მთავარი საზოგადოება დღეს “ჩემი ოცნების თბილისი” დღიურად გასაქირავებელი ბინებისა და დღიურად დასაქირავებელი ქალების სათარეშო...

დღეს “ჩემი ოცნების თბილისი” დღიურად გასაქირავებელი ბინებისა და დღიურად დასაქირავებელი ქალების სათარეშო მოედანია

1177
გააზიარეთ
თბილისი

ამას წინათ თბილისში ვლადიკავკაზელი ნაცნობები შემხვდნენ. ახალგაზრდები არიან, ბიზნესი აქვთ ვლადიკავკაზში, დიდძალ ფულს გამოიმუშავებენ. მათი აქ დანახვა გამიხარდა, ათამდე იყვნენ, ვიფიქრე, საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოვიდნენმეთქი.

“რა ტურიზმი, საგულაოდ ვართ ჩამოსული. ჩვენთან კავკასიაა, ძმაო, ქალი პრობლემაა. მხოლოდ ჩვენ კი არა, დაღესტნელები, ჩეჩნები… ყველა აქ ჩამოდის. აქ ყველაფერი იაფია, ქალიც, ბინაც… დღიურად არის ბინები და 30 ლარიდან იწყება. ერთი კვირა, პრაქტიკულად, 200 ლარი ჯდება ბინა და ეს მაშინ, როცა ჩვენთან მაგ ფასად შეიძლება ერთი დღეც ვერ გაჩერდე”, _ მითხრა ნაცნობმა. “აქაც კავკასიაა!” _ მოღუშული სახით ვუპასუხე და გაეცინა, “სად არის, აბა, კავკასია? აქეთ პიდარასტებს აგულავებთ, იქით _ ლესბიანკებს და ჩვენთან ასე არ ხდება. გინდა ჩეჩნეთში, გინდა ჩვენთან, მასეთი ტიპები თუ გაეძრობიან, ხალხი თვითონ ასამართლებს. აქ კიდევ ტელევიზორში გამოგყავთ, ტაშს უკრავთ, აგულავებთ. ქალებს რაც შეეხება, შედი ნებისმიერ ბარში, დააბირჟავე ცოტა ხანს და თვითონ მოგახტებიან. ამას ეძახი კავკასიას?! ჩვენთან იეღოველებიც კი სექტად გამოაცხადეს, სხვა წვრილ-წვრილ სექტებზე აღარაფერს ვამბობ, ხალხი თვითონ არბევს, აქ კიდევ ვერ გაიგებ, ვინ სად არის და რა უნდა. ზოგი კატას კლავს და ზოგი ვირთხას იკიდებს ყელზე. ვერ ხვდები, რომ გადაჯიშების ზღვარზე ხართ? სად არის ქართული ტრადიციები, კავკასიური ტრადიციები სად არის?!”

ამ ყველაფრის შემდეგ, ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტის _ დავით ქაცარავას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი გულზე უფრო მეტად მომხვდა.

რუსეთში კადეტთა კორპუსს აძლიერებენ. უკრაინაში ნაციონალისტური და სამოქალაქო წინააღმდეგობის კულტურა უმაღლეს ეტალონზე ჰყავთ აყვანილი. სომხეთსა და აზერბაიჯანში სახელმწიფოები სამხედრო ყაიდაზე გადაჰყავთ გამოწვევებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. თურქეთში საერთო ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძების პოლიტიკას ოფიციალურ დონეზე ატარებენ. ჩრდილოეთ კავკასიაში თაობებს ზრდიან, პირდაპირი მნიშვნელობით, ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც რკინის ადამიანებად. კიდევ ასობით მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში, მხოლოდ ჩვენი მეზობლებით შემოვიფარგლები. და ამ დროს.. ამ დროსჩვენ აქ ბიოსა და მარიხუანას დეკრიმინალიზაცია ან ლეგალიზაცია მოვითხოვოთ. ანტირასისტულ კამპანიას მივაწვეთ, ვაფურთხოთ ჩვენიანებს და ვადიდოთ სხვები. 1%-დან გამომდინარე, ვიძახოთ, რომყველაშია კარგი და ცუდიდა, ის 99% საკუთარ მიწაზე რომ სახეში გვაფურთხებს ან ისედაც გაჩანაგებულ გენოფონდს რომგვიმრავალფეროვნებს”, ვითმინოთ. სექსუალური უმცირესობების უფლებები და ფსევდოუფლებადამცველების აქციები არ დავივიწყოთ. თითქოს ეს უნდა იყოს ის მთავარი პრობლემები, რომლებზეც უნდა წუხდეს ჩვენს დღეში მყოფი სახელმწიფო და ერი. წელში გადავტყდეთ და ქურდულს მივაწვეთ, “აჰაჰა ჩემი დედას *ევეცი”. ბავშვებს მოვუწონოთ ცხოვრების სტილი. დავკარგოთ კავკასიური ბუნების, გენის ნიშანთვისება და ვიქადაგოთ, რომცივილურ სამყაროში არ არის ძალადობის ადგილი”, პლუსვიბლატავოთმერე სუფრაზე, რომ ჩვენმა წინაპარმა თორღვა ძაგანმა ლეკეთი დალაშქრა.

საქმე საქმეზე მიდგება და გადაგიმტვრევენ მუხლზე და კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაგახსენებენ, რომ შენ აღარ ხარ ის ქართველი, რომელიც ოდესღაც იყავი და შიშის ზარს სცემდი მტერს. საკუთარ ქუჩებში გამტვრევენ უკვე მუხლზე, შენ კიადამიანის უფლებებზეისაუბრე და შენს სისხლსა და ხორცს აგინე და შენს პეროგათხრილ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახვე, რამდენადჰუმანურიდათანამედროვემსოფლიოს მოქალაქე ხარ. ასეთი გეოპოლიტიკური მდგომარეობის პირობებში, როდესაც უნდა ხდებოდეს ეროვნული თვითშეგნების ამაღლება, რომ ერმა გაუძლოს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ჩვენ დღეს გვაქვს ასეთი სურათი და, ეტყობა, ვართ კიდეც ამის ღირსი. ტყუილად არ უთქვამს პეტრე სტოლიპინს: “ერი, რომელსაც არ გააჩნია ნაციონალური თვითშეგნება, განადგურებისთვის და უბრალოდ სასუქის, ნაკელის გროვად ქცევისთვისაა განწირული, რომელზეც სხვა ერები აღმოცენდებიან”, _ წერს ქაცარავა.

ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ სოციალურ ქსელში ე.წ. ქართული მარში დაანონსდა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, როცა გაირკვა, რომ ახალციხეში ექვსი წლის ბიჭი გააუპატიურა ვიღაც ირანელმა. როგორ არ გავიხსენოთ, რომ 1659 წელს, კახეთის აჯანყებით ცნობილი მოვლენა, რომელსაც ბიძინა ჩოლოყაშვილი და ზაალ არაგვის ერისთავი ხელმძღვანელობდნენ, მას შემდეგ დაიწყო, როცა სპარსელებმა სასულიერო პირი გააუპატიურეს. როგორც ჩანს, გენი თავისას შვრება. იმას კი არ ვამბობთ, რომ ამის გამო ორი ქვეყანა ერთმანეთს მტრად უნდა მოეკიდოს, მაგრამ დაგვიჯერეთ, ანალოგიური რამ ირანში რომ მომხდარიყო, დამნაშავეს სახალხოდ ჩამოახრჩობდნენ მოედანზე და ხალხს ამას აუცილებლად აყურებინებდნენ, ჩვენ კი

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები მხოლოდ სექსუალური უმცირესობების უფლებებს იცავენ; გაიძახიან, ნებისმიერი სექტა მისაღებია, რადგან ადამიანს თავისუფალი არჩევანის უფლება უნდა მივცეთ (და ამან იქამდე მიგვიყვანა, რომ რომელიღაც სექტაში გაერთიანებულმა გოგომ მოხუცი დედა მოკლა სექტის სხვა წეევრებთან ერთად, დაანაწევრა და ცეცხლი წაუკიდა) და ახალგაზრდებს თავისუფლად შეეძლოთ ნარკოტიკების მოხმარებაო. ეს იმიტომ, ბატონებო, რომ სწორედ ამ მიმდინარეობებს აფინანსებს სოროსის ფონდი და მათ ოფიციალურ გვერდზეც კი აქვს მითითებული, რომ დაფინანსებას ამ კონკრეტულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობოები მიიღებენ და არა ისინი, ვინც, მაგალითად, ეროვნულ თვითმყოფადობას ავითარებს, ვინც ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესს ქადაგებს. ქართული არხები რუსეთზე მხოლოდ ნეგატივს აშუქებენ და იმას კი აღარ ამბობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, იმ აბიტურიენტს, რომელიც სკოლის ასაკში სპორტის ოსტატობის კანდიდატი იქნება, ერთი გამოცდით შეუძლია ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა, რომ პრაქტიკულად ყველა საჯარო სამსახურში მინიმალური ნორმატივებია შემოღებული ჩასაბარებლად, რათა ჯანსაღი თაობა წამოვიდეს, რომ უცხოელების ჩასვლასა და დამკვიდრებაზე შეზღუდვებია დაწესებული, რომ…

თბილისის ერთერთ საჯარო სკოლაში, სულ რაღაც, ორი თვის წინათ მასწავლებელმა მეცხრეკლასელ გოგონებს მაშინ წაასწრო, როცა ისინი ერთმანეთს კოცნიდნენ. მასწავლებელმა ხმაური ატეხა, გოგონებმა არასამთავრობოებს დაურეკეს და ეს ამბავი ძალიან მშვიდად მიჩუმათდა, ანუ მასწავლებელს არ მისცეს უფლება, გოგონებისპირად ცხოვრებასა და ურთიერთობაშიჩარეულიყო.

რა გამოდის? _ სოროსის ფულს დახარბებული არასამთავრობოები მაქსიმალურად ცდილობენ, დამფინანსებელს თავი მოაწონონ და სულაც არ ანაღვლებთ, თუ ამით ერი გაიხრწნება, ახალგაზრდობა დაჩლუნგდება და ნარკოტიკით გამოთაყვანებული ივლის. ნარკოტიკით გაბრუებული ადამიანის მართვა ხომ ძალიან იოლია, ნარკოტიკით გონებადაბინდული ყველაზე კეთილი და უწყინარია, თუმცა, როცა ნარკოტიკი არ აქვს, აგრესიული და საშიში ხდება. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ აძალებენ ხელისუფლებას, რომ ნარკოპოლიტიკის ლეგალიზაცია მოხდეს, რათა მომავალმა თაობამ, წიგნების ყიდვის ნაცვლად, მარიხუანა შეიძინოს და იმპოტენციამდე მივიდეს (და ეს მმართველი გუნდის წარმომადგენელმა დეპუტატმა ხმამაღლა თქვა), რომ, როგორც ლიმონა დევდარიანი ეუბნება შოშიას, “ვის რაში სჭირდება ეგეთი იმპოტენტი შვილი, ეგეთი იმპოტენტი შენ გყავდეს და შენ მოიხმარე…”

თუ გახსოვთ, რამდენიმე თვის წინათ საქართველის პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, თბილისში არსებულ ბარებში, რომლებსაც უცხოელები ფლობენ, ქართველ კაცებს არ უშვებენო. მაშინ ამაზე რეაგირება შესაბამის უწყებას დაევალა და ვინმემ იცის, შემდეგ რა მოხდა? ჩვენ ვიცით _ არაფერი მომხდარა, საერთოდ, არაფერი. თბილისურ ბარებში შესვლის ერთადერთი პირობა ისევ უცვლელია _ ქართველი არ უნდა იყო. შედეგად, ნუ გაგვიკვირდება, თუ სხვა კავკასიელები საქართველოს კავკასიად ვეღარ აღიქვამენ და თვლიან ერთ დიდ ბორდელად, სადაც უნდა ჩამოხვიდე, იაფად უნდა “იგულავო”, მერე კი ტრადიციულ კავკასიაში წახვიდე, იმ კავკასიაში, რომლის მთავარი ვიოლინო საქართველო იყო და კავკასიის გულად ითვლებოდა.

წინ თბილისის მერის არჩევნებია. მმართველი გუნდის კანდიდატის დევიზია “ჩემი ოცნების თბილისი”. საინტერესოა, კახა კალაძის ოცნების თბილისში იგივე პირობები იქნება, როგორიც ახლაა თუ ქართველი გოგონების გახრწნის ადგილად ქცეული ბარები დაიხურება ან იქ ქართველებსაც შეუშვებენ?! დღეს “ჩემი ოცნების თბილისი” დღიურად გასაქირავებელი ბინებისა და დღიურად საქირავებელი ქალების სათარეშო მოედანია და, გვინდა თუ არა, ამ მწარე რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ.

ბესო ბარბაქაძე

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here