მთავარი დაიჯესტი “ევრაზიული ეკონომიკური კავშირის გაფართოების პროცესი დაჩქარებას ვერ იტანს”

“ევრაზიული ეკონომიკური კავშირის გაფართოების პროცესი დაჩქარებას ვერ იტანს”

664
გააზიარეთ
“ევრაზიული ეკონომიკური კავშირის გაფართოების პროცესი დაჩქარებას ვერ იტანს”

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის გაფართოების პროცესი დაჩქარებას ვერ იტანს, რადგან დაკავშირებულია ბევრ სირთულესთან”, _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნები _  ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, მოლდოვა _ არ ჩქარობენ თავიანთ რიგებში ახალი წევრების მიღებას.

“ჩვენ არ ვჩქარობთ გაფართოებას და არც გარკვეული ეტაპების გამოტოვებით გადახტომას. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ვაკვირდებით, როგორ ვითარდება ინტეგრაციული პროცესები მსოფლიოს სხვა რეგიონებში, ვთქვათ, ევროპაში. იქ შეიქმნა ბევრი სირთულე, ამიტომ თანმიმდევრულად უნდა ვიმოქმედოთ, აუჩქარებლად”, _  განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ტელეარხ “როსია-1”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პასუხად კითხვაზე _ რამდენი ქვეყანა უნდა შედიოდეს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში.

რუსეთის პრეზიდენტმა, აგრეთვე, აღნიშნა, რომ სახელმწიფოთა შორის იდეალური ურთიერთობები არ არსებობს, მაგრამ აუცილებელია კომპრომისისკენ სწრაფვა.

“მიღწეული შეთანხმებები ყოველთვის ნიშნავს კომპრომისს, ხოლო კომპრომისი რა არის? _ ის, რომ ვიღაც რაღაცას თმობს და იდეალური ვითარება, ერთი შეხედვით, არ არსებობს, მაგრამ ის იდეალურია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მიერ აწყობილი ურთიერთობების სისტემა ამ კომპრომისების მიღწევის შესაძლებლობებს იძლევა”, _ თქვა პუტინმა.

“თუკი კომპრომისულ გადაწყვეტილებებს ნებაყოფლობით იღებენ და არა “ხელების გადაგრეხვის” მეთოდით, მაშინ ეს გადაწყვეტილებები იქცევა იმ ინსტრუმენტებად, რომლებიც რეალურად მუშაობს”, _ აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here