, mudmivad uryevad mdzimea qveynis teritoriuli mtlianoba, mudmivad dargveulia qveynis pirobiti sazgvrebi, mudmivad ar icvleba ganatlebis sistema sasiketod da mudmivad mcirdeba qartveli saqartveloshi…chavrte televizori da isev mudmivad ,,gadakidebuli” opozicia pozicia da uceb mivxvdi, gavshifre, rom xelovnuria is mdgomareoba rac gvaq da yvela struqtura saqartveloshi aris im damfinanseblis brali romelsac es e.w utvino institutebi emorchilebian, masmediit dawyebuli fsevdo opozicionerebit da mtavrobit damtavrebuli, aq sul sxva ram xdeba , sinamdvileshi sul sxva tamashi midis, mati msaxioburi dasi arachveulebrivad aketeben bindzur saqmes, sinamdvileshi sando agaravinaa, yvela matiania da yvela rolshia, vinme briyvs gaecineba es rogoro, magram daukvirdit da moixsenit saburveli da shexedet mat qmedebebs ras atrialeben da tu ver mixvdebit gagabriyveben kidev uamravjer vidre suli ar gagdzvrebat, iqnebit sul motyuebuli da ivlit yalb archevnebze, yalbi liderebis asarchevad rom mere mat sheqmnil siyalbeshi icxovrot da irwmunot mati yalbi mediis.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here