Home რუბრიკები პოლიტიკა დღეს სხვა დროა, ამიტომ “ჯაჯა”-ს არ მოგიწყობთ, მაგრამ არც გეიაღლუმს არ ჩაგატარებინებთ

დღეს სხვა დროა, ამიტომ “ჯაჯა”-ს არ მოგიწყობთ, მაგრამ არც გეიაღლუმს არ ჩაგატარებინებთ

328

აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის ანტონ პირველის ეპისტოლეს, რომელიც 1767 წელს გამოუცია, და რომელიც 15 მუხლისგან შედგება, მეფე ერეკლეს სიტყვები აქვს დართული: “ჩვენ, ირაკლი მეფემან, მპყრობელმან ქართლისა და კახეთისამან, ნებაყოფლობითა სრულ ერთიანად ჩვენის ქვეყნების თავადთა, აზნაურთა, დიდვაჭართა და გლეხთა: ღვთის მოწყალებით ამას ზედა დიაღ გულდაჯერებულ ვართ (იგულისხმება დოკუმენტში ზემოთ ჩამოთვლილი ეპისტოლეს 15 მუხლი), რომ ჩვენს ქვეყანაში არც ყოფილა და არც არის ამისთანა ავნი ღვთისგან მარისხებელნი საქმენი, მაგრამ ჩვენ ხალხს ვაბრთხილებთ: თუ ვინმე ამისთანა საქმის მქნელი გამოჩნდეს ან მომწამლელნი, ან კაცის შემკრელნი, ან სიყვარულის და სიძულვილის წამლის მიმცემნი, ან ღვთის დიდად განმარისხებლისა და მიუტევებელისა ფინთისა და მყრალისა და ცეცხლით საუკუნოდ მწველისა მამათმავლობის მქმნელნი, მამალნი ანუ დედალნი, ესენი უნდა ძალიანი და საანდაზო ჯაჯაებით (ჯაჯადამნაშავე კაცის ტანჯვაწამება) დაიხოცნენ. ეს განჩინება ყოველმა ეპისკოპოსმა თავის სამწყსოს საყდრებში თავის ხალხს წაუკითხონ და გააფრთხილონ” (წყარო: კორნელი კეკელიძე, “ქართული ლიტერატურის ისტორია”, ტომი 1, თავი _ კანონიკა, გვერდი 522).

წინამდებარე წერილის ეპიგრაფად მეფე ერეკლეს სიტყვები იმ ადამიანების გასაგონად წავუმძღვარე, რომლებმაც ეს დღეებია, რომ იტყვიან, “თავი წაგვჭამეს” ქართველთა ტოლერანტობაზე ე.წ. თბილისი პრაიდის კონტექსტში საუბრით. მიმდინარე პროცესებში სხვებისთვის ტონის მიმცემი, გნებავთ, რომ იტყვიან, ერთ-ერთი პირველი ვიოლინო, ჯერ კიდევ 4 ივლისს გაკეთებული განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი, დიდი ილიას მკვლელი მენშევიკების სულიერი მემკვიდრე, სალომე ზურაბიშვილი აღმოჩნდა. პირველ რიგში სწორედ ამ ლიბერასტი (წაიკითხე, ანტიეროვნული) ქალბატონის გამო “შევაწუხე” იმქვეყნად “პატარა კახის” სული, რათა საქართველოს პრეზიდენტისთვის მეფე ერეკლეს ციტირებით განმემარტა, რომ ქართველთა ტოლერანტობა არ ნიშნავს ყველას და ყველაფრის (მით უმეტეს _ “ღვთის დიდად განმარისხებლისა და მიუტევებელისა ფინთისა და მყრალისა და ცეცხლით საუკუნოდ მწველისა მამათმავლობის მქმნელნი”) ანუ გარყვნილება-გათახსირების უპირობოდ მიღებას! ახლა მოდურია იმ ხალხის ძებნა-მხილება, რომლებმაც წააქეზეს ჟურნალისტებზე ტოტალური ძალადობა, მაგრამ არავინ არ ამხელს იმ უწყებებსა თუ ცალკეულ პიროვნებებს, რომლებიც, ნებსით თუ უნებლიეთ, აქეზებდნენ “თბილისი პრაიდის” ხელმძღვანელობას, რათა შემუშავებული გეგმიდან არაფერი არ დაეთმოთ ხელისუფლებისთვის და, რაც მთავარია, რიგითი ადამიანებისთვის, რომლებსაც წლების განმავლობაში ტვინებს ურეცხავდნენ, მაგრამ ამაზე ქვემოთ…

იმის მაგივრად, რომ პრემიერის, საქართველოს დედა-ეკლესიის, გნებავთ, კათალიკოს-პატრიარქის პოზიციისთვის მხარი დაეჭირა, რომ “თბილისი პრაიდის” ჩატარება მიზანშეუწონელი იყო, ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის (და არა მხოლოდ ეროვნებით ქართველებისთვის), ამ ყველაფრის მცოდნე, დიდი ალბათობით, ნეოლიბერალების გავლენის აგენტმა სალომე ზურაბიშვილმა, უკაცრავად და, აბდაუბდა ლაპარაკი დაიწყო ე.წ. გამოხატვის უფლებაზე, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთ ღირებულებაზე. დიახ, გავლენის აგენტის ლაპარაკი უნიჭოდ შენიღბული მხარდაჭერა იყო თბილისი პრაიდისა, რომლის ჩატარების წინააღმდეგი, ვიმეორებ, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იყო. ერთი შეხედვით უმძიმეს ბრალდებას ვუყენებ საქართველოს პრეზიდენტს, მაგრამ ჩემს ვარაუდებს მტკიცე საფუძველი აქვს _ საფრანგეთსაც ჰყავს სპეცსამსახურები და დიპლომატიურ სამსახურში მუშაობა ამა თუ იმ ქვეყანაში, როგორც წესი, ავტომატურ “დავერბოვკებას” ნიშნავს.

1 ივლისს პრაიდის კინოჩვენებაზე, რომელიც მოგვითხრობდა, როგორ ჩაგრავენ საქართველოში ლგბტ პირებს, საქართველოში მოქმედი დიპკორპუსის დემონსტრაციული დასწრება იყო თუ არა ჩვენი დასავლელიმეგობრებისმიერ ქართველი ერის შეურაცხყოფა და თბილისი პრაიდის წაქეზება?

4 ივლისი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეა და ზურაბიშვილის ზემოხსენებული განცხადება და პრაიდის მიერ ორგანიზებული კინოჩვენებაც და (ვერშემდგარი) მარშიც “შემთხვევით” დაემთხვა აშშ-ის დღესასწაულის თარიღს _ ამ “შემთხვევითობებით” საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა მონური ერთგულება საქართველოს დე ფაქტო მმართველ აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დენგანს, ხოლო ანალოგიური სიამოვნება მიიღო ე.წ. კოლექტიურმა დასავლეთმა “თბილისი პრაიდის” ხელმძღვანელობისგან, რომლებმაც ფიცი დადეს დასავლელი პატრონების წინაშე, რომ ავანსად გაცემული მწვანე კუპიურების სანაცვლოდ, აუცილებლად წაბილწავდნენ ე.წ. ღირსების მარშით საქართველოს მრავალჭირნახულ მთავარ გამზირს.

4 ივლისს კიდევ ერთი “დამთხვევა” მოხდა _ ამჯერად იანკებისთვის უსიამოვნო _ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარე დავით თარხანმოურავმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს განაცხადა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია საქართველოში მათ მიერ დაფინანსებულიენჯეოებისადა საპატრიარქოში ჩანერგილი გავლენის აგენტების (“მეუფეპეტრეს დამეუფე ყანდურების”) ხელით, ებრძვიან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და პირადად მის უწმინდესობასას, საქართველოს კათალიკოსპატრიარქს ზემოთქმული მეც 4 ივლისს დავწერე. ვიფიქრე, ამდენ დამთხვევევას, მართლა დამთხვეული თუ დაიჯერებს-მეთქი, ვიფიქრე და შემდგომი მოვლენების მოლოდინში კალამი (ლეპტოპი) გადავდე და მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დავუბრუნდი.

ძალადობას ვემიჯნები!” _ 5 ივლისს განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ ყველა, ჩინიანი თუ უჩინო, საუბარს ამ სიტყვებით იწყებს. შესაბამისად, ისე გაცვდა ეს ფრაზა, რომ სურვილი არა მაქვს, მეც ამით დავიწყო… რომელ ნორმალური ადამიანი შეიძლება ამართლებდეს იმ ცემატყეპას და თუნდაც ლიბერასტული ოფისების დარბევას, მაგრამრამდენჯერ აღმინიშნავს ამ ერთი სიტყვის, “მაგრამ”-ის ლამის მაგიური ძალა, რომელიც ხშირად ყველაფერს თავდაყირა აყენებს ხოლმე და აი ახლაც, მომხდარის გამართლება არა, მაგრამ მისი ახსნა შემიძლია. რომ იტყვიან, მედალს ორი მხარე აქვს.

ნაცისტების მიერ გავრცელებულ “პარაშაზე”, პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ 300 ლარი დაურიგა მრევლს და ჟურნალისტებს მიუქსიაო, არაფერს ვიტყვი და მომხდარს იმით ავხსნი, რომ ეს იყო წლების განმავლობაში დაგროვილი ბოღმის ამოხეთქვა იმ ტელევიზიების მიმართ, რომელთა სარედაქციო პოლიტიკა ნიშნავდა ყოველივე ქართულის, ეროვნულის, მართლმადიდებლურის, გმირ მამა-პაპათა (და სხვა მრავალ ღირებულებათა, რომლებითაც დღემდე მოვედით) განმაქიქებელი სიუჟეტების და სკეტჩების მომზადება-ტირაჟირებას. ერთადერთი ეროვნული პროექტი გურამ ქართველიშვილისგააგრძელე საქართვლოს ისტორიასაზმაუწყებლის ეთერში გადიოდა, მაგრამ ქოცნების ხელისუფლებამ სასწრაფოდ დახურა. ამ ცინიზმსა და სულში ჩაფურთხებას, უილაჯო მრისხანებით უყურებდა ქართველი კაცი. უილაჯო, რადგან ყველა ტელევიზიას ქოცები და ნაცები აკონტროლებენ და ეროვნულად მოაზროვნე რესპოდენტებს არ აჭაჭანებდნენ. ამიტომ კაციშვილი არ იყო ხმის გამცემი ამ შეურაცხყოფის გამო და ვიმეორებ: 5 ივლისს სწორედ შეურაცხყოფით დაგროვილმა მრისხანებამ ამოხეთქა.

საქართველოში დამოუკიდებელი ტელევიზიები არ არსებობს. ისინი “ნაცმოძრაობის” სპეცსამსახურების ფუნქციებს ასრულებენ, ხოლო იქ მომუშავენი ჟურნალისტები კი არა, აგენტები არიან და ამიტომაც გამოხატა მოსახლეობამ 5 ივლისს მათ მიმართ “სიყვარული” ძალადობრივი და დასაგმობი მეთოდებით, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მოტივაციით, რომელიც ახსნას ექვემდებარება. რუსული კვალი და ინტერესი _ ეს არის ის, რომლითაც ქოც-ნაცები ყველა წუმპედან ამოსვლას ცდილობენ, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი _ რუსეთის კანონმდებლობით აკრძალულია გეიპროპაგანდა და აღლუმები. ჰოდა, რომელი ლოგიკით უნდა უწყობდეს ხელს კრემლი “თბილისი პრაიდის” ჩატარებას? მით უმეტეს, რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე რუსეთს, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ (ვისთვის, როგორ), საქართველოსთვის არ სცალია, რადგანაც შავი ზღვა ნატოს კრეისერებითაა სავსე, მაგრამ ნატო (აშშ) უბატონოდ ხმას ვერ სცემს რუსეთს. რუს დათვს ვუჩხიკინებთო, _შავ ზღვაში ახლახან მომხდარ ინციდენტზე “ღადაობს” ბრიტანეთის პრემიერი, რაზეც ვლადიმერ პუტინმა სავსებით სერიოზულად მიუგო, რომ “ჩხიკინის” განმეორების შემთხვევაში, ერთი რაკეტით ჩავძირავთ ნებისმიერი ქვეყნის კრეისერსო…

დავით მხეიძე

P.S. ვგმობ ძალადობას, მაგრამ ის ბიჭი ნარკოტიკის ჭარბი დოზით მიღებამ იმსხვერპლაალბათ, გახსოვთ, როგორ ითხოვდა სააკაშვილი კიევიდან აქციაზე ვინმეს მკვლელობას. კარგი იქნება, თუ მოკლული ფეხმძიმე ქალი იქნებაო. მაშინ ეს ნომერი ჩაუვარდა ნაცების ბელადს. სამაგიეროდ, ახლა გაუმართლა _ ნაცემი ლექსო ლაშქარავა მოულოდნელად გარდაიცვალა. მოულოდნელად, რადგან წინა დღეს ტელეოპერატორმაიმედსინტერვიუ მისცა. მიუხედავად ამისა, .. ოპოზიციამ ახალგაზრდა კაცის გარდაცვალება 5 ივლისს მის ცემას დაუკავშირა. ამის გამო შსს იძულებული შეიქნა, გარდაცვლილის გადაადგილების ვიდეოკადრები და ქიმიური ექსპერტიზის შუალედური დაკვნა გაევრცელებინა. ცხადი შეიქნა, რომ ლაშქარავა ნარკოტიკის უზომო დოზამ იმსხვერპლა და არა ცემისას მიღებულმა ტრავმამ. როგორც შვილმკვდარმა მამამ, მინდა, გულწრფლად მივუსამძიმრო შვილმკვდარ დედას და ვთხოვო, რომ ეს უდიდესი ტრაგედია არ აქციოს პოლიტიკური მანიპულაციების საგნად. “ოცნებისდიდი თაყვანის მცემელი რომ არ ვარ, ქვეყანამ იცის, მაგრამ მივმართავ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ შინიდან (აშშის ელჩი) თუ გარედან (აშშის სახდეპი) არნახული ზეწოლის მიუხედავად, არავითარ შემთხვევაში არ გადადგეთ! ეხლა თქვენი გადადგომა იქნება წყალში გადაყრა მთელი იმ თავდადებისა, რაც ქართველებმა 5 ივლისს გამოვავლინეთ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here